Millie's Pove
(რამდენიმე დღის შემდეგ)
ცოტაც და ინსტაგრამს გავაუქმებ. ყოველ წამს ტანკ! ამან ამ პოსტზე დაგთაგათ! ტუნკ! იმან იმ პოსტზე მოგნიშნათ. რაც ფილიზე გავრცელდა ჭორები მთელ სოციალურ ქსელში მაგაზე ლაპარაკობენ. უკვე მოსაბეზრებელი ხდება😒😑
ცალკე ფინის ატანაც მიწევს. არა ძაან ცუდიც არაა. ხანდახან კარგად ვერთობი...Flashback
ფინმა გადაწყვიტა ჯენტლმენობა გამოაჩინოს და სადილი მოამზადოს. წარმოდგენა არ მაქვს რას აკეთებს. დივანზე ვზივარ და მოთმინებით ველოდები. რაც არ უნდა ყოფილიყო საშინელი სუნი იდგა. გადავწყვიტე შემემოწმებინა. ავდექი და სამზარეულოში შევედი. ღმერთო ჩემო. ტაფა ცეცხლში იყო გახვეული. ფინი კი შემოტრიალებული იდგა და ვიღაცას ვიდეოზარით ელაპარაკებოდა.
(მ) ფიინ!
ფინი გაკვირვებული შემოტრიალდა. მერე ტაფას გახედა და თვალები გაუფართოვდა. თავში ხელის შემორტყმისაგან თავი შევიკავე და სამზარეულოდან დერეფანში გავვარდი. ერთ ერთ ოთახში შევვარდი რომელიც საკუჭნაოს პონტში იყო გაკეთებული. ცეცხლმაქრი გამოვიტანე და ისევ სამზარეულოში სუპერგმირივით შევვარდი. ფინი ცდილობდა ცეცხლი ჩაექრო. ჩაფლავდა.
(მ) გაიწიეეე!
ფინი გვერდზე გადგა. მე კიდე ცეცხლმაქრი ტაფას მივუშვირე. ცეცხლი ჩაქრა. ცეცხლმაქრი იატაკზე დავგდე და ძირს დავჯექი. ერთ წერტილს ვუყურებდი. მერე სიცილი დავიწყე. ფინიც ამყვა. ორივე იატაკზე ვგორავდით. ღმერთო რა იდიოტები ვართ.
კარის ხმა გაისმა და მალე სეიდის ხმაც მოისმა.
(ს) ოე, მტრედებო, ვერ გაგაგონეთ, კარი ღია იყო და... რა გჭირთ?!End of flashback.
ენივეიზ, დღეს სეიდი მოდის. სლიფოვერი გვაქ. ძალიან კარგი გოგოა. მიკვირს რომ აქამდე შეყვარებული არ ყოლია. თუმცა რაღაც მხრივ კარგიცაა, რადგან...
(ფ) მილიიიიიიიიიი!
(მ) მილი და სიკვდილი შენ. რა გინდაა?
(ს) სეიდი მოვედი!
მე წამოვხიტე და ჩავეხუტე.
(მ) ფინ, მე და სედი ჩემ ოთახში ვიქნებით. შეეცადე არაფერი დაწვა.
სეიდი ოთახში ავათრიე. პიჟამოებში გამოვეწყვეთ და გადავწყვიტეთ ჯერ ფილმისთვის გვეყურებინა. ფილმი 15 წუთის დაწყებული იყო რომ სეიდიმ ნოუთბუქი დახურა და მე მომიბრუნდა.
(ს) მოსაწყენია. ჯობია ვიჭორაოთ.
(მ) რაზე?
(ს)......
(მ).....
ორივემ ეშმაკურად გავიღიმეთ
და ერთდროულად ვიყვირეთ
(ს) ფინზე!
(მ) ნოაზე!
ორივემ გადავიხარხარეთ. კიდე კარგი საწოლზე ვიწექით. ცოტა ხნის შემდეგ როგორც იქნა დავწყნარდით.
(მ) ხომ არ იცი იმ დღეს გრეისი და ჯეკი რომ კაფიდან გაიქცნენ, რა მოხდა ?
(ს) აუ არა. ჯეკთან მის მერე არ მილაპარაკია. სულ დაკავებულია. შენ?
(მ) იგივე.
ორივემ ერთმანეთს შევხედეთ.
(ს) შენც იმას ფიქრობ რასაც მე?
(მ) თუ შენ იმას ფიქრობ რასაც მე, მაშინ კი ლოგიკურად კი მეც იმას ვფიქრობ რასაც შენ.
(ს) მილი! მიდი დაურეკე გრეისს და აქ მოვიდეს, ლილიაც წამოიყვანოს, ვითომ უბრალოდ სლიფოვერია.
(მ)შენთან პრობლემა არ იქნება?
(ს) არა, რას ამბობ! ბევრი გოგო მეგობარი არასოდეს მყოლია. მგონი დროა ამ მხრივ ახალი ნაბიჯი გადავდგა არა?
ნახევარი საათის შემდეგ გოგონები მოვიდნენ. ერთმანეთი მოვიკითხეთ და ბლა ბლა ბლა. წრეზე დავსხედით.
(მ) ვანდერვააააააალ! აბა დაფქვი!
(გ) მომიტანე ფქვილი და საცერი და კი ბატონო.
(ლ) ღმერთო, რამდენჯერ უნდა გითხრა არაა იუმორი შენი საქმე. დაანებე რა თავი.
(ს) კარგი რა გრეის, თავს ნუ ისულელებ. თქვი რა მოხდა შენსა და ჯეკს შორის. უარყოფა არ გაბედო. არ გვეტყვი და ჯეკს დავათქმევინებ ყველაფერს.
(გ) არაფერიც არ მომხდარა.
(ლ)გრეის, მაგ ლამაზ თმებს ღერა ღერა დაგაპუტავ ლაპარაკს თუ არ დაიწყებ.
(გ) სათქმელი არაფერი არ მაქვს!
(მ) იცოდე შენი სიმღერების რვეულს დაგიხევ!
(გ) კაი, კაი! ოღონდ ეგ არა!
(ს) დეტალებში.
(გ) რავი, კაფიდან გავედი, ჯეკი გამომეკიდა, მე დავაიგნორე და სპეციალურად გრძელი გზით წავედი, მაინტერესებდა რამდენ ხანს გამომყვებოდა. აქოშინებული ძაღლივით უკან მომყვებოდა. კიდევ კარგი ვერავინ დაგვინახა. კარგა ხანი ვიარეთ, მერე მეც დავიღალე, და ვკითხე რა უნდოდა.
(მ) და რა გიპასუხა?
(გ) წყალიო.
სეიდიმ თავში ხელი შემოირტყა.
(ლ) მიდი გააგრძელე.
(გ) ნუ ცოტა ხანში დამშვიდდა და ბოდიშების მოხდა დაიწყო. თავიდან ვითვლიდი მარა მერე სათვალავი ამერია. მე თავი რაც შემეძლო დასტოინად დავიჭირე.
სეიდის გადაულაპარაკე.
(მ) ამაში იმას გულისხმობს რომ შუა ქუჩაში ხარხარი არ ატეხა.
(გ) მოკეტე! მერე ტელეფონი წამართვა, ნომერი ჩამიწერა და მითხრა რომ მისთვის მიმეწერა, ის კი ეცდებოდა დანაშაული გამოესყიდა. მერე წავიდა
(ლ) და შენ რა ქენი?
(გ) ნომერი წავშალე.
(ლ,ს,მ) რა ქენი?!!
(მ) არა ხომ ვამბობ ვერ არი ეს ბავშვი მის ჭკუაზე.
სეიდიმ მე და ლილიას გადმოგვხედა.
(ს) დააკავეთ.
მე და ლილიამ გრეისი გავაკვეთ რომელიც ვერაფერს მიხვდა. საწყალი.
სეიდიმ გრეისის ტელეფონი აიღო.
(ს) ოპერაცია ჯეისი იწყება.
ესემესები გახსნა ნომერი შეიყვანა და ბეჭდვა დაიწყო. თან გვიკითხავდა.
(ს) გამარჯობა, ჯეკ! გრეისი ვარ. მაშინდელ შენ ნათქვამზე ვიფიქრე და თანახმა ვარ.
(გ) თქვენ გოგო ნორმალურები თუ ხართ. გამიშვით.
(მ) მერე მადლობას გვეტყვი.
(ს) აჰა მოიწერა. სად და რომელზეო. საათი რომელია?
(ლ) სედ, ტელეფონი შენ გიჭირავს.
(გ) გოგო, რა საათი. გამიშვით!
(ს) ესე იგი ერთ საათში გამომიარე. მილისთან ვარ. ანუ ფინის სახლში. სასეირნოდ წავიდეთ. წერტილი.
გრეისს ხელი გავუშვით. ის ნელა წამოდგა, საწოლთან მივიდა, ბალიში აიღო და შიგ ჩაყვირა. მერე კი საშოლში ჩაეფლო თავით.
(ს) კარგი რა გრეის!
(მ) ხომ გეუბნებით დიდ ხანს ნუ აჩერებთ ნოასთან მეთქი.
ნოას სახელის გაგონებაზე სეიდიმ უცებ გამომხედა, მერე ისევ მიტრიალდა.
(ლ) აბა გაიხსენე ბოლოს როდის იყავი პაემანზე?
გრეისმა თავი ამოწია.
(გ) ასე..... 2 წლის წინ?
(მ) ზუსტად! თანაც მაშინაც ბიჭს ეჩხუბე და შეშლილივით გამოვარდი.
(გ) იმიტომ რომ იდიოტი იყო.
(ლ) ეგ დავივიწყოთ. წარსულია. დღეს დღესაა. და რეალობას ვერსად გაექცევი. 1 საათში ჯეკი სახლის წინ იქნება.
(ს) თუ არ დააგვიანა რათქმაუნდა.
(მ) შენ კი მომზადება გჭირდება. პაემანზე პიჟამოთი ვერ წახვალ.
(გ) პაემანს მინც ნუ ეძახი, გეხვეწები.
(ლ) გრეისს პაემანი აქვს, გრეისს პაემანი აქვს.
(ს) კაი გეყო ახლა ლილია. ისედაც ძლივს დავითანხმეთ.
(გ) მე თანხმობა არაფერზე არ განმიცხადებია.
(მ) აუ ხანდახან რა ჯორი ხარ.
საბოლოოდ გრეისი ჩემს ტანსაცმელში გამოვპრანჭეთ, მაკიაჟი გავუკეთეთ, თმები ბუნებრივად დატალღული დავუტოვეთ. თან გრეისის ჯუჯღუნს ვისმენდით.
კარზე ზარი გაისმა. გრეისი ცოტათი გათეთრდა. ესე ნერვიულობისას ემართება. ქვევით ჩავედით. ფინს უკვე შემოეშვა ჯეკი. შევამჩნიე გრეისის დანახვაზე(და მე თუ შევამჩნიე ესე იგი მოხდა კიდეც) როგორ გაუფართოვდა თვალები და როგორ გაეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი. ნუ ესეც რაღაცას ნიშნავს ეხლა.
გრეისმა და ჯეკმა კარებში გასვლამდე მოახერხეს წაკინკლავება იმის გამო რომ ჯეკს გრეისის მიმართ კომპლიმენტი წამოსცდა. არა, ესენი მე შემიწირავენ.
როგორც იქნა გაეტივნენ კარებში. ფინი ჩვენ მოგვიბრუნდა.
(ფ) რეებს ხლართავთ?
ჩვენ თვალები დავახამხამეთ.
(მ) რას გულისხმობ? რას ვგეგმავთ? ჩვენ? არა, ჩვენ სულაც არ ვგეგმავთ რომ გრეისა და ჯეკს ერთად დარჩენაში ხელი შევუწყოთ. არა, საიდან მოიტანე კაცო. რა სისულელეა.
ფინმა საყვარლად გაიცინა, ლოყაზე მიჩქმიტა და ზემოთ წავიდა. ვეით, ვეით, ვეით. რა ქნა?
(ს) მგონი სლიფოვერისთვის ახალი სალაპარაკო თემა გამოგვიჩნდა. რას იტყვი ლილია?
(ლ)აბსოლუტურად გეთანხმები.
(მ) მოკეტეთ. არაფერი არ მომხდარა.
-ხო არაფწრი უბრალოდ ფინმა ლოყაზე გიჩქმიტა-ამომძახა ჩემმა შინაგანმა მემ. ჩემმა მეორე ხმამ.
ეს არის ჩემი ის ნაწილი ყველაზე მეტად რომ მეზიზღება. ისეთ მომენტებში წამოყოფს ხოლმე თავს მეცხრე გოჭივით, მოგონდება ერთი კარგად ხიო მუშტი ცხვირში. მაგრამ ეს შეუძლებელია, თუ რათქმაუნდა არ გინდა გატეხილი ცხვირით იარო.
-მოკეტე-სწრაფად გავაჩუმე იგი-მერე რაა ეს ხომ ფინია.
-ზუსტადაც. ფინია. ფ ი ნ ი.
-მერე?
-მერე ის რომ....
-არ დაასრულო!
-შენ ხომ ის...
-მოკეტე მეთქი!
-მოგწონს? არა?
-აეეეე!
-ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიქრობ რომ სიმპატიური, მხიარული და საყვარელია. კარგი კოცნა იცის და მის კულულებზე გეკეტება.
-აბსოლუტურად ცდები. ახლა ჩუ!
(ს) მილი, შენ შეგიძლია მთელი დღე იფიქრო იმ ფაქტზე რომ ფინმა გიჩქმიტა მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაგავიწყდება რომ ჩვენც აქ ვართ, კაი?
(მ) რა? მაგაზე სულაც არ ვფიქრობდი!
(ლ) ხო მე კიდე შავგრემანი ვარ.
(მ) მოკეტეთ.
(ს) ნუ ღელავ ძვირფასო, წამო ზემოთ ავიდეთ და მერე რამდენიც გინდა იმდენი იფიქრე მაგაზე.
(ლ) ოღონდ ხმამაღლა.
ოთახში ამათრიეს. ისევ წრეზე დავჯექით.
(ს) ჰე აბა მოგვიყევი შენი და ფინის სიყვარულითა და ვნებით აღსავსე ისტორია.
მე წარბი ავწიე და ირონიულად გავიღიმე.
(მ)რავი შენ თუ საჭმელზე ჩხუბს და სახლის ლამის გადაწვას სიყვარულითა და ვნებით აღსავსე ისტორიას ეძახი...
ბოლოს მაინც იმდენი ქნეს რომ ჩვენი გაცნობის წამიდან დღემდე ამ წამამდე ყველაფერი მომაყოლინეს მცირე დეტალების ჩათვლით. საწყალი გრეისი. ახლა მესმის მისი.
(ს) ვაააუუ.
თქვა სეიდიმ მეოცნებედ და უკან გადაწვა.
(ლ) და შენ რას ფიქრობ მილუშკებიშკუნა?
![](https://img.wattpad.com/cover/209602089-288-k728184.jpg)