17

504 37 23
                                    

MIA POV

ლოყაზე, რომ მიჩმიტა გავწითლდი. მას კი გაეცინა და ის, საყვარელი ღრმულები გამოუჩნდა, მე, რომ ასე მიყვარს მასში...მოიცა მია რა სისულელეებზე ფიქრობ? ერთი ამოვიოხრე და ჭამა დავიწყე.

-მმ უნდა ვაღიარო გემრიელი გამოგივიდა.

-ჰმ ვიცი საყვარელო მხოლოდ შენთვის-თვალი ჩამიკრა.

-რამე ხდება და მე მიმალავთ?

-არაფერი ჰანა რა უნდა ხდებოდეს?

-ჯერ-ჩაიჩურჩულა ჰარიმ.

-ისე იქცევით თითქოს ერთად იყოთ.

-ერთად არ ვართ.

-ჯერ-ისევ ჩურჩულებს ჰარი. მე კი ვუბღვერ. ის კი ცდილობს სიცილი შეიკავოს. ჭამას, რომ მოვრჩით მისაღებში გავედით. დედას და ენს, რომ ვერ ვხედავ მათ ვეკითხები.

-ენი და ბელა სად არიან?

-საცურაოდ-ორივე ერთად ამბობს.

-გასაგებიაა...და ჩვენ რა გავაკეთოთ?

-ამმ ფილმს ვუყუროთ.

-კარგი იდეაა.

-რა ფილმს ვუყუროთ?-ცოტახნით ყველა ვფიქრობდით. შემდეგ ჰარიმ წამოიყვირა.

-მე ვიცი რასაც უნდა ვუყუროთ.

-რაას?

-ჯერ ჩავრთავ.

-იქნებ ჩვენ არ მოგვეწონოს-გააპროტესტა ჰანამ.

-დამიჯერე ეს ფილმი მოგეწონება-ჰარიმ ფილმი ჩართო. ჰანამ კი სამზარეულოდან, სასუსნავები გამოზიდა. შემდეგ გემრიელად მოვთავსდით და ფილმის ყურებაც დავიწყეთ. არც კი წარმომედგინა თუ ჰარი ასეთ ფილმებს უყურებდა. "ცუდი დედები" ესე ჰქვია ფილმს. ძალიან მაგარი ფილმია. ბევრი ვიცინე.

-ცუდი არ იყო.

-მოდი მეორე ნაწილსაც ჩავრთავ.

-მიდი ჩართე-დავუყვირეთ მე და ჰანამ. ჰარიმ გაიცინა და ფილმი ჩრთო. უკვე შუადღე იყო. ნეტავ დედა და ენი ამდენ ხანს რას შვებიან? ვახსენე თუ არა კარებიც იღება და ორივე მისაღებში შემოდის.

hard life 1  (დასრულებულია)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora