-გეტყოდი, რომ შეცდი, როცა უყვირე, მაგრამ ამას თვითონაც ხვდები.ვხედავ, რა დღეში ჩაგიგდია თავი...
-შემიძლია დაგარიგო, ჭკუა გასწავლო, ისევ გაგარტყა, თუმცა შენი ბრაზისაც მესმის.. არაფერს აქვს აზრი, დროის უკან დაბრუნება რომ შეგვეძლოს, მაინც იგივეს იზამდი, არა? -
თეჰიონი ჩუმადაა. ჯონგუკი კი დაჯდა თუ არა, მისი მღელვარება უკუნითში გაუჩინარდა. სანამ შემოვიდოდა, ყოყმანობდა, ახლა კი, მის გვერდით რომ იყო, პირიდან მხოლოდ ჭეშმარიტი ფიქრებიღა ამოსდიოდა.
-მაგრამ არ შეგვიძლია, ამიტომ რას აპირებ? შენში ჩაბუდებული ბრაზის გამო ბოდიშს არ მოიხდი?
-ა-არ ვიცი, - ლუღლუღებს.
-აქ შემოსვლამდე ვნანობდი, რომ გაგარტყი. ახლა გიყურებ და ვფიქრობ... - ჩაეცინა. - სანამ კარი გაიღებოდა, ვერ ვფიქრობდი, ახლა კი ბევრი რამ მიტრიალებს თავში.. არ გაინტერესებს, რა?თავდახრილ თეჰიონს გახედა.
-ესეც გამოცდილებაა და ისიც, რაც ჰიჯესთან გააკეთე. გჭირდებოდა.
-რა?
-ახლა ტირი. ხომ ხედავ? გიყურებდი დიდ ხანს და ყველაფერს ყლაპავდი. ვხედავდი, როგორ ქვავდებოდი. უნდა გეტირა. ამას მაშინ ვერ ვხვდებოდი, ახლა - კი. არ უნდა გეტკინა მისთვის ასე, ეს იცოდე, მაგრამ ისწავლი.
-არ შემიძლია მის თვალებში ჩახედვა. მხოლოდ იმას ვხედავ, რომ ადამიანი, რომელსაც წლები ველოდი, იქ აღარ არის.-მხოლოდ ერთი რამ ვიცი ახლა..
-რა? - თავი ასწია და ჯონგუკს თვალებში ჩახედა, მკრთალი შუქის ფონზე კრისტალივით აბრწყინებული ცრემლები მოუჩანდა. თვალები უელავდა.
ბიჭი წამოიწია, თეჰიონისთვის თვალი არ მოუცილებია, მის წინ გადაძვრა და ფეხებთან დაუჯდა, მერე კი მისკენ გადაიხარა და ღია ვარდისფერი ბაგეები ახურებულ ლოყას შეახო, მარილიან სისველეს რომ დაეფარა. იგი ერთიანად გაშეშდა, გუგები გაუფართოვდა და პირი გააღო, მაგრამ ვერაფერი თქვა. ყურები აუწითლდა, ჯონგუკმა კი ცრემლები კოცნით შეუშრო. ესმოდა საკუთარი გულისცემა, სასიცოცხლო ორგანო როგორ აწყდებოდა ნეკნების გალიას.
YOU ARE READING
Hikaru
Romance"პოეტურად არაფერი სრულდება. მთავრდება და ჩვენ ვაქცევთ მას პოეზიად. ეს სისხლი ერთ დროს არ ყოფილა ლამაზი, არამედ - უბრალოდ წითელი."