8

545 42 39
                                    

დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს. მე კი საწოლიდან ლანძღვა გინებით ვდგები. აბაზანაში შევდივარ. თავს ვიწესრიგებ და სკოლისთვის ვემზადები. შემდეგ ქვემოთ ჩავდივარ. ვსაუზმობ და ჰანას ველოდები თუ როდის დაამთავრებს ჭამას, რომ წავიდეთ სკოლაში. ოჰ მადლობა ღმერთს ამთავრებს და თვალებს ვატრიალებ.

-ღმერთო ჩემო ამდენ ხანს ჭამა ვის გაუგია? და ამის მერე კიდევ მე უნდა ვიყო მსუქანი?

-მოკეტე და წამოდი-შემომიბღვირა და სკოლაშიც წავედით. როცა მივედით ემასთვის თვალი არ მომიკრავს. არადა ლიტერატურა ერთად გვაქვს. საინტერესოა ნეტავ რატომ არ არის? კარგი დასვენებაზე დავურეკავ. ღმერთო ჩემო დრო მგონი სპეციალურად შენელდა, რომ ნერვები მომიშალოს. ვოხრავ. და აი ისიც ნანატრი ზარის ხმა. გარეთ პირველი მე გავვარდი და ემას ვურეკავ. რომელიც მესამე ზარზე მპასუხობს.

-ჰეი ემ როგორ ხარ?

-ჰეი მია ცოტა შეუძლოდ შენ?

-ამ კარგად...და რა გჭირს?-ნამტირალევი ხმა აქვს. ალბათ ისევ ზეინს ეჩხუბა.

-აჰ უბრალოდ თავი მტკივა მეტი არაფერი.

-ემა ისევ ზეინი გეჩხუბა?

-ღმერთო არა უბრალოდ ცუდად ვარ.

-ემა ვერ მომატყუებ მითხარი რა მოხდა!-მან ტირილი დაიწყო. მე კი ვაწყნარებდი.

-გინდა შენთან მოვიდე?

-გთხოოვ...კი მჭირდები.

-კარგი დაწყნარდი. მიდი თავი მოიწესრიგე და ჩვენს კაფეში შევხვდეთ. ჰანასაც წამოვიყვან კარგი?

-კარგი მიდი მე მოვემზადები-ემას გავუთიშე და ჰანას მოძებნა დავიწყე, მაგრამ ვერსად ვიპოვე. შემდეგ სასადილოსკენ წავედი და ჰანაც იქ იყო. ღმერთო დილით იმდენი ჭამა და ეხლა კიდევ მშიერია. ჰანადან მზერა ზეინისკენ გამექცა. იქვე იყვნენ ბიჭებიც. მათ შორის ჰარიც. რომელსაც კალთაში ბონი ეჯდა და კოცნიდა. ამის დავახვისას გული დამწყდა. გუშინ ჩემთან იყო და დღეს მასთან. მგონი ის ჩემს გამოყენებას ცდილობს და მე სულელი ამის უფლებას ვაძლევ. ჰმ კარგია, რომ ეს ყველაფერი დროულად შევნიშნე. ამ ყველაფერმა ჩემზე ძლიან იმოქმედა. ჯერ ემა ეხლა ჰარი. ძალიან გავბრაზდი და ზეინისკენ წავედი და უხეშად ვუთხარი.

hard life 1  (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora