სახლიდან გავედი და დავინახე რომ სახლის წინ ჩემი პატარა წითელი მანქანა იდგა. მანქანის კარი გამოვაღე და ის იყო შიგნით უნდა ჩავმჯდარიყავი რომ სკამზე პატარა თეთრი ფურცელი შევნიშნე. ავიღე და ნელა წავიკითხე.
''Have a great day at school Genevieva.
-H.''
ჰარის ფურცელზე ასოები არეულად ეწერა თუმცა გასაგებად. ტიპიური ბიჭის ნაწერი იყო. ფურცელი ჯინსის ჯიბეში ჩავიდე და მანქანაში ჩავჯექი, დავძარი და გეზი სკოლისკენ ავიღე.
დილა ჩვეულებრივი იყო, დედაჩემი ოთახიდან გამოსულს ღიმილით შემომეგება და ხელში ცხელი ყავა მომაჩეჩა.
მანქანა სკოლის ეზოში შევიყვანე და გადავედი. ცივი ჰაერი სახეზე მეტაკა და შემამცივნა. სკოლის კარისკენ მიმავალ გზას გავუყევი, წინასწარ ვიცოდი რომ ჰარის გარეშე ეს დღე საშინელი იქნებოდა.
კლასში შევედი და შევნიშნე რომ ყველა მე მომაშტერდა. რათქმაუნდა, სკოლის დაწყების პირველივე დღიდან თმაშეკრული დავდივარ და ახლა გაშლილი მაქვს და სხვანაირი ვჩანვარ.
ჩემს მერხთან დავჯექი და ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა მაგრამ ამაოდ, მათი მზერა დისკომფორტს მიქმნიდა. ლინდსის კლასი ჩემთან ერთად ჰქონდა. ლინდსის 'მეგობარი' აღარ ვიყავი, ჩემზე ალბათ გაბრაზებული იყო იმაზე რომ მის 'მტერთან' დავიჭირე ურთიერთობა , თუმცა ახლა ეს ნამდვილად არ მადარდებს.
''კარგით.'' მასწავლებელმა ჩვენი ყურადღების მიბყრობა სცადა.
მის გრინი, დაბალი, ლამაზი შესახედაობის ქალი იყო. ყოველთვის ბედნიერი და მშვიდი ქალი.
''გამარჯობა.'' ყურადღება პატარა, სუსტმა ხმამ მიიბყრო.
კლასის წინ ტობი იდგა, შეშინებული გამომეტყველება ჰქონდა, ხელებში გიგი დიდი ვარდების თაიგული ეჭირა. მის გრინი თავის მერს მოშორდა და ტობიასთან მივიდა.