12

498 42 8
                                    

სამზარეულოში როცა შევდივარ გაოცებისგან ვშეშდები. იქ დენიელი იჯდა და ჩემს დას  და დედას რაღაცაზე ელაპარაკებოდა. მე ჩავახველე და მათი ყურადღება მოვიქციე.

-ამ გამარჯობა.

-გამარჯობა მია როგორ ხარ?

-კარგად შენ?

-გაოცებული...კი არა და კარგად მადლობა...ამ და აქ რას აკეთებ?

-შენს სანახავად მოვედი.

-კაარგი?-ჩემი ხმა კითხვასავით გაისმა. დენს თვალებით ჰანაზე და დედაზე ვანიშნე.

-წამოდი სკოლაში დღეს მე წაგიყვან.

-კარგი წავიდეთ-მე და დენი ერთად გამოვედით სახლიდან და სკოლის მაგივრად კაფეში წავედით, რომ ჩვენი ლაპარაკი არავის არ გაეგო.

-ჩემს სახლში რატომ მოხვედი? სულ გაგიჟდი?! მათ არ იციან ამის შესახებ!

-ვიცი, რომ ამის შესახებ არ იციან. მათთვის ჩემი ვინაობის არ გამიმხელია. ვუთხარი, რომ ვმეგობრობთ. თან ისე დავკითხე ვერც კი გაიაზრეს.

-დენ მათ, რომ რაიმე იეჭვონ იცოდე ჩემი დახმარების იმედი ნუღრ გექნება-ვუთხარი უხეშად და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ხელი დამიჭირა და მითხრა.

-დაჯექი და მომისმინე.

-გისმენ.

-შენი მამინაცვალი უკვე წლებია რაც ამ საქმეშია. მამაშენი კი ჩემი აზრით ავარიას "შემთხვევით" არ შეეწირა. მისი მანქანის მუხხრუჭები გადაჭრილი იყო. ანუ ეს მას მოუწყვეს. ალბათ მან გაიგო ბენის საქმიანობს შესახებ ან კიდევ სხვა მიზეზი ქონდა. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შემთხვევით არ ყოფილა-მას ვუსმენდი და მინდოდა ბენი მეპოვნა და მანამ მეცემა სანამ არ მოკვდებოდა. ჩემი უბედური ცხოვრება მისი ბრალია.

-მია გესმის ჩემი?

-მესმის.

-ვიცი, რომ ეს ყველაფერი რთულია და გულს ძალიან გტკენს, მაგრამ შენი დახმარების გარეშე მას ვერ დავიჭერთ.

hard life 1  (დასრულებულია)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin