თავი 24

716 61 0
                                    


დედა ნაზად მისვამდა თავზე ხელს, ჩემს გვერდით იჯდა და მაკვირდებოდა როგორ ჩამომდიოდა ცრემლები ლოყებზე. ასე მის მერე ვართ რაც დედას ქეროლაინმა დაურეკა და ჩემი ადგილსამყოფელი შეატყობინა. ვერასდროს ვიფიქრებდი დედა ასე თუ ინერვიულებდა ჩემს გამო, როდესაც ყავის სახლში კარი შემოაღო თვალში პირველად მისი ჩაწითლებული თვალები მეცა. სიტყვის უთქმელად მომვარდა და გულში ჩამიკრა, თან ყურში მეჩურჩულებოდა რომ ძალიან წუხდა.

მეგონა ჩემზე გაბრაზებული იქნებოდა მაგრამ სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. თითქოს იცოდა როგორ ვგრძნობდი თავს და ზედმეტი ტვირთი არ დამადო მხრებზე.

როდესაც სახლში დავბრუნდით მე დივანზე მოვთავსდი დედა კი ჩემს გვერდით დაჯდა. ამის შემდეგ არცერთი არ გავნძრეულვართ. სიტყვაც კი არ გვითქვამს.

უცნაური იყო დედაჩემის წინ რომ ვტიროდი. ბოლოს დედაჩემის წინ მაშინ ვიტირე როდესაც მამამ დაგვტოვა. მაგრამ მაშინაც კი მე ვამშვიდებდი დედას და ვცდილობდი მისი დარდი შემემსუბუქებინა. რამდენჯერ მოვსულვარ სკოლიდან და სამზარეულოში მჯდარი დედა დამინახია რომელიც ბოსტნეულს ჭრიდა და თან ტიროდა. ახლა განვიცადე ის ტკივილი რომელსაც წლების წინ ის გრძნობდა. მაგრამ დედაჩემმა მისი ცხოვრების ნაწილი დაკარგა, მისი მეორე ნახევარი, მისი ქმარი, ცხოვრების თანამგზავრი, საუკეთესო მეგობარი..

''ჟენევიევა.''

მომმართა დედაჩემმა.

ხელი ისევ ჩემს თმებზე ედო და ნაზად მისვამდა ხელს, მე კი ჩემი ხელები მუხლებზე მეწყო და ვცდილობდი არ ავქვითინებულიყავი. თვალს ვარიდებდი, არმინდოდა მისთვის შემეხედა.

''ამას გადავლახავთ.'' ხელი ნიკაპზე მომკიდა რომ მისთვის შემეხედა. თვალებში ჩამხედა. ''ერთად.''

თავი დავუქნიე და აკანკალებულმა ამოვისუნთქე, ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა. ახლა ჩემი დრო იყო რომ ძლიერი ვყოფილიყავი, რომ დამემტკიცებინა ის რომ გულის გატეხვა ვერ დამცემდა.

დამუნჯებული (დასრულებულია)Where stories live. Discover now