Millie's Pove
(მ) უკვე სერიოზულად ვფიქრობ ამ ოთახში გადმოსვლაზე.
ამოვიოხრე როგორც კი გავიღვიძე. ისევ ფინის მკლავებში ვიყავი გახვეული. რომ ძინავს რა საყვარელია! ❤️ კაი მილი, რამდენჯერ უნდა თქვა. გავიგეთ.
თავი გავაქნიე და ადგომა დავაპირე. აბა რა. ვინ გაგიშვა. ფინს ისე ვყავდი ჩახუტებული როგორც დიდი სათამაშო. იმ განსხვავებით რომ მე პატარა ვარ. დიდ ხანს ვეჯაჯგურე. რა ძინავს ასეთი! ნუ მერე ერთი ტრადიციული იდეა მომოვიდა. იქვე ტუმბოზე მდგარი წყლიანი ჭიქა ავიღე. იმას ყურადღება არ მივაქციე რომ ნახევარი ზედ გადავიქციე და რაც დარჩა ფინს გადავასხი თავზე. იმოქმედა. იმხელა წამოხტა საწოლიდან გადავარდა. ისევ!
(ფ) ბრაუუუუუნ!
მიხვდი რომ დამერხა. ამიტომ სწრაფად წამოვხტი და დერეფანში გავტანტალდი. ფინი გამომეკიდა. კიბეზე ჩავირბინეთ, მისაღებში შევვარდით, დივანს შემოვურბინეთ. რაღაცა გავტეხეთ, ისევ გამოვვარდით იქედან, ისევ ავირბინეთ კიბეზე. ბოლოს მეც დავიღალე. აი ფინი კი ისევ გადასარევად გამოიყურებოდა. შუა დერეფანში დამეწია და ხელში ამიყვანა. მე ფეხები გავაფართხალე თან ისტერიკულად ვიცინოდი. სიცილის შეკავებაში სულ ვერ დამეხმარა ის რომ ფინი მოღუტუნება დამიწყო.
(მ) ფინნ....ჰაჰაჰაჰ....ვაიმე გაჩერდი!... ფი.... ინ.... ვაი...
როგორც იქნა დამსვა. მეც დავწყნარდი და სრული სერიოზულობით ვუთხარი:
(მ)იდიოტი ხარ!
(ფ)იდიოტობაზე მერე დამელაპარაკე პატარა ბავშვით წყლით წუწაობას რომ მორჩები.
(მ) არ იღვიძებდი.
ენა გამომიყო, მეც დავეჯღანე. მან ხელები დრამატულად გაშალა და ოდნავ ხმამაღლა განაცხადა.
(ფ) ახლა წავალ და გამოვიცვლი, ბანაობა აღარ დამჭირდება, უკვე მივიღე შხაპი. საწოლშივე.
(მ) ბლა ბლა ბლა ბლა ბლა ბლა.
ისიც ვითომ გაბუტული შებარტყუნდა ოთახში, მე ღმერთს ავხედე, თვალები გადავატრიალე და ჩემი ოთახისკენ გავემართე. გოგონებს უკვე ეღვიძათ, მგონი ვერაფერი გაიგეს, რადგან ჩვეულებრივად და ცოტა უცნაურად იქცეოდნენ. მე შხაპი მივიღე, სპორტულებში გამოვეწყე და ტელეფონი შევამოწმე. სააკმაოდ ბევრი შეტყობინება მქონდა. ერთ-ერთი მათგანი გავხსენი. მოიცა, ლილიამ სთორიზე რატო დამთაგა. რაღაც არ მახსოვს რამე გადაგვეღოს ან რამე. გავხსენი და გამეღიმა. ჩემი და ფინის ვიდეო იყო. როგორც ჩანს დაგვინახეს დილით როგორც ჩანს დაგვინახეს დილით როგორ "ვერთობოდით". მერე მივხვდი რომ ამას მთელი მსოფლიო ნახავდა. პრინციპში ეს სწორედ ის იყო რაც გვჭირდებოდა. ამიტომ ქვევით ისე ჩავედი თითქოს არაფერი მომხდარა. რომ ჩამოვედი გოგონებმა გაკვირვებულებმა შემომხედეს. ალბათ ეგონათ ჩხუბს დავუწყებდი.
(გ) მილი?
ფრთხილად მკითხა გრეისმა. მე ლაღად მივუგე
(მ) რა იყო??
თან ყავა დავისხი.
(ლ) არ ბრაზობ?
(მ) რაზე?
ყავა მოვსვი. სეიდიმ კი ისევ ისეთი სახით შემომხედა, გამეცინა და გდამცდა. ხველება ამიტყდა. რომ დავწყნარდი ღიმილით მივუგე.
(მ) კარგით რა ხალხო ვიდეოსთვის თქვენს მოკვლას არ ვაპირებ. თან ეს საქმესაც ხელს შეუწყობს.
მაგრამ მერე სახე დავასეეიოზულე და მკვლელი მზერა დავირტყი სახეზე.
(მ) მაგრამ მეორეჯერ ჩემს დაუკითხავად მსგავს რამეს თუ გააკეთებთ გაგაქრობთ.
ხმაური მოისმა, დერეფანში გავედი და ფინი დავინახე რომელიც ასკინკილათი ჩამორბოდა კიბეზე. ცალი ფეხსაცმელი ხელში ჰქონდა. აშკარად აგვიანდებოდა. კინაღამ დაგორდა. გამეღიმა.
(მ) სად მიდიხარ?
ვკითხე და ყავა მოვსვი.
ჩამოაღწია, და ფეხსაცმლის ჩასაცმელად დაიხარა.
(ფ) სამსახური .
მერე ამომხედა.
(ფ) არ მითქვამს? ფოტოსესია მაქვს. უნდა წავიდე. მაგვიანდება. გნახავ პატარავ.
წელში გასწორდა, ლოყაზე ხელი მომკიდა, სწრაფად მაკოცა და კარებში გავარდა.
მოიცა, მოიცა, რა ქნა? რაღაც კარგად ვერ გავიგე. გადავახვიოთ.
წელში გასწორდა, ჰო ეს გასაგებია. ლოყაზე ხელი მომკიდა, ესეც ნაწილობრივ გავიგე. და სწრაფად მაკოცა, ხო, აი აქ დავიბენი... ეს რატომ გააკეთა? რის მიღწევას ცდილობს? ან საერთოდ ასე თბილად რატომ მექცევა? ან მე რატომ მსიამოვნებს მასთან ყოფნა? ან მის საქციელებზე რატომ მეღიმება? კაი. გავჩერდეთ. ძალიან ბევრი კითხვაა. ასე შეილება გავგიჟდე.
(ს) მილი კარგად ხარ?
მკითხა სეიდიმ, რომელმაც სამზარეულოდან გამოყო თავი. ჩემთან ახლოს ლილია დავინახე რომელსაც ჩემზე უფრო შოკირებული სახე ჰქონდა. მალე გრეისიც გამობარტყუნდა სეიდის გვერდით.
(გ) რა ხდება? რა გატყდა?
ახლაღა შევამჩნიე რომ ჭიქა ხელში არ მეჭირა. ძირში კი ნანსხვრევები ეყარა. უფს. ძირს დავიხარე და დაბნეულად დავიწყე აკრეფა. დამშვიდდი მილი. ეს უბრალოდ კოცნა იყო. ასე რატომ ნერვიულობ? ეს არაფერს ნიშნავდა. ლილიამ ღიმილით მკითხა.
(ლ) მილი, გუშინ ღამით რამე მოხდა
მე თავი გავაქნიე და ვკითხე.
(მ) შენც დაინახე?
მან უფრო დიდი ღიმილით დამიქნია თავი. ღრმად ამოვისუნთქე. ყოველი შემთხვევისთვის არ მომჩვენებია.
გრეისმა თვალები აატრიალა.
(გ) იქნებ გვითხრათ ასეთი რა მოხდა?!
ლილიამ ცეკვა დაიწყო.
(ლ) ვოლფჰარდმა ბრაუნს აკოცა! ჩვენი გოგო გაიზარდა.
ოდნავ გამეღიმა. სეიდიმ და გრეისიმ წივილ-კივილი და ხვევნა-კოცნა ატეხეს. თითქოს ფინს ხელი ეთხოვოს! ღმერთო მილი უკეთესი შედარება ვერ მოიფიქრე? მაინცდამაინც ეს რატომ ამოგიტივტივდა თავში.
და ჩემმა მეორე მემაც ამოიდგა ხმა.
-მე უკვე მილიონჯერ გაგაცანი მაგ გრძნობის და აზრების მიზეზი მაგრამ არ მისმენ.
-იმიტომ რომ იდიოტი ხარ. ნახვამდის.
გოგონები ერთმანეთში გადახვევას მორჩნენ და უზარმაზარი ღიმილებით მომაშტერდნენ.
(მ) ასე ნუ გიხარიათ. უბრალო პატარა კოცნა იყო. ფინმა ალბათ. ინსტიქტურად გააკეთა. ვერც კი მიხვდა ისე.
(ს)მერე რა?! მით უკეთესი თუ ამას ინსტიქტურად აკეთებს. ინსტიქტები არასოდეს ცდებიან. გამოდის ეს ისაა რაც ფინს უნდა.
(გ) თან ეგება ახლა მაინც გაანალიზო რომ მას ყოველთვის დიდი ლეკვის თვალებით უყურებ და დაფიქრდე ამის მიზეზზე.
(ლ) აუ იცით რა საყვარლობა იყო? ფინს თვალებზე შეატყობდით რომ ამას უგულოდ არ აკეთებდა. შეიძლება.ვერც მიხვდა რა გააკეთა ან არ ფიქრობდა ამაზე მაგრამ ეს უნდოდა.
(მ) თქვენ სუ დამაბნიეთ მე.
(ს) გულს გაჰყევი შვილო. და ის სწორ გზას დაგანახებს. ის სწორ არჩევანთან მიგიყვანს.
(მ) ან პირიქით.
(გ) ოოოო, არ მცალია მე თქვენი იდიოტონებისთვის. წავედი ჯეკს უნდა...
გაჩერდა.
ჯეკსოოო ?
(ლ) ოოოოოოო!
(ს) ხედავ შენ?
(მ) აბა რაო?! ჯეკს უნდა რაო???
გრეისმა ტუჩები გამობერა და გაიწელა.
(გ)ჯეეკსს უუნდაა შეევხვდეე?
(ლ) არა რა მილი. გრეისი რომ გაჯობებს ადამიანს.
(გ) ჰეი! მე და ჯეკი მხოლოდ მეგობრები ვართ!
(ს) ხო კინაღამ დაგიჯერე. აპ! სუ ეხლა. წადი სანამ დაგაგვიანდა პაემანზე.
გრეისს თითქოს ეხლა გაახსენდაო კარებისკენ დაიძრა შუა გზაში მობრუნდა და თვალები მოჭუტა.
(გ) ეს პაემანი არ არის!
მერე კარებში გაუჩინარდა.
(ს) იდიოტია. ისიც. შენც.
(ლ) და ეს თქვა სეიდი სინკმა.
(ს)?
(ლ) სერიოზულად, მე ერთადერთი ნორმალური ვარ ვისაც იმის თავი ჰქონდა რომ ბიჭისთვის გრძნობები აეხსნა.
(ს) და მე რა შუაში ვარ.
(მ) შენ კი თქვი რომ მეთერთმეტე კლასში ჩატოვება იდიოტის იარლიყს არ გაკრავდა.
(ს) არც მაკრავს. უბრალოდ ვერ მივხვდი რაზე ლაპარაკობთ.
(ლ, მ) ნოა =)
(ს) აა.
სეიდიმ თავი ჩაღუნა და სამზარეულოსკენ წავიდა.
(ლ) შეხედე ერთი არც უარყოფს!
(ს) რატომ უნდა ვუარყო. არაფრის არ მრცხვენია. დიახ. ვფიქრობ ნოა ძალიან საყვარელია. და შეილება უფრო მეტადაც მომწონდეს ვიდრე მეგობარი.
(ლ) ჰა ჰა ჰა! ძლივს! ნორმალური ადამიანი. აი ასე რა სეიდი. აღიარე.
დაიცალე. თქვი ყველაფერი. გრძნობები გულში არ დაიტოვო.
(მ) მგონი, შენ მასზე მეტად გიხარია.