ჯონგუკს წარსული აგონდება.
არა, შტრაუსი არა, არც ვაგნერები, ჯარისკაცები და ჰამბურგი. ახსოვს, ახსოვს რა მოხდა იქამდე, სანამ ტყეში მოხვდებოდა, მაგრამ მკრთალია. მილეულია მოგონებები და ხელს ვერ სჭიდებს დასაჭერად, ან არ უნდა რომ დაიჭიროს, რადგან სტკივა.
ახსენდება პატარა სახლი, სამკუთხედი სახურავითა და ფანჯრის დიდი ჩარჩოებით, ასასვლელი რამდენიმე საფეხურით და... სამზარეულო. იცის, აქ დედა უნდა მდგარიყო, რადგან...რადგან როცა ის და მამა ბრუნდებოდნენ სახლში, სულ დარიჩინის სუნი სწვავდა ნესტოებს, მაგიდაზე კი ორცხობილები ხვდებოდა.მაგრამ მაშინ, რომ დაბრუნდნენ... დედას ფეხები დაინახა. ეგდო.იატაკზე ეგდო.
-დედა, - საკუთარი ხმა ექოდ ჩასწივის ყურში. - დე, გაიღვიძე!
ახლა გრძნობს - ალკოჰოლი. ბევრი ბოთლი და მისი უსულო სხეული.. ახსოვს, მის წინ როგორ დაეცა მუხლებზე. პირიდან უცნაური ქაფი ამოსდიოდა, ნაწილი ტუჩის კუთხეს შემხმარიყო. თავი მარცხნივ გადაეგდო და თვალებდაჭყეტილს თვალები რომელიღაც უჯრაზე მისჩერებოდა. ქაღალდივით იყო ფერმკრთალი.
მერე თითქოს ლივლივებს, მეხსიერებიდან მოგონებები იფლითება, ღრმა წარსულიდან შემორჩენილი მონაგონარიდან აღარაფერი რჩება, გარდა იმისა, თუ როგორ აფარებს ცხვირ-პირზე ხელს მამა და ყურთან ჩურჩულებს:
-არ იტირო! არ გაბედო!
ისიც ემორჩილება - არ ტირის.
ვერც ახლა ტირის, როცა ასე ძალიან სჭირდება ეს.
როდესაც თეჰიონის თითები იგრძნო მისი კისრის გარშემო, რომლებიც იზიდავდნენ მისკენ, თავის გათავისუფლება არ უნდოდა. დარჩა, ნება მისცა ეკოცნა, ნება მისცა მისი ნათალი თითები აესრიალებინა თავის თმაში და წამით მიენდო კიდეც, სანამ დაღად ამოკაწრულმა აკრძალვამ არ ასწვა ჯონგუკს გონებაში: ეს არ შეიძლება.და თავის დასჯა მოუნდა.
ო, როგორი აუტანელია ეს შეგრძნება...
წამოდგა და სველი ფეხსაცმელი გაიხადა, მერე შარვალი, სვიტერიც... ოთახის ბოლოში მოისროლა ყველაფერი და დანამული სხეული გაბზარულ სარკეში შეათვალიერა, რომელიც იუნგის სთხოვა, თუ არ იყენებ, მომეციო.
მისი სხეული იყო... ბიჭის. ფემინურობის ნატამალიც არ ეტყო მის შრამიან და თმიან კანს. არ ჰგავდა ქალებს, რომლებიც აკაჯარას ვოლვანში ენახა, ან ჰამბურგში, ან ორქიდეაში.
YOU ARE READING
Hikaru
Romance"პოეტურად არაფერი სრულდება. მთავრდება და ჩვენ ვაქცევთ მას პოეზიად. ეს სისხლი ერთ დროს არ ყოფილა ლამაზი, არამედ - უბრალოდ წითელი."