სიცილით შევდივარ კლასში. რამდენიმე წამში ჰარიც შემოდის და მის კიკინებზე ყველას სიცილი უტყდება. ჰარი ყველას ისეთი მზერას სტყორცნის, მზერით, რომ ადამიანის მოკვლა შეიძლებოდეს, ყველა მკვდრები ვიქნებოდით.
-მისტერ სტაილს მის მიშელ თქვენი ადგილები დაიკავეთ თუ შეიძლება-ამბობს მასწავლებელი. ჩვენც ჩვენს ადგილს ვიკავებთ. ჰარის ვუჩურჩულებ.
-ნუ მოიწყენ გიხდება.
-ამისთვის კოცნას ვიმსახურებ.
-არაფერიც შენ მე მაწყენინე ასე, რომ არ იმსახურებ.
-მაგრამ მე მაინც გაკოცებ.
-არც იფიქრო-ლამის ყვირილით ვეუბნები. ის კი მხოლოდ იცინის. მასწავლებელი საყვედურს გვეუბნება. მეც გაკვეთილების ბოლომდე ჰარის ხმას არ ვცემ. ოჰ ნანატრი ზარის ხმაც. გარეთ გიჟივით გავრბივარ. ჰარი კი სიცილით მომზდევს.
-კარგი დაწყნარდი აქ კი არ გაკოცებ-მე ჰარისგან გავრბივარ და სასადილოში შევდივარ. მართალია არ მშია, მაგრამ ძალიან მწყურია. როცა შევედი ჰანა და ემა დავინახე. წყალი ვიყიდე და მათთან მივედი.
-ამ ბოლო დროს სულ ერთად გხედავთ. მიხარია, რომ დამეგობრდით.
-შენ კი სულ დაიკარგე და ეს ჩვენ არ მოგვწონს ან ეს რა არის? წითელი რატომ ხარ?-მე თვალები ვჭყიტე და ლოყებზე ხელები ავიფარე.
-ამ...ისა...მე არაფერი-დავიბენი, ისინი კი ისე მიყურებდნენ თითქოს ჩემი მოკვლა უნდოდეთ, იმის გამო, რომ არაფერს ვუყვები. მე უცებ გამახსენდა, რომ დღეს აგარაკზე მივდივართ დედასთან ერთად.
-ჰანა იცი დღეს სკოლის შემდეგ აგარაკზე მივდივართ.
-მართლა? რა მაგარია ღმერთო ჩემო მია წამო ადრე წავიდეთ სახლში, რაც უფრო მალე წავალთ მით უკეთესი.
-დაწყნარდი გაკვეთილებს ბოლომდე დავესწრებით.
-მია კარგი რაა.

ESTÁS LEYENDO
hard life 1 (დასრულებულია)
Fanficისტორია მოგვითხრობს პუტკუნა გოგოს ამბავს. რომელსაც, სკოლაში ახალ, გადმოსული ბიჭი უყვარდება. ისინი ბევრ განსაცდელს გამოუვლიან. ერთ დღესაც გოგონა სუიციდს გადაწყვეტს, მაგრამ ეს ყველაფერი დასასრული არ არის....