Chapter 11

466 27 26
                                    

Millie's Pove

როგორც ჩანს გული წამივიდა, რადგან თვალები თეთრ ოთახში, სავარაუდოდ პალატაში გავახილე, გვერდით კი ფინი მეჯდა, რომელსაც ჩემთვის ჰქონდა ხელები ჩაკიდებული და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს გული კი არ წამივიდა არამედ მკვდარი ვიწექი იქვე.
(მ) ჯიი, ფინ, დაწყნარდი. თორე შენ წაგივა ეხლა გული.
მე წამოჯდომას ვეცადე, ფინმა კი როგორც ჩანს ახლა შეამჩნია რომ გონს მოვედი და გადამეკონა.
(ფ) ღმერთო მილი! გული გამიხეთქე. ისე უცებ... არც კი ვიცი რა მოხდა. ბავშვები გზაში არიან. ნოა კი დერეფანშია, რადგან ის უფრო ახლოს იყო.
ფინი მომშორდა და სკამზე დაჯდა.
(მ) რომ ნერვიულობ საყვარელი ხარ.
(ფ) სერიოზულად? გული წაგივიდა და ამაზე ფიქრობ?
(მ) კაი მაშინ ვივიშვიშებ. ვაიმე დედა, რა დამემართა? აქ რატომ ვარ? ფინ ანალიზები ამიღეს ? პასუხები მოიტანეს? ექიმმა გამსინჯა ? ფიიინ, მეშინიაა !
დრამატულად წარმოვთქვი, ბოლო სიტყვებზე კი ფინისკენ დავიხარე ყალბი ცრემლების განსახიერებით.
(ფ) კარგი მსახიობი ხარ.
(მ) ვიცი.
(ფ) და ისევ, შენმა ეგომ ფრთები შეისხა.
(მ) კაი მართლა, ექიმმა რა თქვა, კიდე დიდი ხანი უნდა ვიყო აქ?
(ფ) არ ვიცი, ჯერ არ მოს...
ფინს საუბარი კარების ხმამ გააწყვეტინა და ოთახში ექიმი შემოვიდა.
(ექიმი) აჰ, მის ბრაუნ, ვხედავ გონს მოხვედით. თავს როგორ გრძნობთ.
(მ) გადასარევად, შეიძლება წავიდე?
(ექიმი) ნუ იჩქარებთ მის ბრაუნ, ზედაპირული ანალიზების მიხედვით თქვენც და ბავშვიც კარგად ხართ მაგრამ მაინც მინდა შეგამოწმოთ...
(ფ) ერთი წუთით! თქვენ... თქვენ ბ-ბავშვი ახსენეთ?
ექიმი წამით დაიბნა, მერე გაკვირვება გამოესახა სახეზე
(ექიმი) მოიცა არ იცოდით? ოუ, ცუდად გამომივიდა. ალბათ ამის ასე გაგებას არ ისურვებდით, მაგრამ დიახ მისტერ ვოლფჰარდ, ბავშვი ვთქვი, მის ბრაუნი 3-4 კვირის ორსულია.
აი აქ გაჩერდა სამყარო. ზუსტად არც კი ვიცი რას ვგრძნობდი. მიხაროდა, უზომოდ მიხაროდა. მეშინოდა, მეშინოდა ფინის რეაქციისა და პასუხისმგებლობის. "შევძლებ?" გამუდმებით ტრიალებდა ჩემს თავში. მაგრამ ყველაზე მეტად დაბნეული და გაკვირვებული ვიყავი.
აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? 2 კვირის წინ გული ამერია. ჭამას მოვუმატე და ემოციური გავხდი. აქამდე როგორ ვერ მივხვდი?! კი არ ვიტყუები რომ ვამბობ, იდიოტი ვარ თქო.
ფიქრებიდან ფინის ხმამ გამომიყვანა, რომელსაც ჩემზე არანაკლებ შოკირებული სახე ჰქონდა.
(ფ) ო-ორსულად?
(ექიმი) ისა, მე დაგტოვებთ. მერე გინახულებთ.
თქვა ექიმმა და კარები გაიხურა. ფინს მივუბრუნდი რომელიც ისევ ისეთი სახით იჯდა და არაფერს ამბობდა. სასტიკად მეშინოდა იმის რას მეტყოდა. იქნებ ის ამისთვის მზად არ იყო? იქნებ სულ არ უნდა ეს ბავშვი? იქნებ... ვსიო, გეყო ვარაუდები. ჯობია თითონ გაარკვიო.
ფინს ფრთხილად შევეხე ხელზე.
(მ) ფინ...
ფინი ნელა მომიბრუნდა.
(ფ) მილი, მე... მე მ-მამა გავხდები.
უცებ თითქოს გამოფხიზლდაო, შეხტა, ფეხზე წამივარდა და ხელები თავზე შემოიწყო.
(ფ) მე შვილი მეყოლება! იუჰუ!
მერე რაღაც ყველაზე უცნაური ცეკვა წაუცეკვა რაც ოდესმე მინახავს. თან მანიაკივით იღიმებოდა. მე უბრალოდ თვალებგადმოკარკლული და პირდაღებული ვუყურებდი. ბოლოს როცა ცეკვა დაამთავრა, ჩემთან მოვიდა და ხელები სახეზე მომკიდა და მაკოცა.
(ფ) მე... იცი რა ყველას უნდა ვუთხრა.
(მ) ფინ, მოიცა...
ვინ მოგისმინა, კარებიდან გავარდა.  პალატის ფანჯრიდან დავინახე კედელზე აყუდებულ ნოასთან როგორ მივარდა და როგორ შეყვირა ნოამ შიშისაგან. ფინმა რაღაც მიხალა სავარაუდოდ "მამა გავხდები" ან რამე მაგდაგვარი. ნოამ დაიკივლა. ფინმა გადაიხარხარა და დერეფანში გაიქცა. შოკი ჩამოვირეცხე და გავიცინე. ნოა ჩემთან შემოვარდა.
(ნ) აააააააააააააა!
ეს ერთადერთი იყო რაც თქვა/დაიყვირა სანამ მაგრად გადამეხვია და ძვლები ჩამატეხა.
(მ) ნოა... ნოა დავიხრჩვე..
(ნ) ოუ, მაპატიე. ბოდიში. ვაიმეე!
(მ) ნოაა, დაწყნარდიი !
(ნ) რა დავწყნარდე გოგო, ბიძიკო ვხდები. ბიძია ნოა, დედა რა კარგად ჟღერს.
(მ) ნოა!
(ნ) კაი მაპატიე, დედიკო მილი უფრო კარგად ჟღერს. რამე ხომ არ გინდა?
კარები გაიღო და ხალხის მთელი ჯარი შემოლაგდა.
ლილიამ დაბნეული სახით დახურა კარი.
(ლ) კარგად ხარ? ფინი მთელ დერეფანში დარბოდა და რაღაცას ყვიროდა.
(მ) ახლა სადაა?
(გ) ჯეკმა თქვა წყალს შევასხამ სანამ საავადმყოფოდან გააგდებენო.
(სოფ) რათქმაუნდა გაიგონე, ეს ხომ ჯეკმა თქვა.
(ვ) და მაინც რა უხაროდა?
(ჯეი)ალბათ დაშორდნენ, და ახლა იმითაა გახარებული რომ ეს გველი მოიშორა.
ჯეიდენს თვალები დავუბრიალე, მედიმ კი შუბლზე იტკიცა ხელი.
(მედ) ეს როგორ მომწონდა?
(ლ) ხანდახან მაგ კითხვას მეც ვუსმევ საკუთარ თავს.
(ჯეი)ჰეი!
(ვ)იქნებ ისევ ფინის სიხარულის მიზეზს დავუბრუნდეთ?
(გ) მოიცადე! შეუძლებელია! შენ...??
მუცელზე დამხედა მერე ისევ თვალებში ჩამხედა. თავი დავუქნიე. გრეისს ხველება აუტყდა, სოფია დასახმარებლად ხელს ურტყავდა ზურგზე. მედი და ლილია ერთმანეთს გადაეხვივნენ, ნოა და სეიდი ერთმანეთს. ვეიეთი და ჯეიდენი იდგნენ ასე, დებილებივით.
(მ) ისე მეც არ მაწყენდა ჩახუტება.
გოგონები ჩემკენ გამოექანეს და დამლეწეს. ჯეიდენი და ვეიეთი ისევ დებილებივით იდგნენ. რა დონის იდიოტები არიიან..!
(ჯეი)ჩვენც გაგვარკვევთ რა გიხარიათ?
(ვ) არა საჭირო კი არაა, უბრალოდ ჩვენ რომ გაგვიხარდეს.
(სოფ) 2 იდიოტი.
(ლ) 2 გამოუსწორებელი იდიოტი.
(მედ) მართლა ვერ მიხვდით?
(ჯეი, ვ) რას?
(ს) ღმერთო!
(ნ) მილუშკებიშკუნა ორსულადააა!
(მ) კიდევ ვინმე დამიძახებს მაგას და მიიღებს.
(ვ) მოიცა, მოიცა!
(ჯეი) რაიო??
გაკვირვება კარებში შემოსულმა ჯეკმა ჩუშალათ რომელიც ხელებგაშლილი გამოექნა ჩემკენ. უკან გაბრწყინებული ფინი მოყვებოდა.
(ჯ) გილოცავ მილიიიი!
(მ) მადლობა ჯეკ.
ნოა, გრეისი და ლილია ერთ ხაზზე ჩამწკრივდნენ და თავები გააქნიეს.
(ნ) რა გითხარით ჩვენ , შენ და ფინმა არ იმაიმუნოთ თქო. ჰა?
(მ) ნოა!
ბავშვებმა გაიცინეს.
(ფ) იცით რაა? ძალიან ბევრნი ხართ, მილიმ უნდა დაისვენოს, ასე რომ გარეთ.
ბავშვებმა შოკირებული სახეები კი მიიღეს და წამოძახილებიც გაისმა მაგრამ ფინმა მაინც გაყარა. კარები დახურა და გაკრეჭილი მომიბრუნდა.
(ფ) აბა, დედიკო, ბავშვი როგორაა?
(მ) აჰა, ესე იგი ასე? მე დამაიგნორე და პირდაპირ ბავშვზე გადახვედი?
ფინმა თვალები აატრიალა.
(ფ) პატარებს უთმობენ.
(მ) რავიცი, ცოტა უცნაური კია.
მუცელზე ხელი მოვისვი, ფინი საწოლზე ჩამოჯდა.
(ფ) რა არის უცნაური?
(მ) აქ ჩვენი ბავშვი წევს. ჩვენი შვილი ჩემს მუცელში წევს. უცნაური შეგრძნებაა.
ფინმა ხელი ლოყაზე მომკიდა და შუბლზე მაკოცა.
(ფ) ორივე მიყვარხართ.
(მ) ჩვენც...
კარი ჯახანით გაიღო. სერიოზულად მედი ერთჯერ მაინც დაგვტოვე მარტო.
(მ) ახლა რაღა იყო მედისონ?
(მედ) მიმართვას ყურადღებას არ მივაქცევ. ახლახან გავაანალიზე რომ მე მაგ ბავშვის მამიდა გამოვდივარ.
ფინმა დაბნეული სახით ასწია ჰაერში ხელები
(ფ) იეი?
(მედ) ოოოოოო!
ამოიბუზღუნა და ისევ გარეთ გავიდა.
(მ) როდის გამწერენ?
(ფ) ექიმს უნდა შეგამოწმოს რომ გარანტია ჰქონდეს, შენი უსაფრთხოების. ალბათ ხვალ დილით გაგწერენ.
(მ)და მანამდე რა ვქნა?
(ფ) ბავშვს ველაპარაკოთ.
ეს ისე თქვა თითქოს ისედაც ცხადი იყო და ჩემს მუცელზე დაიხარა და ბუტბუტი დაიწყო.
(ფ) ჰეი, პატარავ... მე შენი მამიკო ვარ... დედიკო ამწამს ისე მიყურებს თითქოს გიჟი ვიყო, მაგრამ შენ ხომ ჩემი გესმის არა? ვიცი რომ გესმის. შენს შესახებ ახლახან გავიგეთ და...
აქ უკვე მე ჩავერთე.
(მ) და მამიკომ მთელს საავადმყოფოს გააგებინა ამის შესახებ. იმაზე არც კი იფიქრა რას იტყვიან სარა და მეთიუ, ამბავმა რომ გაჟონოს.
(ფ)კარგი რა მილს, დაიკიდე, ნამდვილ ფანებს გაუხარდებათ, ჰეითერები გაგვაკრიტიკებენ, შიფერებს კი სიხარულისაგან გული დაარტყამთ. მეტი რა უნდა მოხდეს?
მე წარბი ავწიე იმაზე რა იდიოტობებს უშვებს პირიდან.
(მ) მე მაგაზე არ ვამბობ. მე პირდაპირ სარას და მეთიუს ვგულისხმობ. მათთვის ჯერ არც კი გვითქვამს რომ ერთად ვართ, წაოიდგინე რას იზამენ ფეხმძიმობის ამბავი რომ გაიგონ პირდაპირ. და საერთოდ, გამახსენე რატომ არ ვუთხარით?
(ფ) დაგვავიწყდა? შეგვეზარა? ან უფრო გახსენება შეგვეზარა. რაცაა.
(მ) კიდევ ჩვენი ოჯახები.
(ფ) აბა ეტყვი დედაჩემს რომ მალე ბებია გახდება?
(მ) დედაჩემი სავარაუდოდ იმას იტყვის ბებიობისთვის ახალგაზრდა ვარო.
(ფ) ჰაჰა. აუ, ნიკს რა გაუძლებს რო გაიგებს.
(მ) მე რომ ვიცი მაგათი ამბავი მთელი ოჯახი ჩამოვა.
(ფ) იგივე ჩემთან.
(მ) კაი, მაგაზე მერე ვიდარდოთ. შენ უფრო დიდი პრობლემა გაქვს. ორსულ მილი ბრაუნს უნდა გაუძლო კიდე რვა თვე.
(ფ) აიუფჰ.
ცოტა ხანში ექიმი შემოვიდა, გამსინჯა და მითხრა რომ დილით გამწერდა, ახლა კი უნდა დამეძინა.
დასაძინებლად მივკალათდი. ფინს რომელიც გვერდით მომიწვა თავი მკერდზე დავადე. მისი გულის ცემის ზომიერ ბაგაბუგსა და სითბოში რომელსაც ის ასხივებდა, მალე ჩამეძენა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ.

two of us [COMPLETED]Where stories live. Discover now