გემით მგზავრობამ თითქმის ერთ თვეს გასტანა.
ჯონგუკს მთელი ამ დროის განმავლობაში ხმა თითქმის არ ამოუღია, მოწოლილ მელანქოლიას კი ზღვის ხედი უმძაფრებდა, რომელსაც ასე ძალიან შესჩვეოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.სახლივით ჰქცეოდა ტალღები, შხეფები და სილურჯე, ახლა კი მოგონებათა წყარო იყო უბრალოდ, რომელიც ღელვით გასდევდა ჰორიზონტის თხელ ხაზს.
მზე სუსტად ანათებდა, როდესაც გემმა ღუზა ბუსანის პორტში ჩაუშვა.
ერთი შეხედვით უბრალო გემსა ჰგავდა, არ ეტყობოდა რომ ყუმბარების კვამლის ფონზე გავიდა ზღვაში. ჯონგუკი ბარგის გარეშე ჩამოვიდა, არაფერი გადარჩენილა და ისიც ერთი ტანსაცმლის ამარა გაიჭრა თავის გადასარჩენად.დაბნეული დააბოტებდა, არც ენა იცოდა, ვერც ვინმეს სცნობდა, მაგრამ თავი უცხოდ არ უგრძვნია. მთელი ცხოვრება ის იყო, ვისაც განსხვავებული კანის ფერი და თვალის ჭრილი ჰქონდა, აქ კი ასეთი ერთი! ორი! სამი! ოთხი და მეტნიც იყვნენ.
გამვლელებზე მზერის შევლებით ჩაიარა და საქალაქო, ფართოდ დასახლებულ არეალში გააბიჯა. სადღაც მიეჩქარებოდათ, ზოგი საუბრობდა, ზოგი კი უბრალოდ ჩამომჯდარი ისვენებდა აციებულ დღეს. ჯონგუკი თითოეული მათგანის გამომეტყველებას, მიმიკასა და მოძრაობას აკვირდებოდა, თითქოს შეუცნობელ არსებებს შეისწავლისო.
ერთ-ერთი ბარის ტრაფარეტზე სიტყვა იცნო: ჰანოლი, ერთადერთი კორეული სიტყვა, რომელიც ბენჯამინ ვაგნერმა ასწავლა იმ იმედით, რომ როდესმე ბიჭი საკუთარ ფესვებს დაუბრუნებოდა და ცოდნას გაიღრმავებდა.
-იცოდე სიტყვა "ცა", ის კორეულად ჰანოლია, - უთხრა ერთ დღეს. - არ დაგავიწყდეს.
-დიახ.
-მისმენ?
-დიახ.
-დაიმახსოვრე.კარი ღრჭიალით შეაღო და ფართო ნაბიჯით გასცდა ზღურბლს. კონიაკის მკვეთრი სურნელი ეცა და უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ცხვირი. ბარი გავსებული იყო, მუშებს თავი მოეყარათ, ხორხოცითა და სასმელით ერთობოდნენ. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ჯონგუკმა სამიოდე ნახევრად ჩამწვარი ნათურა დათვალა.
YOU ARE READING
Hikaru
Romance"პოეტურად არაფერი სრულდება. მთავრდება და ჩვენ ვაქცევთ მას პოეზიად. ეს სისხლი ერთ დროს არ ყოფილა ლამაზი, არამედ - უბრალოდ წითელი."