Millie's Pove
(მ) ნუთუ ეს შენ ხარ!
თითქოსდა გაოცებული და აღტაცებული ხმით შევძახე.
მანაც არ დააყოვნა პასუხი.
(ის) არამგონია შენ დამსიზმრებოდი ჯოჯოხეთის მაშხალავ.
........................................................................
და მაინც საიდან აღმოჩნდა მედი ზიგლერი ფინ ვოლფჰარდის და?
(მ) მგონი ღმერთი ჩემთვის იმის თქმას ცდილობს რომ ვერ მიტანს.
(მედ) ხო, მაგას მეც ვხვდები თანდათან.
და ქედმაღლურად ამათვალიერა.
(მედ) სულ არ შეცვლილხარ.
(მ) შენ კიდევ შეცვლილხარ. ცოტაც და ჭერს მიუკაკუნებ. ჰელოუ, მაქ მაღლა ამინდი როგორია?
(მედ) რავი მშვენიერი, და დაბლა ხომ არ ცივა?!
(მ) არა, აქაც კარგად ვართ.
ის დამეჯღანე, არც მე დავრჩი ვალში.
(ფ) ააააამ... ისაა... მოიცა აქ რა ხდება? საიდან იცნობთ ერთმანეთს?!
(მ, მედ) სკოლიდან.
ფინმა წარბები აწია.
(ფ) ოო, გასაგებია.
(მედ) ჯეკი კი მეუბნებოდა შენ ძმას მგონი ახალი შეყვარებული ყავსო მაგრამ აღარ ჩავეძიე. ვიფიქრე ვინმე უსაქმური იქნებოდა. და როგორც ჩანს არც შევმცდარვარ.
(ფ) მედი გეყო. ესე იგი მილს შენ ის ჯოჯოხეთის მაშხალა ხარ მედი რომ ამბობდა.
(მ) შენ ჩემზე ლაპარაკობდი? რა პატივია. გეტყობა ძალიან რომ გიყვარდი.
(მედ) ჩემ გარეშე როგორ ძლებდი? ვინ გიშლიდა ნერვებს?
(მ) ო, ნუ ღელავ ეგეთი ბევრი მყავდა.
და ფინს გადავხედე.
(ფ) ჰეი.
(მ) მოიცა, ეს რა ბარგია, აქ გადმოდიხარ??
(მედ) აჰამ.
(მ) და ის ვიღაც ჯეკი?
(მედ) დავშორდი. ძალიან ეჭვიანი იყო.
(მ) მოიცა შენ თუ აქ იცხოვრებ მე?
(მედ) რა შენ?
(ფ)ო, მაგაზე არ მიფიქრია.
(მ) რამეზე ფიქრობ?
(მედ) ისე მეც აქ ვარ.
(ფ) მოკლედ მედი, ამ დროის განმავლობაში მილი შენ ოთახში ცხოვრობდა.
(მედ) რატომ? თქვენ ხომ ერთად ხართ?
(ფ) ოჰ, შენთვის ბევრი რამ მაქვს ასახსნელი.
(მ) და ჩემთვისაც სხვათაშორის.
(ფ) კარგი სანამ რამეს აგიხსნით, მანამდე ოთახის საქმე მოვაგვაროთ კარგი.
(მ) არა უშავს მე სასტუმრო ოთახში დავიძინებ.
(ფ) არა, შენ ჩემს ოთახში დაიძინებ.
(მ) რა? არა.
(ფ) სასტუმრო ოთახი ორია და ორივე ძალიან პატარა. შენს 4 თუ 5 ჩემოდანს იქ ვერ დაატევ.
(მ) შენს მზრუნველობას ვაფასებ მაგრამ მირჩევნია სასტუმროში დავიძინო.
(ფ) მილსს! რომ გეუბნები დამიჯერე. არადა ჩავკეტავ იმ ოთახებს და რას იზამ მერე ვნახოთ.
(მ) ვირი ხარ.
(ფ) უღრმესი მადლობა.
(მედ) და აი ისევ დაგავიწყდით მე.
(მ) როდის მახსოვდი რო?! ფინ მიდი მაგას აუხსენი თორემ მე ამის ნერვები არ მაქ. მანამდე მე ნივთებს გადავიტან შენ ოთახში. და მერე სალაპარაკო გვაქ.
ოთახში ავედი და ნივთების ჩემოდნებში ჩაწყობა დავიწყე. თნ უამრავ რამეზე ვფიქრობდი მუსიკების ფონზე და ვცეკვავდი. შუა ჩაწყობაში ვიყავი მედი რო შემოვიდა.
(მედ) ისევ საშინლად ცეკვავ. ჰაჰ, ჩემი ოთახი.
(მ) ხო, ნუ ღელავ არავინ არ გართმევს.
(მედ) ფინმა ყველაფერი მომიყვა. მეც არ გამიკვირდა ეს ჯოჯოხეთის მაშხალა რამ მოაწონა თქო.
(მ) ჯეკზე იგივეს თქმას ვაპირებდი მედისონ.
(მედ) ნუ მეძახი მაგას.
(მ) რატომ გადასარევი სახელია. მედისონ.
(მედ) ვერ გიტან.
(მ) არც მე ამომდის შენზე მზე და მთვარე.
(ფ) კარგით ქალბატონებო, გეყოთ.
თქვა ახლად შემოსულმა ფინმა და ჩვენს შორის ჩადგა.
(ფ) მილს, წამო ნივთები გადავიტანოთ.
(მედ) ხო მიდი წაყევი, მილს.
(მ) ნახვამდის მედისონ.
ფინის ოთახში შევედით. მე ჯინიანად დავიწყე ამოლაგება. როგორ იცით, აი გაბრაზებული რო ხარ და საქმეზე გადაგაქვს განწყობა აი ეგრე.
ფინმა ამოიოხრა და ჩემთან მოვიდა. მისკენ შემატრიალა და მხრებზე ხელები დამაწყო.
(ფ) ვიღაცას სიბრაზესთან პრობლემები აქვს არა?
გამიღიმა. მე ისევ კუშტად ვიყურებოდი.
(ფ) ახლა ვინაა უჟმური?
ამაზე მეც გამეღიმა.
(ფ) ვილპარაკოთ?
თავი დავუქნიე. საწოლზე დავსხედით.
(მ) არ გინდა მომიყვე შენ და მედი რანაირად ხართ და-ძმა? ვგულისხმობ, არანაირი გარეგნული თუ შინაგანი მსგავსება. სხვადასხვა სკოლები, სხვადასხვა გვარები.
(ფ)პირველ რიგში ხასიათით საკმაოდ მგავს. მეორეც მე სკოლაში საერთოდ არ დავდიოდი, სახლში ვსწავლობდი. რაც შეეხება გვარებს, მედი ჩემი ნამდვილი და არაა.
(მ) კარგი... დავიბენი.
(ფ)13ის რომ იყო მაშინ ავიყვანეთ. მისი და კენზი კი სხვა ოჯახმა იშვილა.
(მ) კენზი მახოვს. საყვარელი გოგო იყო. სულ მედისთან ერთად იყო.
(ფ) ხო, მედის ძალიან უყვარს. და ჩვენ გვადანაშაულებდა იმაში რომ მის დას დააშორეს. წესიერად არც გველაპარაკებოდა. 18 წლამდე.
(მ) მერე რა მოხდა??
(ფ) მისი და სიკვდილს გადავრჩინე.
(მ) რა?
(ფ) თინეიჯერები გზაზე ყურადღებით არასოდეს გადადიან. კენზი კინაღამ მანქანამ გაიტანა. მაგრამ დროზე მივუსწარი.
(მ) ღმერთო.
(ფ) ჰო, მას შემდეგ მედიმ ჩემი შეყვარება შეძლო. დანარჩენ ოჯახის წევრებთანც ასე თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. მაგალითად მას და ნიკს ერთად ვიდეოთამაშების თამაში უყვართ.
(მ) არც ისე კარგი ისტორიაა.
(ფ)ჰო, და თქვენს შორის რა მოხდა?
(მ)მოკლედდ, ლილია, კენზი, ემილი და მედი საუუკთესო მეგობრები იყვნენ. მერე რაღაც მოხდა. ჯეიდენი ხომ იცი ლილიას შეყვარებული? ხო მაშინ შეყვარებულები არ იყვნენ. და ის ლილიას მოსწონდა ისევე როგორც მედის.
(ფ) უუუფს.
(მ) აჰამ. შუა დერეფანში ჩხუბი გამართეს. მათ შორის შავმა კატამ გაირბინა. კენზი რათქმაუნდა მედითან დარჩა. ემილის ლილიასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაგრამ მაინც მედის მხარეს იყო. რამდენიმე დღეში მე და გრეისმა ლილია სააბაზანოში ვიპოვეთ. ტიროდა. სწორედ მაშინ დავმეგობრდით. მალე მას ნოაც გავაცანი. და ჯეიდენთან დაახლოებაშიც დავეხმარეთ. მედი... ამ ამბავს არც ისე კარგად შეხვა. ლილიას დამცირება დაუწყო. ასეთ მომენტებში თავს ვერ ვიკავებ ხოლმე. ხოდა.... გავარტყი.
(ფ) კარგი, გასაგებია, გაგრძელება არაა საჭირო.
(ფ) მაგრამ იქნებ სცადო მასთან საერთო ენის გამონახვა? მას შემდეგ შეიცვალა.
(მ) არამგონია ცვლილებები მეც მეხებოდეს.
(ფ) შენ მაინც სცადე. კაი წავალ დანარჩენ ნივთებს შემოგიტან.
ლოყაზე მაკოცა წამოდგა და გავიდა. ერთხელაც იქნევა და ასეთი საქციელებისთვის კედელზე მივაკლავ ბუზივით! რა წესია ლოყაზე ჩქმეტა, ლოყაზე კოცნა, კოცნა... და მერე კარებში გაუჩინარება. ერთ დღეს ამ თემაზე სერიოზულად დაველაპარაკები. მაგრამ არა დღეს. ჯერჯერობით ნომერ პირველ პრობლემას მედისონი წარმოადგენს. მაინც რა უნდა მოვუხერხო? უკვე მომდის რამდენიმე აზრი თავში, მაგრამ ზედმეტად არაჰუმანურია ამიტომ მხოლოდ მაშინ მივმართავ მას, თუ მწყობიდან გამომიყვანს.