ზარი დაირეკა და საშუალება მომცა ისეთი ჯოჯოხეთიდან გამოვსულიყავი როგორიც ინგლისურის გაკვეთილია. მას შემდეგ რაც ბიჭმა ყურში მიჩურჩულა და კლასი დატოვა, კლასის უკანა მხარეს წავედი და ცარიელ მერხზე დავჯექი, ბიჭების გასწვრივ. მისტერ ფრანკს იმ შემთხვევის შემდეგ ჩემთვის ხმაც არ გაუცია, არც მე მინდოდა მისი საუბრის მოსმენა. დრო ნელა გადიოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში თვალები საათზე მქონდა მიბყრობილი. ციფერბლატზე ისრები ნელა მოძრაობდნენ და დრო საშინლად იწელებოდა.
კორიდორებში არანაირი პროგრესი არ იგრძნობოდა. იგი სავსე იყო ხალხით რომელსაც საკუთარი თავის მეტი არავინ ადარდებდა. ზოგი წიგნებში თავჩაღუნული დადიოდა და ხან ვის ასკდებოდა ხან - ვის.
ძლივს გავიკვლიე გზა სტუდენტების ჯგროში. მათ მწველ მზერას ვგრძნობდი როდესაც გვერდით ჩავუვლიდი. მათი ჩაცინების ხმა ჩემს ყურებში ექოდ ისმოდა, ყველა ახალ გოგოზე ჭორაობდა და ეს მოსაბეზრებელი იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას თუ რამდენი ადამიანი მაშტერდებოდა კორიდოში, მათ ამას ვერ დავუშლიდი. ამის ძალა არ შემწევდა.
ჩემი საკეტი გამოვაღე და იმ რვეულების, ფაილებისა და წიგნების გამოღება დავიწყე რომლებიც საშინაო დავალების გაკეთებაში დამჭირდებოდა.
საკეტი დავკეტე და გეზი ოფისისკენ ავიღე. თავაზიანმა რეგისტრატორომა მითხრა რომ დღის გაკვეთილების ბოლოს მივსულიყავი რომ ხვალინდელი ცხრილი მენახა. რომ მცოდნოდა ხვალაც მომიწევდა იმ საშინელ ინგლისურის გაკვეთილზე დასწრება თუ არა. მძიმე კარი ჩემსკენ გამოვქაჩე და ოფისში შევედი. შესვლისას თვალებში სხვადასხვა ფერის ყვავილები მომხვდა.
რეგისტრატორი, მისს აბლი მის მაგიდასთან იჯდა, დაჟინებით მისჩერებოდა კომპიუტერის ეკრანს. შუახნის იყო, მისი ყავისფერი თმა კოსად შეეკრა. როდესაც ჩემს უკან კარი ხმაურიანად დაიხურა ჩემსკენ გამოიხედა.
''ოჰ ჟენევიევა.'' გაიღიმა. '' როგორი იყო შენ პირველი დღე?''
მხრები ავიჩეჩე და მისკენ წავედი. მესმოდა როგორ უყვიროდა დირექტორი გვერძე ოთახში ვიღაცას. მთელი ოთახი სიჩუმეში იყო შთანთქმული, სიჩუმეს მხოლოდ კორიდორში მიმავალი სტუდენტების ხმები და კრებების დაკეტვისა და გაღების ხმები არღვევდა.
'' კარგი, დირექტორი ტეილორი ახლა სხვა სტუდენტთანაა მაგრამ მალე დაამთავრებს. ასე რომ თუ აქ დაჯდები და დაელოდები როდესაც მორჩება დაგიძახებს.''