Chapter 6

427 26 8
                                    

Millie's Pove
მას შემდეგ რაც ჩემსა და ფინს შორის მოხდა ალბათ ყველა ელოდებოდა რომ დილით ერთმანეთის მკლავებში ღიმილიანი სახეებით ბედნიერად გავიღვიძებდით, ერთად ყოფნაზე შევთანხმდებოდით და ერთად ბედნიერად ვიცხოვრებდით არა?
აბა რა.
ვერ მოგართვეს.
სინამდვილე ასეთი ფერადი არაა.
ერთად ყოფნა კი არა მას შემდეგ წესიერად არც გვილაპარაკია.
იცით რა საშინელებაა?
ყველაზე უხერხული, არაკომფორტული, საზიზღარი გრძნობაა. რო გინდა რომ დაელაპარაკო მაგრამ ვერ ბედავ, რაღაც გაკავებს, არ გიშვებს და....  აჰ, უკვე აღარ ვიცი.
თან ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ ფანებმა გაიგეს ის რომ ერთად ვართ... თუ როგორც ვართ, და მეტი სალაპარაკო არაფერი აქვთ, დღეს კი ფინთან ერთად პაემანზე უნდა წავიდე, ვიცინო, ვიმხიარულო და რაც მთავარია ვილაპარაკო.
მგონი ღმერთი დამცინის.
მაინც რაზე უნდა ვილაპარაკო?
"გამარჯობა, ფინ, აბა ყველი გიყვარს?"
რა სისულელეა!
"და საზამთროზე რას იტყვი?"
უარესი არ შეიძლება .
"ჩემი საყვარელი თევზი... არა, საყვარელი თევზი არ მყავს, ვერ ვერკვევი თევზებში"
კაი შევცდი, ეს უარესია.
მაგრამ ამას ხომ არ ვეტყვი:
"ჰეი ფინ! ალბათ გახსოვს ამას წინათ რომ ერთად ვიწექით არა? რას ფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით? "
არა ამით შევაშინებ.
ააააააგჰ!
თავი ხომ არ მოვიკლა?
ხო ეს უფრო ადვილი იქნება. ვენები რომ გადავიჭრა ძაან მეტკინება? ვითომ ამ სახლში თოკს ვიპოვი?
... არა, რა იდიოტობებს ვფიქრობ? ჩემს თავს მე თითონ ვაშტერებ და ვაქლიავებ ჩემი აზრებით.
კარგი ჩაისუნთქე და გარეთ გადი, შენ ეს შეგიძლია.
ამ სიტყვებით მოვშორდი სარკეს, რომელსაც სადღაც 45 წუთი ველაპარაკებოდი.
როგორც უკვე მიხვდებოდით ფინთან პაემანი მაქვს, ამიტომ გამოვეწყე. ფართო თეთრი შარვალი, გრძელკალავიანი მოტკეცილი შავი მაისური, ტყავის თეთრი ჟაკეტი, შავი კონვერსები, სათვალე და შავი ზურჩანთა. მიყვარს შავი და თეთრი ერთად.  მაღლა ავიტანე და ცხენის კუდივით შევიკარი. მაკიაჟიც გავიკეთე და მოვრჩი.
ძალიან ღრმად ამოვისუნთქე, კარებში გავედი და ქვევით ჩავედი. ფინი კარებთან მელოდებოდა, ძალიან კარგად გამოიყურებოდა, უკვე გითხარით საკუთარ თავთან რომ ვაღიარე რომ მომწონს? არა? ჰო ახლა იცით.
ჩემს დანახვაზე თავიდან არაფერი თქვა მაგრამ მომეჩვენა რომ ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. ჩემთვის კარები გააღო.
(ფ) წავიდეთ?
მე თავი დავუქნიე და ოდნავ გავუღიმე. გარეთ გავედით და მის მანქანაში ჩავსხედით.
(ფ) კარგად გამოიყურები.
(მ) შენც არა გიშავს.

two of us [COMPLETED]حيث تعيش القصص. اكتشف الآن