4

631 52 11
                                    

სახლში, რომ მივედი, პირდაპირ ოთახში ავედი და საწოლზე დავემხე. თითქმის ჩაძინებული ვიყავი, როცა ესემესი მომივიდა ტელეფონზე. იგივე ნომერი იყო. წარბებშეკრულმა წავიკითხე ესემესი.

"ფარდები გადაწიე და ფანჯარაში გამოიხედე"

მეც დენდარტყმულივით ვხდები. ფანჯარასთან მივედი, ეზოს და ქუჩას გავხედე, მაგრამ არავინაა. რა დროსაც კიდევ ერთი ესემესი მომდის.

"ფანჯარა გააღე და წინ გამოიხედე"

ფანჯარა გავაღე და ეინ გავიხედე. ყბა ლამის ძირს დამივარდა, როდესაც მოპირდაპირე მხარეს ფანჯარაში ჰარი დავინახე. ნუთუ ის იყო ვინც წელს ზემოთ შიშველი დამინახა?

-დიდხანს უნდა მიყურო ეგრე გაოცებულმა?- მკითხა ოდნავ გაღიზიანებულმა.

-მოიცა შენ მაქ რას აკეთებ?

-აქ ვცხოვრობ რას უნდა ვაკეთებდე?

-ანუ იმ დღეს შენ მნახე ჩემს ოთახში წელს ზემოთ შიშვ...-საუბრის დასრულებას არ მაცდის ისე მეუბნება.

-ხო მე დაგინახე და ძალიან მომეწონა-თქვა ცინიკურად. ამაზე კი გავბრაზდი.

-როგორ გაბედე?

-მე რა შუაში ვარ? როცა იხდი ფარდები უნდა ჩამოაფარო.

-მე რა ვიცოდი თუ შენ ჩემი ახალი მეზობელი იყავი?  ან როცა დამინახე რატომ მიყურებდი? სხვა მხარეს გაგეხედა.

-რატომ? ჩემი ფანჯრიდან მშვენიერი ხედი იყო სხვა მხარეს რატომ უნდა გამეხედა?

-ჰარი ნუ მაღიზიანებ! თან ამ ყველაფრის შემდეგ ურცხვად მიყურებ თვალებში და მეგობრობას მთავაზობ?

-რატომაც არა, ლამაზი სახე გაქვს, ოკეანესავით ლურჯი თვალები, დიდი და წითელი ტუჩები, პატარა ცხვირი. მე მომწონს თან ხო ყველაფერი მეგობრობიდან იწყება არა- მეუბნება , იცინის და თვალს მიკრავს. ეს უკვე ბოლო წვეYი იყო და მეც უხეშად ვუთხარი.

hard life 1  (დასრულებულია)Onde histórias criam vida. Descubra agora