გამარჯობათ მე მია მიშელი ვარ 15 წლის. ვცხოვრობ ნიუ-იორკში.
ჩემი ცხოვრება არ არის ისეთი, როგორიც სხვა თინეიჯერ გოგონებს ააქვთ, მე მათგან განსხვავებით ვარ მსუქანი. ზუსტად 100 კილო, რის გამოც სკოლაში მაბულინგებენ. მყავს საუკეთესო დედა. მას ბელა ჰქვია. მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ქალი და ამვდროულად ულამაზესი ღიმილის მქონეა. სამწუხაროდ მამა არ მახსოვს, რადგან როგორც მითხრეს ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა, მას მხოლოდ ფოტოებით ვიცნობ და გული მტკივა ამის გამო...
კარგით! შევეშვათ დრამას და გავაგრძელოთ. ჰმ დამავიწყდა მყავს ნახევარ და ჰანა ის ნამდვილი ძუკნასავით მექცევა სკოლაში. ხოლო სახლში ანგელოზია. ჩემს მამინაცვალს ბენი ჰქვია, ნამდვილი ნაბიჭვარია! სულ ჰანას იცავს და ამავდროულად რაღაც საიდუმლოებებს მალავს. რის შესახებ სამწუხაროდ მხოლოდ მე ვიცი. დღეს საზაფხულო არდადეგები დამთავრდა და საუბედუროდ მიწევს, რომ ჯორჯოხეთს დავუბრუნდე. ჩანთას ხელს ვკიდებ და სახლიდან გავდივარ. სკოლა მადლობა ღმერთს, რომ ახლოსაა და 15 წუთში იქ ვიქნები. რახან მდიდარ უბანში ვცხოვრობ აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის ტაქსის გარდა. და აი უკვე მეც სკოლაში ვარ. ყველას ცინიკური მზერა ჩემზეა მომართული და რაღაცას ჩუმად ეჩურჩულებიან ერთმანეთს. მე თვალებს ვატრიალებ, სკოლაში შევდივარ და კარადასთან მივდივარ, რომ საჭირო ნივთები ავიღო, როდესაც კარადა გამოვაღე, ჩემთან ერთი გოგო მოვიდა, რომელსაც პირველად ვხედავდი და მიღიმოდა. მე მას გაკვირვებული ვუყურებდი. ის მომესალმა.-ჰეი-მითხრა მა .
-ჰეი.
-მე ემა ვარ- ხელი გამომიწოდა.
-მე მია- გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.
-სასიამოვნოა მია. მე აქ ახალი ვარ. იმედია დავმეგობრდებით.
-მეც იმეფი მაქვს- ვუთხარი დაბნეულმა და გავუღიმე. პირველად მოისურვეს ჩემთან მეგობრობა. მე და ემამ ბევრი ვისაუბრეთ. განვიხილეთ ერთმანეთის ცხრილი. აღმოჩნდა, რომ გაკვეთილების უმრავლესობა ერთად გვქონდა, რაც ძალიან გვახარებდა. პირველ გაკვეთილზე ვიჯექი, როდესაც ბონის ჩურჩული გავიგე...
ჰო ის სკოლის მთავარი ძუკნაა...
ამბობდა, რომ სკოლაში ხუთი ახალი ბიჭი გადმოსულა და ხუთივე ძალიან სიმპატიური იყო. უეცრად მზერა ჩემზე გადმოაქვს და იცინის.-რატომ მისმენ? გგონია რომელიმე შენნაირ ძროხას შეხედავს?- მან ეს თქვა თუ არა მისმა სადაქალომ სიცილი დაიწყო. მე გული მეტკინა, მაგრამ არაუშავს ამას მიჩვეული ვარ. მას პასუხი აღარ გავეცი და ვეცადე ყურადღება გაკვეთილისთვის გამემახვილებინა, რაც გამომდის. შუა გაკვეთილის პროცესში კარები ხმაურით იღება. მე ყურადღებას არ ვაქცევ და დაფიდან ჩანაწერების ჩაწერას განვაგრძობ, უეცრად კი ჩემს გვერდით ვიღაც ჯდება. გამიკვირდა რადგან აქამდის სულ მარტო ვიჯექი, თავი ავწიე და დავინახე მხოლოდ მწვანე... მასში ვიძირებოდი... უეცრად ხმა ამოიღო და უხეშად მკითხა.
-რას მაშტერდები?- მე თავი გამოვწიე და ყურადღების გადატანა ვცადე. რაც არ გამომივიდა და თვალს მაინც ვაპარებდი მისკენ. მას გრძელი ხვეული თმა დიდ განიერ მხრებზე ეყარა, გამოკვეთილი ყბა, ლამაზი ცხვირი, მარწყვისფერი ტუჩები ჰქონდა. მან სახე ჩემსკენ შემოატრიალა, მე კი მასწავლებლისკენ გავიხედე. მან ჩაიცინა. ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას რომელიც მათვალიერებდა და თავს არაკონფორტულად ვგრძნობდი. მისკენ გავიხედე და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, ის დაიხარა და ჩამჩურჩულა.
-ვერ ვიტან როცა მაშტერდებიან- ოდნავ გაღიზიანება ეტყობოდა.
-მე... არ...მე...არ გაშტერდებოდი-მან ჩაიცინა და წინ გაიხედა, რა დროსაც ზარი დაირეკა და მეც გიჟივით გამოვვარდი კლასიდან.
ტადააამ დავბრუნდი❤ კიდევ ერთხელ გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი🙏🙏🙏მაინტერესებს ღირს თუ არა გაგრძელება❤ პირველი თავი მართალია პატარაა მაგრამ ასე ვთქვათ საცდელია😊❤❣

ESTÁS LEYENDO
hard life 1 (დასრულებულია)
Fanficისტორია მოგვითხრობს პუტკუნა გოგოს ამბავს. რომელსაც, სკოლაში ახალ, გადმოსული ბიჭი უყვარდება. ისინი ბევრ განსაცდელს გამოუვლიან. ერთ დღესაც გოგონა სუიციდს გადაწყვეტს, მაგრამ ეს ყველაფერი დასასრული არ არის....