-და შენ რა გინდა ესე ადრე აქ?
-მეც ადრე გამეღვიძა. სახლში მომწყინდა და წამოვედი.
-გასაგებია.
-უი ჰო მე ნაილი ვარ.
-ვიცი ჰო.
-საიდან? უი შენ მია ხარ ჰარის შეყვა...
-რაა?-თვალები გამიფართოვდა. ის კი უხერხულად შეიშმუშნა.
-ამ არაფერი.
-ნაილ მითხარი.
-არაფერი მართლა.
-კარგი ჰოო-მეც დავნებდი.
-ნაილ შენი ჰობი რა არის?
-გეტყვი, მაგრამ დამპირდი, რომ არ დამცინებ.
-კარგი გპირდები.
-ჭამა-მას თვალებგაფართოებული შევხედე. შემდეგ ლოყას შიგნიდან ვუკბინე, რომ არ გამცინებოდა.
-მია არ გაბედო!
-გეფიცები ვცდილობ.
-მია არ გაბ...-სიტყვას ჩემი ხარხარი აწყვეტინებს. ის კი იბუტება ხელებს აჯვარედინებს და ქვედა ტუჩს აგდებს.
-ღმერთო რა საყვარელი ხარ ნაილ-როგორც ჩანს ხმამაღლა ვიფიქრე. რადგან მას საყვარლად გაეღიმა. მე შემრცხვა და მორცხვად გავუღიმე. მე და ნაილმა დიდხანს ვილაპარაკეთ. მას პიცა უყვარს ყველაზე მეტად. მეც ვუთხარი, რომ ერ დღეს ერთდ წავსულიყავით. რაზეც სიხარულით დამთანხმდა. ბოლოს დაშლა მოგვიწია რადგან ზარის დარეკვამდე 20 წუთი იყო დარჩენილი. კარადასთან ვიდექი. წიგნები ავიღე და როცა დავხურე ვიგრძენი, წელზე როგორ შემომხვია ხელები ვიღაცამ და როცა უკან ვიხედები ყურებამდე გაკრეჭილი ემა მხვდება. მეც სწრაფად ვბრუნდები და ისე ვეხვევი ლამისაა გავჭყლიტო.
-რმერთო როგორ მომენატრე.
-მეც ძალიან.
-იმედია პირველი ლიტერატურა გაქვს.
-არა სამწუხაროდ ისტორია. შემდეგი რა გაქვს?
-მათემატიკა.
أنت تقرأ
hard life 1 (დასრულებულია)
أدب الهواةისტორია მოგვითხრობს პუტკუნა გოგოს ამბავს. რომელსაც, სკოლაში ახალ, გადმოსული ბიჭი უყვარდება. ისინი ბევრ განსაცდელს გამოუვლიან. ერთ დღესაც გოგონა სუიციდს გადაწყვეტს, მაგრამ ეს ყველაფერი დასასრული არ არის....