Chapter 3

451 36 5
                                    

    Millie's Pove
ძალიან კარგად მეძინა, მაგრამ გამომეღვიძა. რას ვიზამთ, ყველაფერს აქვს დასასრული. ერთი წუთით. ო, არა ისევ?
ფინს ჩემთვის მკლავები ჰქონდა შემოჭდობილი და უდარდელად ფშვინავდა. მადლობა ღმერთს ტანსაცმელი გვეცვა.
(მ) ფსს, ოე ფინ!
მან ნელა გაახილა თვალები.
(ფ) რა იყო?
(მ) შეგიძლია ხელები გამიშვა?
ახლა შეამჩნია რა მდგომარეობაშიც ვიყავით და გამიშვა. მე წამოვდექი.
(მ) აქ რა გინდა?
(ფ) არ გახსოვს?
(მ) რა არ მახსოვს?
(ფ) გუშინ... კოშმარი გესიზმრებოდა და ყვიროდი...
ჯანდაბა, ისევ კოშმარები.
(მ) გასაგებია მადლობა.
და გავუღიმე. მანაც გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.
ავდექი და ამოლაგებას შევუდექი. ნუ აღარ აღვწერ ზუსტად სამ საათიან და 17 წუთიან ამოლაგების პროცესს და გეტყვით, რომ როცა დავამთავრე აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი, გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი. მისაღებში ფინი დამხვდა.
(ფ) ძილი შეიბრუნე?
(მ) რა? ა, არა. ჩემოდნები ამოვალაგე.
მან გასაგებია თავი დამიქნია. იქედან გამომდინარე რომ მგელივით მშიოდა სამზარეულოში შევედი და სენდვიჩი გავიკეთე. ნუ რა თქმა უნდა 1 არა. 7 ცალი. მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიღე. კიდევ უზარმაზარი შოკოლადის ტორტი, რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე. სამზარეულოს მაგიდას მივუჯექი, რა დროსაც ფინი შემოვიდა.
(ფ) ამდენის ჭამას მარტო აპირებ?
(მ) ნუ ღელავ მოვერევი.
(ფ) ეგ არ მიგულისხმია.
და სენდვიჩი თეფშიდან ამაცალა.
(მ) ეიი! ეგ ჩემთვისააა.
(ფ) ძვირფასო შეყვარებულს ყველაფერი უნდა გაუნაწილო.
მე შევუბღვირე და ჭამა განვაგრძე. სეჩუმე იყო. ცოტათი უხერხულიც. კარგი, ძალიან უხერხული. რომ დავამთავრე მისაღებში გავედი და ტორტიც გავიყოლე. ფინიც გამომყვა და ჩემ გვერდით დივანზე დაჯდა. კოვზი ტორტში ჩავარჭე.
(მ) იქნებ ერთმანეთი ცოტა უფრო ახლოს გაგვეცნო?
(ფ)ეგ როგორ?
ლუკმა პირში ჩავიდე.
(მ) ოცი კითხვა ვითამაშოთ.
(ფ) კარგი. შენ იწყებ.
(მ) საყვარელი ფერი?
(ფ) შავი და ლურჯი. შენი?
(მ) ყვითელი და მწვანე. და-ძმა გყავს?
(ფ) და მედი და ძმა ნიკი. შენ?
(მ) სა ეივა. შენი მშობლები სად ცხოვრობენ?
(ფ) სან-ფრანცისკოში. შენი?
(მ) ნიუ-იორკში. სულ ჩემ კითხვებს იმეორებ. ახლა შენ დასვი რამე.
(ფ) საყვარელი საჭმელი?
(მ) ცეზარი. შენი?
(ფ) პიცა.
(მ) ღმერთო პიცას ვერ ვიტან.
(ფ) რა? პიცა როგორ არ გიყვარს გოგო?
(მ) არ მიყვარს და რა ვქნა.
ფინმა დრამატულად მიიდო ხელი გულზე და შეშფოთებული სახით გამომხედა.
(მ) ოოოოო! გავაგრძელოთ.
თამაშს ოცი კითხვა ჰქვია მაგრამ ჩევნ საღამომდე კი ვითამაშეთ.
(მ) ხვალ ნოასთან უნდა წავიდე. თუ გინდა წამო.
(ფ) კაი, თან შეყვარებულის მეგობრები ხომ უნდა გავიცნო.
(მ) ჰა ჰა ჰა. და შენსას ახლოს როდის გამაცნობ გენიოსო?
(ფ) თუ გინდა ხვალ სადმე ყველა ერთად მოვყაროთ.
(მ) კაი იქნება. ახლა რა ვქნათ?
(ფ) ფილმს ვუყუროთ?
(მ) კარგი. ოღონდ საშინელებათა არ იყოს რა!
ნუ ფინმა რათქმაუნდა საშინელებათა ფილმი ჩართო. 🙄 ღმერთო ხალხი ამას როგორ, რატომ და რა სიამოვნებისთვის უყურებს? რა საშინელებაა. კიდევ კაი ფინი აქ იყო. ყოველ საშიშ მომენტზე მას ვეხუტებოდი. რატომღაც მის მკლავებში თავს დაცულად ვგრძნობ. შუა ფილმში ვიგრძენი ქუთუთოები როგორ დამიმძიმდა. მერე აღარაფერი მახსოვს....

two of us [COMPLETED]Donde viven las historias. Descúbrelo ahora