Millie's Pove
4 კვირის შემდეგთქვენ უნდა გენახათ სარას რეაქცია ბავშვზე რომ ვუთხარი. სამი საათი ზევით-ქვევით დახტოდა, დამახვია თავბრუ. მთელი დღე ყურებამდე გაღიმებული იჯდა და ასევე ყურებამდე გაღიმებულ მეთიუს ელაპარაკებოდა. ვაიმე, ამათ შორის თუ რაღაც არ ხდება აი მე ვიყო კუ.
ხო უკვე გითხარით რომ ნოა და სეიდი ერთად არიან?
ჩვენგან მალავდნენ ორი გენიოსი.
მაგრამ ნოა რის ნოაა თუ სეიდის გეგმები არ ჩაუშალა.
გუშინ სამზარეულოში მაგიდასთან ვიდექით გოგონები, ბიჭები კი მისაღებში ისხდნენ. ფორთოხლის წვენს ვსვამდი ნოა რომ შემივიდა, გოგონებო მე მივდივარო- დაიძახა, ჩემთან მოვიდა ჩამეხუტა, მერე სეიდისთან მივიდა, სწრაფად აკოცა და გავარდა. იმხელა ვიკივლე, ფინი სირბილით გამოიქცა ძირს დაგდებულ თვის ნაყიდ ბავშვი სათამაშო რეზინის იხვზე ფეხი გაუსრიალდა და ძირს დაეცა.
რა ნორმალურები ვაართ.
ფინმა სახლში იმდენი სათამაშო და ტანსაცმელი მოზიდა, რომ ჩვენ ოთახში ვეღარ დავატიეთ, ამიტომ ბავშვის ოთახის მოწყობა გადავწყვიტეთ. ფინი იჩემებს გოგო იქნებაო, მე ვამბობ ბიჭია მეთქი, ხოდა რადგან ვერ გადავწყვიტეთ და ოთახი მწვანედ შევღებთ თეთრი ზოლებით. ან პირიქით. საწოლიც ვიყიდეთ, კარადაც, პატარა ტუმბოც და საერთოდ ყველაფერი. ყველაფერი რომ დავსრულეთ ღიმილით მოვავლე ნამუშევარს თვალი. ვაუ ვამაყობ საკუთარი თავით.
დღეს მე და ფინი ექიმთან მივდივართ. 12 კვირამდე სქესს ვერ დაადგენს, მაგრამ მაინც მაგარი იქნება. ალბათ. რავი აქამდე ეხოსკოპიაზე არ ვყოფილვარ. არ მეცალა. ვაუ, უკვე ჩანს რა პასუხისმგებლიანი მშობელი ვიქნები.
ექიმთან მივედით. ისეთი მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა თავიდან შემეშინდა. მაგრამ აღმოჩნა რომ ძალიან თბილი და კეთილი ქალია. როგორც ვხედავ პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მართალი არაა.
აი ყვეელაზეე მაგარი მაინც ბავშვის გულისცემის მოსმენა იყო. მე ხომ გადმოვყარე ცრემლები ჩანჩქერივით, ფინი ჩემზე უარესად იყო. ჩემი ხელი ეჭირა, ეკრანს პირდაღებული უყურებდა და ცრემლები სახეზე ღვარ-ღვარად მოდიოდა. მხოლოდ ეს თქვა:
(ფ) ჰაჰ.
ექიმიდან რესტორანში წავედით. ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ აღსანიშნად. ჩემთვის სმა არ შეიძლებოდა, რადგან ორსულად ვიყავი, არც ფინს უნდა დაელია, საჭესთან იჯდა, ამიტომ ფორთოხლის წვენები მივუკაკუნეთ ერთმანეთს.
(ფ) ჩვენ და ჩვენს პატარა გოგონას გაუმარჯოს.
ჭიქა ასწია ფინმა.
(მ) ან ბიჭს.
ჭიქა და წარბი ერთდროულად ავწიე. ფინმა ამოიოხრა.
(ფ) მილი, რამდენჯერ უნდა გითხრა, გული მიგრძნობს რომ გოგოა.
(მ) აი მე კი გული მიგრძნობს რომ ბიჭია. ვნახოთ ვისი გაამართლებს მამის თუ დედის.
(ფ) ვნახავთ და ვნახოთ.
(მ) ვნახოთ.
რამდენიმე წუთი აღარ დაგვილაპარაკია და მხოლოდ ვჭამდით. მე გაცილებით ბევრს ვიდრე ფინი.
(ფ) იცი რა მთავარია ჯანმრთელი იყოს, რა მნიშვნელიბა აქვს გოგო იქნება თუ ბიჭი.
მე გავიღიმე.
(მ) მართალი ხარ, მაგრამ აღიარე რომ მაინც შენ აზრზე დარჩი.
(ფ) ნუ რათქმაუნდა.
გავიცინეთ.
რესტორიდან სადღაც ცხრა საათისთვის წამოვედით, რადგან სახლამდე საკმაოდ შორი გზა იყო. გზაში წვიმა დაიწყო.
გზაში ვლაპარაკობდით და ბევრ ვიცინოდით.
(ფ) მილი.
(მ)ჰმ.
(ფ) ბავშვს რა უნდა დავარქვათ?
გავიღიმე და მისკენ გადავწიე თავი.
(მ) თუ ბიჭიაა... რავი. ერთი სახელი მომწონს. ჯეისონი.
(ფ) ჯეისონი... მეც მომწონს ერთი გოგოს სახელი... ჰეიზელი.
(მ) ლამაზი სახელია.
ცოტახანი ჩუმად ვიჯექით.
(ფ) მილს, ხომ იცი რომ ჩემთვის მნიშვნელიბა არა აქვს ბიჭი იქნება თუ გოგო. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მეყვარება.
ხელი ხელზე დავადე.
(მ) ვიცი ფინ.
ფინმა ჩემი ხელი აიღო და აკოცა. თან გზისთვის თვალი არ მოუშორებია. თან იღიმოდა.
(ფ) მიყვარხარ.
გავიკრიჭე.
(მ) მეც მიყვარხარ.