იქედან წამოვედი.ვაიგნორებდი იმას, რომ ჩემს ზურგს უკან ჰარი ღრიალებდა და იქვე მდგად ურნას მთელი ძალით ურტყამდა ფეხს. გული ძალიან მტკივა. რისთვის გამაჩინა ღმერთმა თუ უნდა ვეწამებინე? ტელეფონი ამოვიღე და დენიელის ნომერი კონტაქტებში მოვძებნე. როცა ვიპოვე მას დავურეკე.
-ჰეი დენ.
-ჰეი მია. რამე მოხდა?
-კი მოხდა.
-გისმენ.
-დენ მინდა, რომ ერთი თვის მაგივრად ყველაფერი 1 კვირაში დავიწყოთ თორემ საქმეზე უარს ვიტყვი.
-მია ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული.
-მაშინ უარს ვამბობ.
-კარგი ჯანდაბა ვიზამ რამეს დაგირეკავ მალე.
კარგი გელოდები-ცოტახნით იქვე ჩამოვჯექი და დენიელის ზარს დაველოდე. ზუსტად 10 წუთში კი მან დარეკა.
-აბა?
-ჯანდაბა თანახმა არიან. იცოდე ჩემთან ვალში ხარ, დიდი ძალისხმევა დამჭირდა ამში.
-მადლობა.
-ისე რამე მოხდა? ესე უცებ რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
-ამმ...ეს პირადულია.
-კარგი კარგი ყველაფერს კვირას დავიწყებთ.
-კარგი დროებით.
-დროებით-დენს, რომ დავემშვიდობე გეზი სახლისკენ ავიღე. მალევე მივედი. ჩემს ოთახში ავედი. კარები როგორც კი მივხურე იქვე ჩავიკეცე და ავტირდი. ღმერთო ჩემო მე ის მართლა შემიყვარდა. რა დავუშავე ასეთი, რომ ესეთი ტკივილისთვის გამიმეტა? ფეხზე წამოვდექი, ლოგინთან მივბობღდი და ფიქრში დამეძინა.
HARRY POV
ჯანდაბა, ჯანდაბა როგორ გაიგო? ან ვინ უთხრა? არასდროს მაპატიებს. ოთახში ბოლთას ვცემდი. ბოლოს გადავწყვიტე ბიჭებთან წავსულიყავი. ნაილთან მივედი. ბიჭებს გზაში შევატყობინე, რომ იქ ვიკრიბებოდით. მდივანში ჩავესვენე და ამოვიოხრე. ბიჭები კი მიყურებდნენ. ლაპარაკი ნაილმა დაიწყო.

YOU ARE READING
hard life 1 (დასრულებულია)
Fanfictionისტორია მოგვითხრობს პუტკუნა გოგოს ამბავს. რომელსაც, სკოლაში ახალ, გადმოსული ბიჭი უყვარდება. ისინი ბევრ განსაცდელს გამოუვლიან. ერთ დღესაც გოგონა სუიციდს გადაწყვეტს, მაგრამ ეს ყველაფერი დასასრული არ არის....