Millie's Pove
დილით პირველი რასაც ვხედავ მედის წითელი თმებია რომელიც სახეზე მაყრია. ისინი გადავყარე და თვალების სრესით წამოვჯექი. საწოლის წინ ფინი იდგა და ისეთი სახით გვიყურებდა თითქოს მოჩვენება დაინახა.
(მედ) რომელი საათია??
ამოილუღლუღა მედიმ. მე მთქნარებით დავხედე ტელეფონს.
(მ) პირველის ნახევარი. აუ დღეს საღამოს გადაღება მააქ.
(მედ) ვიზიარებ.
წამოჯდა მედიც.
(მ) ფინ კარგად ხარ?
მან თავი გააქნია თითქოს ახლა გამოერკვაო.
(ფ) თქვენ....აქ. ერთად. რა ხდება?
(მ) აა ფილმს ვუყურებდით და ჩაგვეძინა.
დავამთქნარე.
(ფ) ფილმს?! რას ქვია ფილმს უყურებდით?! გუშინ დაჭამეთ ერთმანეთი. შენ მედი ძლივს დაგაწყნარე რომ კარები არ შემოგემტვრია და ახლა უბრალოდ მეუბნებით რომ ფილმს უყურეთ?
(მედ) ამმ... კი?
(ფ) ყველას გავუგებ და გოგოებს ვერა.
ჩაიბურტყუნა და გარეთ გავიდა. მე და მედიმ ჩავიცინეთ. მერე ერთმანეთს მივუბრუნდით.
(მ) თმისთვის მართლა ბოდიშს გიხდი. ბავშვებივით ვიქცეოდით.
(მედ) იქნებ ყველაფერი თავიდან დაგვეწყო.
(მ) რატომაც არა. მე მილი ბობი ბრაუნი ვარ.
ხელი გავუწოდე.
(მედ) სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მე მედი ზიგლერი ვარ.
გავიცინეთ.
(მ) დღეს გცალია?
(მედ) კი რა იყო?
(მ) გადაღებას გადავდებ და საყიდლებზე წავიდეთ.
(მედ) კაიი წავალ გამოვიცვლი.
მედი გარეთ გავიდა. მე ტელეფონი ავიღე, ინსტაგრამზე შევედი და მედი დავაფოლოვე. მერე გუშინდელ ფოტოზე კომენტარებს შევხედე.
@noahschnapp-?
@gracevanderwaal-??
@lilia-????????
აქამდე როგორ არ ვუთხარი? ცოტა ჩამეცინა, მაგრამ თან ცოტა გავნერვიულდი. მე და მედიმ შევძელით ერთმანეთის პატიება მაგრამ... ისინი შეძლებდნენ?
სამივეს ვიდეოზარით დავურეკე. ნოამ როგორც ჩვევია კითხვები მომაყარა.
(ნოა) მილი რა ხდება? მედისონი აქ საიდან გაჩნდა? შენთან რა უნდოდა? ინსტაგრამზე საერთო ფოტო რატომ დადეთ? ან რას ქვია ბოდიში მოიხადა?
(მილი) ერთჯერ მაინც გაჩერდი.
ვთქვი და ყველაფერი მოვუყევი. იმ მანქანის ინციდენტის გარდა ფინმა რომ მითხრა.
(გრეისი) არ ვიცი მილი....
(ლილია) ხომ გახსოვთ რეებს გვიკეთებდა?
(მილი) მაშინ თინეიჯერები ვიყავით. ყველანი იდიოტები ვიყავით და არც ჩვენ ვაკეთებდით უკეთეს რამეებს. პირადად მე მასთან მიმართებაში ისეთივე ცუდი ვიყავი როგორც ის. თან თმა საკმარისია. მეტი შურისძიება საჭირო არაა.
(გრეისი) რა თმა?
(ნოა) მითხარი რომ ეს არ გაგიკეთებია.
(ლილია)თმა წითლად შენ შეუღებე?
(მილი) კარგი ეგ დავივიწყოთ. ახლა უნდა წავიდე მოვემზადო. დაფიქრდით იმაზე რაც გითხარით კაი?
ავდექი და მომზადება დავიწყე.
ჯინსის შარავლი, ბრეტელებიანი შავი ზედა და წითელი კუბოკრული საროჩკა ჩავიცვი. თმა ორ კოსად შევიკარი, ძალიან ღია მაკიაჟი გავიკეთე და ყავისფერ ზურგჩანთაში საჭირო ნივთები ჩავაწყვე და ოთახიდან გამოვედი და ქვევით ჩავედი სადაც ასევე თავისუფლად ჩაცმული მედი მელოდებოდა. ფინი სამზარეულოდან გამოვიდა.
(ფ) სად მიდიხართ?
(მედ) საშოპინგოთ.
აი ფინს როგორი სახე ჰქონდა იცით? ავატარ აანგზე ნაყურები გაქვთ? ხო აი იქ მესამე წიგნში ის თავი როა, ძებნილი. მაგ თავში კატარა ტოფს რო ეტყვის რო მასთან ერთად უნდა თაღლითობა, აი მაგ მომენტში აანგს და სოკას რო სიფათები აქვთ აი ისეთი სახე ჰქონდა ფინს. (ახსნაც ასეთი უნდა)
(ფ) თქვენ ორი? ერთად? საყიდლებზე? ღმერთო!
ხელები აღაპყრო და ისევ სამზარეულოში შევიდა. ნუ ვერ გაამტყუნებ, გუშინ ერთმანეთს ვჭამდით, ისე რომ სახლიდან გავქციეთ, დღეს კი საშოპინგოთ მივდივართ.
მანქანაში სიმღერის პროცესს აღარ. ავღწერ და ვიტყვი რომ 45 წუთში დიდი სავაჭრო მოლის წინ გავჩერდით. ახლა იწყება გართობა.
ალბათ ყველას წარმოგიდგენიათ ორი წყნარი გოგონა რომელიც ტანსაცმლის სექციებში დადის და თავისთვის ტანსაცმელს ეძებს, თან მეგობრისთვისაც არჩევს რამეს.
ალბათ კი.
ხოდა ეგ დაივიწყეთ.
ახლა წარმოიდგინეთ ორი შეშლილი დაქალი რომელიც ქალების, კაცების და ბავშვების სექციაში უაზროდ დარბიან, შეუფერებელ ტანსაცმელს და აქსესუარებს ირგებენ და დაჭყანილები ფოტოებს იღებენ.
აი სწორედ ასეთები ვიყავით მე და მედი.
საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა რომ დაცვისთვის პირადობის მოწმობების ჩვენება დაგვჭირდა რომ მიმხვდარიყო ვინ ვიყავით და გავეშვით. მაღაზიიდან სიცილით გამოვედით. წარმოგიდგენიათ? არაფერი გვიყიდია.
მანქანაში ჩავჯექით და სახლისკენ წამოვედით ბოლო ხმაზე აწეული სიმღერებით. ტელეფონს ვიბრაცია რომ არ ქონოდა ვერც ვერასოდეს გავიგებდი რომ მესიჯი მომივიდა.
Finlard❤️😑-მაღაზიაში შეიარეთ და რამე წამოიღეთ, თორემ მაცივარი ცარიელია.
Mills💖😝-კაი.
(მ) ჰეი მედი, რას იტყვი კიდევ ერთი მაღაზია რომ გადავრიოთ?
(მედ) საქმეში ვარ!
ერთ დიდ სუპეტმარკეტთან შევჩერდით. შესასვლელში ის ეტლი თუ რაცაა ავიღეთ და გავქანდით. პირველი მე ჩავხტი ეტლში და მედი მიმაქანებდა. თაროებს შორის დავქროდით თან რაც მომყვებოდა კალათაში ვყრიდი. ტკბილეულს რომ მივუახლოვდით ვიყვირე.
(მ) გააჩერე!
მედიმ ისე დაატორმუზა კინაღამ გადავვარდი. ავდექი და მედისთან ერთად რაც შეიძლება ბევრი ტკბილეული ჩავყარე კალათაში.
(მედ) ახლა ჩემი ჯერია.
თქვა და კალათაში ჩახტა. კიდე ნახევარი საათი ვიგიჟეთ და მერე დახლთანაც მივაღწიეთ. გადავიხადეთ, ყველაფერი მანქნაში ჩავაწყეთ და სახლისაკენ. დავიძარით. გზაში მედიმ მუსიკას ჩაუწია.
(მედ) ესე იგი.. ჩემი ძმა მოგწონს.
(მ)რა? არა? ვინ გითხრა? საიდან მოიტანე?
მედიმ ცალი წარბი აწია.
(მ) ხო კაი. შეილება.
მედიმ მეორე წარბიც აწია.
(მ) ხო, მომწონს მერე?
(მედ) რა მერე, ერთად რატომ არ ხართ? ანუ ერთად ხართ, მაგრამ ეგ არ მიგულისხმია, ისე რატომ არ ხართ ერთად, ანუ ისე არა და ისე, სინამდვილეში, რეალურად, არა ისე როგორც ახლა ხართ მაგრამ ისე როგორც რეალურად... ხომ მიხვდი რა.
(მ) ერთად მარტო ჩემი სურვილით ვერ ვიქნებით.
(მედ) მარტო შენი სურვილით, რას გულისხმობ?
(მ) ფინს არ მოვწონვარ.
მედიმ მანქანა იქვე მიაყენა და სიცილი დაიწყო. რა ვთქვი ასეთი.
(მ) მედი!
(მედ) შენ ჩვენი ბოლო შეხვედრის მერე კიდევ უფრო გამოშტერებულხარ. არა სერიოზულად? ფინს არ მოწონხარ? სუ გადებილდი ხო? ფინი შენზე გიჟდება! უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრს ხო არ შეუყვარდი.
(მ) მე არ მეცინება.
(მედ) არც უნდა გაგეცინოს. ვაიმე მილი, ბოლოს ექიმს როდის დაელაპარაკე? მგონი პრობლემები გაქვს.
(მ) კაი რა სეეიოზულად.
(მედ) სერიოზულად გეუბნები. ფინი. გიჟდება შენზე.
მედის ყურადღება აღარ მივაქციე და ინსტაზე შევედი. ფინს ახალი ფოტო დაედო. ვიღაც გოგოსთან. ხელი ჰქონდა გადახვეული და ლოყაზე კოცნიდა. ნუ დაინტინგდით მე ვიყავი. ფოტო დაალოვე და კომებში გულები დავუწერე. მედიმ რომელსაც მოესწრო ჩემ ტელეფონში იმაზე ჩახედვა რაზე ვიღიმოდი მითხრა
(მედ)და მერე იტყვი არ მოვწონვარო.
მედის ნათქვამზე მართლა დავიწყე ფიქრი, ჩემდა უნებურად. იქნებ ფინს მართლა მოვწონვარ? მაგრამ რა მოხდება თუ ასე არ არის? თუ იგივეთი არ მიპასუხებს?
ღმერთო რა ძნელია სიყვარული.
აპაპაპ. სტოპ.
არავითარი სიყვარული. ამაში მხოლოდ მოწონების დონე ვიგულისხმე. სიყვარული უბრალოდ როგორც არსებითი სახელი ისე გამოვიყენე. გასაგებია?!
გასაგებია?
ძალიანაც კარგი.
