ზამთრის სუსხს მოეყინა შემოდგომისგან გადაყვითლებული ფოთლები და ფეხებქვეშ ხრაშუნობდა. თოვლი სინათლეში ცეკვავდა, ზღვის მოტანილ ქარს ბალეტს ეცეკვებოდა მათივე შექმნილ მელოდიაზე. ბუსანის ქუჩებს სითეთრე საბნად გადაჰფარვოდა, პატარა ქანდაკებები კი ცას უშვერდნენ სახეს მათი ახალი თეთრი ქუდის ქვეშ, სისველეს გაემუქებინა მათი თავდაპირველი იერსახე.
ბუსანი დაუმთავრებელ ნახატსა დამსგავსებოდა,
ამდენ თეთრ კანვასს თითქოს მხატვრის ხელიღა აკლდა, რათა ლამაზი ნახატი შექმნილიყო. არტისტის როლს გამვლელები ირგებდნენ, რომლებიც სრულიად გაუცნობიერებლად ქმნიდნენ ფიგურებს მათი ნაბიჯებით.ჯონგუკს გამყინავი ჰაერი კანზე ეამბორებოდა, ლოყებსა და ცხვირს მეწამულად უფაკლავდა. ტუჩი გამოუშრა და გაეყინა, თითქოს რომ დაელაპარაკა, ბგერები ნორმალურად არც ამოუვიდოდა პირიდან.
იდგა და სატვირთოს მოსვლას ელოდა, რომელიც გიმბაპის ინგრედიენტებს მოიტანდა მუყაოს ყუთებში ჩაწყობილსა და იაფფასიანი ძაფით გადაკრულს. შანსი დიდი იყო იმისა, რომ აქ მოტანისას ერთმანეთში აიზილა, ბრინჯი აიბნა, კვერცხი კი დაიმტვრა, მაგრამ სხვა გზა რა ჰქონდათ? უნდა მიეღოთ ის, რაც კი მოუხერხდებოდათ. იაპონელები ყველაფერს აკვირდებოდნენ და მიჰქონდათ.მანქანა გაჩერდა და მუქი კანის კაცი ჩამოხტა ხელების სავსავით. წამდაუწუმ იორთქლავდა ხელის გულებს. გრძელი თმა ჰქონდა, მხრებამდე სწვდებოდა. ცხვირი გრძელი ჰქონდა, კეხიანი, ყვრიმალები ჩავარდნილი. ასეთ კაცებს ხშირად ხედავდა ხოლმე ჰამბურგში. ჯონგუკთან მიირბინა.
-ღმერთო, როგორ ცივა, - ამოიხრიალა. - ციმბირს მაგონებს, გესმის? ციმბირს! იქ რომ ვიყავი, ძრავას ვერ გამორთავდი, თორემ გაიყინებოდა ეგრევე. მივდიოდი ღამე და ვხედავდი დიდი, დიდი მგლები როგორ დაძრწოდნენ ჩემს სიახლოვეს..
ჯონგუკს არაფერი ესმოდა, მხოლოდ ხელი აიქნია და გატეხილი კილოთი ამოთქვა:
YOU ARE READING
Hikaru
Romance"პოეტურად არაფერი სრულდება. მთავრდება და ჩვენ ვაქცევთ მას პოეზიად. ეს სისხლი ერთ დროს არ ყოფილა ლამაზი, არამედ - უბრალოდ წითელი."