***

4.8K 206 202
                                    

ოთახში გაჭირვებით შევდივარ და ომეგას ვეყრდნობი, რომ სიარული შევძლო.

-ჯანდაბა, ცოტათი მთვრალი ვარ.-ცივა! შემოდგომის ბოლოა მაგრამ ძალიან ციოდა. ომეგამ კედელზე ამაყუდა და თავისი გულისამრევი ტუჩებით ლოღნა დამიწყო. ნელა ვკარი ხელი, ვიცი რომ ომეგებს პატივი უნდა ვცე მაგრამ რა ვქნა? პატიოსანი ალფა ვარ და სიგიჟემდე მიყვარს ჩემი მატრაკვეცა.

-რა ჯანდაბაა?-სააბაზანოს კარი იხსნება და თეთრ, ჩემს, ხალათში გახვეული ჯონგუკი გამოვიდა, სახე დაღმენჯილი ჰქონდა, თმა სველი და ისე იყო დიდ ხალათში გახვეული მინდოდა მივვარდნოდი და ეს ბამბის ქულა კარგად დამეკოცნა.

-ეს ვინაა?-მკითხა ომეგამ და თითი გუკისკენ გაიშვირა.

-ეს ვინაა?-ჯონგუკი ომეგას თითზე ეცა და ისე გადაუწრიახა საწყალ ომეგას თვალები ჩაუწითლდა,-ახლავე გადი ჩემი ალფას ოთახიდან თორემ გაჩვენებ ვინც ვარ, კახპა.-პირი ღია დამრჩა. ჯონგუკმა ომეგა გარეთ გაისროლა და უკან ხელების ფერთხვით შემობრუნდა.

-რას მომჩერებიხარ?-გვერდულად გადმომხედა და მოხდენილ ტერფებზე ძალიან თბილი წინდები ჩამოიცვა.-იბანავე და დროზე გამოდი.

მისი სიტყვა კანონია, სურვილი გარდაუვალი პირობა. სასწრაფოდ გადავივლე წყალი და ცოტა გამოვფხიზლდი კიდევაც. ომეგა ოთახში დაფაჩუნობდა და თმას ისწორებდა.

-თმა გაიშრე, გაცივდები,-ვუთხარი რაც შემეძლო მზრუნველად. ჩაიფხუკუნა და ხალათი სწრაფად შეიხსნა. სანამ პიჟამოში ჩაიფუთნებოდა მოვასწარი მისი ჯერ კიდევ სწორი, დაკუნთული მუცლის შეთვალიერება და მისი წვნიანი ბარძაყებისგან ნერწყვით დახრჩობა.

-რატომ მომაჩერდი? მელოდები საწოლს როდის გაგითბობ?

-ახლავე,-საწოლში შევწექი და ვცადე მისი მხარე გამეთბო. მალე გადამაგდო მეორე ნაწილში და გამთბარ საგებელზე მოკალათდა.

-ვინ ჯანდაბა იყო?

-არ ვიცი.-თვალს ვერ ვაშორებდი, სასწაულად ლამაზი და კარგი იყო.-მაგრემ შენ რაში გაინტერესებს?

ჭირვეულიWhere stories live. Discover now