sublime ecstasy that gave wings to the soul

419 80 35
                                    

          როდესაც კიონჰა შევიდა ჰიჯეს ოთახში და კარის ხმამ ჯონგუკი გამოაფხიზლა, მან ფანჯრიდან თეჰიონის მოხრილი სილუეტი დაინახა. მატრასიდან სწრაფად წამოხტა, შარვლის სწრაფად ჩაცმა უნდოდა, მცდელობაში კინაღამ იატაკზე გაინთხა. სანამ ბიჭი ქუჩას მიეფარებოდა, ჯონგუკი ორქიდეას იყო გაცდენილი. მოღუშული ცის ქვეშ მიაბიჯებდა კოპებ შეკრული. თმა აჩეჩილი მისდევდა ნაცნობს, აუტანელ სიგრილეში კი მხოლოდ სქელი ქურთუკი ათბობდა.

ბუსანის მოედნამდე სდია, სადაც იაპონელთა სამთავრობო შენობა იდგა. წითელი, მოჩუქურთმებული შენობის წინ აქა-იქ თუ გაივლიდნენ ჯარისკაცები. ასე დილა ადრიან კი გამვლელები უფრო იშვიათად. ჯონგუკი ქილებისა და ქვაბების მაღაზიას იყო ამოფარებული, გამყიდველის გაბრაზებულ, მისთვის გაუგებარ წამოძახილებს არად აგდებდა და ნაცნობ სილუეტს აყოლებდა თვალს. თეჰიონი შუაში გაჩერდა და ხის ფირფიტა გაშალა. 

რა ეწერა, ვერ ხედავდა, ან რომც დაენახა, რას წაიკითხავდა...

წვიმის წვეთები იგრძნო მის ხელებზე, მერე სახეზე, თმაზე... ბოლოს მოუმატა და თავსხმა წვიმის ქვეშ მოხვდა. თეჰიონს თვალს მაინც ვერ აშორებდა, რომლის სხეულიც თითქოს უფრო და უფრო პატარავდებოდა წყლის ნაკადის ქვეშ. მის გარდა ვინ დაინახავდა, ტრაფარეტზე შემოხვეული მტევნები ასე უმოწყალოდ რომ უცახცახებდა... 
იგრძნო, ვიღაც მხარზე როგორ ჩამოებღაუჭა. გამყიდველი ქალი იყო, შუახნის.აგდებდა.

-დამაცადეთ, ქალბატონო! - ხელი შეაშვებინა, მერე კი მობეზრებულმა ამოიოხრა და თეჰიონისკენ საბოლოოდ დაიძრა. 

ეტყობოდა, სციოდა. 
ეტყობოდა, სტკიოდა, 

მაგრამ მაინც გაჯიუტებული იდგა უძრავად. 

სანამ მის გვერდით აღმონდებოდა, სველი ქურთუკი გაიხადა, ასწია და გადააფარა თეჰიონს, რათა არ დასველებულიყო. ბიჭი შეირხა და გამოიხედა, თვალები გაუფართოვდა, როდესაც აწითლებული ჯონგუკი დაინახა. 

HikaruWhere stories live. Discover now