სიჩუმეში თითქოს უზადო მშვენიერებაა. თითქოს სიჩუმეა მშვენიერება. თითქოს სამოთხეა რომელიც გარესამყაროსგან გბლოკავს.
არავის ველაპარაკებოდი. ხელებითაც კი აღარ ვეკონტაქტებოდი არავს. ლაპარაკი აღარაფერში მჭირდებოდა.დედა თითქმის ოცდაოთხი საათი მუშაობდა ასე რომ რომც მდომოდა ვერავის დაველაპარაკებოდი. ნათესავები ჩემთან მოდიოდნენ ტკბილეულით და საჩუქრებით ხელში, დედაჩემს ეუბნებოდნნენ თუ როგორ წუხდნენ მომხდარის გამო, მაგრამ როდესაც მე დამინახავდნენ გამიღიმებდნენ , მსუბუქად მიკრავდნენ თავს და სიტყვისუთქმელად გადიოდნენ.
როდესაც საავადმყოფოდან გავეწერე და სახლში დავბრუნდი რატომღაც ველოდი რომ ჰარი დამირეკავდა და გამოსვლას მომილოცავდა მაგრამ მწარედ ვცდებოდი.
მამაჩემს ვიდეო ჩათით 'დაველაპარაკე'. ისევ ისეთი იყო როგორიც ბოლოს ვნახე, ცივი გამომეტყველება ჰქონდა. მისი შვილები კამერიდან ცუდად ჩანდნენ მაგრამ ეტყობოდათ რომ დაახლოებით 4-5 წლისანი იქნებოდნენ.
გამოწერიდან 1 კვირის განმავლობაში უფლება მქონდა სკოლაში არ მევლო რათა ტკივილები დამცხრობოდა და მერე გავსულიყავი. ტკივილები აღარ მაწუხებს, ნაკაწრები კი რომელიც ტანზე მქონდა თითქმის გაქრა. ახლა მეორე რაუნდის დროა, სკოლის მონსტრებს უნდა შევხვდე.
წასვლა არ მინდოდა მაგრამ საკუთარი დედა არ მაძლევდა გაცდენის უფლებას. ვიცოდი სკოლაში რა ვითარებაც დამხვდებოდა და საშინლად ვიყავი გაბრაზებული.
დირექტორმა დედაჩემს დაურეკა და ჩემი სკოლაში დაბრუნების საქმე მოაგვარა.
მხოლოდ ჩემს თბილ საწოლში ჩაწოლა და სამუდამოდ დაძინება მინდოდა.
მინდოდა ისეთ სამყაროში გადავსულიყავი სადაც ასეთი უგულო ადამიანები არ იქნებოდნენ.
სადაც არ იქნებოდა გულის ტკენა,
სადაც ნამდვილი ადამიანები იქნებოდნენ და არა უგულო მხეცები.