დღემ უღიმღამოდ ჩაიარა. ლანჩზე ლინდსისთან ერთად ვიჯექი. მისი მეგობრებიც მასსავით მოლაყბეები არიან.
ჩემს კარადასთან მივედი რომ წიგნები გამომეღო და სახლში წავსულიყავი. გუშინდელის შემდეგ სახლში მისვლა არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
გუშინდელის გამო მთელი დილა თავს ვარიდებდი, შემდეგ კი ტელეფონზე ლაპარაკი რომ დაიწყო ჩუმად გამოვედი სახლიდან. ალბათ ახლა სახლშია და მე მელოდება.
კარადიდან წიგნების გამოღება დავიწყე.
''მასწავლებლებს ვთხოვთ გამოცხადდნენ სააქტო დარბაზში.'' გაისმა ხმა დინამიკებიდან რომელიც კორიდორის ყოველ კუთხეში მაღლა იყო დამონტაჟებული.
კორიდორში მასწავლებლები მიმოდიოდნენ, ზოგი მემშვიდობებოდა ზოგი კი უბრალოდ მაიგნორებდა.
წამის შემდეგ კორიდორში მასწავლებლები აღარ ჩანდნენ. სტუდენტებიც გადიოდნენ და კორიდორში სიჩუმე ჩამოწვა. ზურგჩანთაში წიგნების ჩალაგება დავიწყე.
''შეხედე აქ ვინ გვყავს ლოგან.'' მომესმა ბოხი ხმა.''ეს ჟენევიევაა.'' მომესმა მეორე პირველისგან სრულიად განსხვავებული ხმა.
სახეზე ფერი წამივიდა და სუნთქვა გამიხშირდა. ვცდილობდი ყურადღება წიგნებზე გადამეტანა მაგრამ ამაოდ. კარადა დავხურე და ჩანთა ზურგზე მოვიგდე. მინდოდა აქედან გავმქრალიყავი.
ვიგრძენი როგორ მომეხვია მხრებზე დიდი ხელები.
ნერწყვი გადავყლაპე და უკან შევბრუნდი. წამსვე ბიჭის სახეს შევეჩეხე. ქერა თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. თმა ულამაზოდ გადასჩეჩვოდა აქეთ-იქით. ზღვასავით ლურჯი თვალებით მე მაკვირდებოდა.
მზერა ავარიდე და იატაკს დავაშტერდი.
''ჰეი, ვივ.'' დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა.
მისი ცხელი სუნთქვა ყურზე მომელამუნა და უსიამოვნო შეგრძნება გამიჩინა. ხელები მხრებზე მომიჭირა. ლოგანი ჩემს გვერდით იდგა, ხელები მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი და ერთ-ერთ კარადას მიჰყრდნობოდა.