ჯონგუკი მხოლოდ მაშინ გრძნობს შიმშილს, როცა ხორცის სუნი აღწევს მასთან. ახლაღა უვლის გონებაში, რომ ორი დღეა არაფერზე დაუკარებია პირი, არც იუნგის უთქვამს რამე. გადაავიწყდა,რომ არსებობისთვის უნდა ჭამო, სვა, იძინო.. მხოლოდ სძინავს, ალკოჰოლს სვამს ხოლმე და.. დარდობს. რაც დაბრუნდა,თითქოს ნანობს. წავიდოდიო, იფიქრა, ცხრა მთას გადავივლიდი და მივაკითხავდი სიმშვიდესო.. არა, მაინც დარჩა. იჯდა და ხორცის ნაჭერს ციცქნიდა.
იუნგი ბრინჯს ჩხირით ჩიჩქნიდა, კიონჰა და თეჰიონი რაღაცაზე საუბრობდნენ. ბიჭი უეცრად ჩერდება და სიყრმის მეგობარს უბრუნდება:
-ჰიონ, - ამბობს თეჰიონი. -ომზე რამე გაიგე?
-კი. - თეფშს აშტერდება. ახლოს მჯდომი კიონჰა პასუხის მოლოდინში ირინდება. -ოსაკა დაბომბეს.თეჰიონმა ლუკმა მძიმედ გადაყლაპა.
-მეგონა იცოდით, - აგრძელებს იუნგი. -იაპონელები აქ წინ და უკან დარბიან, ჭიანჭველებით ერევიან ერთმანეთს. ბევრი მოკვდაო, ამბობენ.
-ბევრი?
-ყველაზე დიდია ოსაკა, ხომ იცი.. ჩვენებიც მიჰყავთ. გავიგე, დონმინიც წაუყვანიათ.
-რისთვის?
-გვამების გამოსატანად.სიჩუმე ჩამოწვა.
მხოლოდ ახლა გადმოიტანა ყურადღება მათზე ჯონგუკმა და იკითხა, რა ხდებაო. თეჰიონმა აღელვებული ტონით აუხსნა მომხდარი. ბიჭს სევდა შეეტყო, საზურგეს მიეყრდნო და ამოიჩურჩულა:
-არ იმსახურებენ.
-ამას არავინ იმსახურებს, - უპასუხა იუნგიმ და საბოლოოდ ჩაიდო ბრინჯი პირში.
-არა, მე.. - ლუღლუღებს, მერე ჩერდება. ცოტა ხანს უბრალოდ კედელს უყურებს, აფეთქება ახსენდება, ცდილობს დაივიწყოს, მაგრამ არ ქრება. აქ არის, ზედმეტად ცხადია, ზედმეტად რეალური. ხედავდა და ახსოვს, როგორ იფლითებოდნენ ჯარისკაცები ნაწილებად. ესმოდა და ახსოვს, როგორ ყვიროდნენ იარაღებით ხელში და ჯონგუკს მალავდნენ.მაგრამ არა, მან იმდენი ნახა, რამდენიც მათ
და საბოლოოდ ის გამოვიდა ცოცხალი მხოლოდ.
YOU ARE READING
Hikaru
Roman d'amour"პოეტურად არაფერი სრულდება. მთავრდება და ჩვენ ვაქცევთ მას პოეზიად. ეს სისხლი ერთ დროს არ ყოფილა ლამაზი, არამედ - უბრალოდ წითელი."