გემი პორტს რამდენიმე საათში მოადგა და ყიჟინით ჩაუშვა ღუზა.
წესით ყველას უნდა სძინებოდა, კიდევ ერთი დღის დაწყებამდე უნდა დაესვენათ, თუმცა ამბის გაგებისთანავე ყველა გამოვიდა გარეთ. დაღლილი, მაგრამ გახარებული სახეებით იდგნენ ჩირაღდნებითა და სანთლებით ხელში, რომელიც კამკამა ოკეანეს ოქროსფერ სინათლედ ეღვრებოდა.
გულის ფანცქალით ელოდნენ, როდის გამოჩნდებოდა გემი ბნელ ჰორიზონტზე და გაუნათებდა მათ ჩამოღამებულ შიგნეულობას,ააწევინებდა ლეჩაქმოხდილ თავებს.ნეტავ რას გვიშვრება მოლოდინები...
ერთი ჯარისკაცის დაყვირების შემდეგ ჟანგიანი კიბე ხრიგინით ჩამოუშვეს. თეჰიონი შეტორტმანდა, სასიცოცხლო ორგანო ლამის ხელში ეჭირა. კიონჰა თავის ოჯახთან იყო, საკუთარი დის დაბრუნებას ელოდა. გოგონები გამოჩნდნენ. სუსტები იყვნენ, ფერმკრთალები, ღონე-მიხდილები... ბიჭი ათრთოლებული ელოდა ნაცნობი სახის ხილვას, თითოეულ სახეს აკვირდებოდა: აი,ერთს სქელი ტუჩები ჰქონდა, თვალთან ხალი, მეორეს თხელი ტუჩები და მონაცრისფრო თვალები, მესამეს ბოტოტა თითები ჰქონდა..
-ჰიონ, სად არის ჰიჯე? - სასოწარკვეთილი კითხულობს, კოპები შეუკრავს. -რატომ ვერ ვხედავ!
-გამოჩნდება, სად წავა.. მერწმუნე, მოვა, აუცილებლად მოვა.. - იუნგი ბუტბუტებდა და ვერ გაიგებდი, თეჰიონს უფრო ამშვიდებდა იგი, თუ საკუთარ თავს. ჯონგუკი მათ უკან იდგა, არ სურდა ჩარევა, თან არც ესმოდა, რაზე საუბრობდნენ. ნეტავ, თუ გამოჩნდა უკვე..-მოვკვდები, ჰიონ! მოვიდეს, რა.. ასე ვეღარ დამტოვებს, გესმის? ბოროტებაა! ვერ გავძლებ, იუნგი, - ლუღლუღებს, ფეხები ეკვეთება, მონატრებისგან სული ეწვის. მერე ნაბიჯს დგამს უკან და ჯონგუკის სხეულს ეყრდნობა. სულ ცოტაც და...
მაღალი გოგო ჩამოლასლასდა, მხრებამდე მოკლე თმა, ტილოს გრძელი ქვედაკაბა და ლურჯი გახუნებული თხელი სვიტერი.. ვერ ცნობს, ნეტავ ვინ არის? წვივზე ლაქა აქვს, ისევე როგორც...
YOU ARE READING
Hikaru
Romantizm"პოეტურად არაფერი სრულდება. მთავრდება და ჩვენ ვაქცევთ მას პოეზიად. ეს სისხლი ერთ დროს არ ყოფილა ლამაზი, არამედ - უბრალოდ წითელი."