გაკვეთილები როცა დამთავრდა გადავწყვიტე ჩემს საყვარელ კაფეში წავსულიყავი, სადაც ყველაფერი მავიწყდება. იქ თავს დაცულად ვგრძნობ, რადგან არც ცინიკოსი კლასელები და არც საშინელი ოჯახის წევრები არიან რომლებიც გამუდმებით მტკენენ, ნუ დედაჩემი გამონაკლისია! გარეთ გამოვედი და ვიღაც შემომახტა. შემეშინდა. ოდნავ წამოვიკივლე, რასაც მისი ჩაცინება მოყვა, როცა მომშორდა დავინახე, რომ ემა იყო და მან მკითხა.
-სახლში მიდიხარ?რა გეგმები გაქვს?-მომაყარა და გამეკრიჭა.
-არა ჯერ სახლში არ მივდივარ. ჩემს საყვარელ კაფეში მივდივარ და ხო არანაირი გეგმები არ მაქვს.
-საყვარელ კაფეში? აუ შეიძლება მეც წამოვიდე?- მკითდა და ლეკვის თვალებით შემომხედა. ჯერ დავფიქრდი, შემდეგ კი თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ერთად წავედით. კაფესთა, სადღაც 1 საათში ვიყავით. ამიტომ მიყვარს ის. ყველაფრისგან შორსაა. ამ დროის მანძილზე კი ემას ენა არ გაუჩერებია და მიყვებოდა თავის თავზე. თურმე ის ლონდონში ცხოვრობდა, მას ყავს უფროსი ძმა ზეინი და თურმე ისიც ჩვენს სკოლაში სწავლობს. მათთან ერთად ქალაქში ზეინის ახლო მეგობრებიც გადმოსულან. ჰარი,ლიამი,ლუი და ნაილი. თურმე ისინიც ჩვენს სკოლაში სწავლობენ. კაფეში როცა მივედით ლოლამ გამომხედა, ფართოდ გაიღიმა და ჩემთან მოვიდა.
-მია როგორ მომენატრე! რამდენი ხანია არ მინახიხარ- ჩამეხუტა და მეც მოვეხვიე.
-მეც მომენატრე ლოლ- ვუთხარი და გავუღიმე.
-ეს ვინ არის?-ინტერესით სავსე მზერით მკითხა.
-აჰ ეს ემაა. ემა გაიცანი ლოლა- მათ ერთმანეთს გაუღიმეს და ხელი ჩამოართვეს. ლოლა მომიბრუნდა და მკითხა.
-იგივე?
-რა თქმა უნდა- გავუღიმე და ჩემს ადგილას დავჯექი. ლოლამ ემასაც ჰკითხა. რამდენიმე წუთში შეკვეთით ხელში მოვიდა, შოკოლადის ნამცხვარი და ყავა წინ დამიდო. ხოლო ემას მხოლოდ ფორთოხლის წვენი მიაწოდა, ჩვენ გვერდით ჩამოჯდა და მითხრა.
ŞİMDİ OKUDUĞUN
hard life 1 (დასრულებულია)
Hayran Kurguისტორია მოგვითხრობს პუტკუნა გოგოს ამბავს. რომელსაც, სკოლაში ახალ, გადმოსული ბიჭი უყვარდება. ისინი ბევრ განსაცდელს გამოუვლიან. ერთ დღესაც გოგონა სუიციდს გადაწყვეტს, მაგრამ ეს ყველაფერი დასასრული არ არის....