3

663 51 6
                                    

მეორე დღეს ზლაზვნით ავდექი ლოგინიდან. სააბაზანოში შევედი და სკოლისთვის მზადება დავიწყე. ამ პერიოდის მანძილზე წამითაც არ შემიწყვეტია ჩემს სიზმარზე ფიქრი. როდესაც  აბაზანიდან გამოვედი, ქვემოთ ჩავედი. მადა არ მქონდა ამიტომ საუზმის გარეშე წავედი სკოლაში. ძალიან დაბნეული ვიყავი ყურადღებას არავის და არაფერს არ ვაქცევდი. ჩემთან ემა მორბის და მესალმება.

-ჰეი როგორ ხარ?

-ამ...ისა...დიახ- დავეთანხმე და ემას კისკისმა გამომაფხიზლა.

-რატომ იცინი?- ვკითხე გაკვირვებულმა.

-იმიტომ, რომ როცა მოგესალმე, შენ დამეთანხმე დიახო.

-მოიცა რაა?-ვკითხე გაკვირვებულმა.

-რა გჭირს სად დაფრინავ?

-ლანჩზე მოგიყვები კარგი?

-კარგი... ისა და პირველი რა გაქვს?

-ლიტერატურა შენ?

-მათემატიკა- თქვა და ცხვირ, აბზუებულმა. მე ჩავიცინე მის ასეთ რეაქციაზე. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და კლასებში შევედით. ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე და ფიქრი დავიწყე, ისევ ჩემს სიზმარზე. ამ დროს კი ვიღაც გვერდით მომიჯდა. მას გავხედე და მწვანე თვალება დავინახე. ირონიუად გამიღია და წინ შეაბრუნა თავი. მეც იგივე გავაკეთე და ამ დროს ესემესი მომდის.

"იმედია ფარდების ჩამოფარება არ დაგავიწყდება ისევ😈"

ამ ესემესის წაკითხვისას, ისევ ამივიდა თვალები შუბლზე და ნერვიულობა დავიწყე. თვალები აიცრემლიანდა და გარეთ გავვარდი. ნეტავ ვინ უნდა იყოს? ან რა ჯანდაბა უნდა? ტირილით შევვარდი ტუალეჩი. იქვე კედელთან ჩავიკეცე და ხმამაღლა ავქვითინდი. რამდენიმე წამში, კარები იღება და მაღალ სილუეტს ვხედავ. ფეხებიდან დავიწყე ათვალიერება და ზემოთ, რომ ავედი მისი მწვანე თვალები დავინახე. გაკვირვებული მიყურებდა. მე კი გაღიზიანებულმა ვუთხარი.

hard life 1  (დასრულებულია)Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum