-შეგიძლია დაგვტოვო, ჯონგუკ?
-დარწმუნებული ხარ?
-ჰო. წადი.თეჰიონი ზღურბლიდან არ ინძრევა, სანამ დადარდიანებული უმცროსი თავს არ უქნევს და გვერდს არ უვლის. აუტანელი სიჩუმე ბატონდება, ჰიჯე აწყლიანებული თვალებით მისჩერებია უფროს ძმას, რომელსაც სახეზე ემოცია აღარ ატყვია. მიირბენს მასთან, ჩაეხუტება და მერე? შემდეგ რა იქნება? როგორ უნდა ანუგეშოს და, როდესაც თვითონ ვერ მიუღია ასე უეცრად ახელილი სიმართლე?
ხელები უკანკალებს, ფეხების თრევით მიდის საწოლისკენ და ჰიჯესგან ზურგით ჯდება.-ბოდიში, ჰიჯე... - სიტყვები იღვრება, სამარისებურ სიჩუმეს ალღობს, თან როგორ.. -ბოდიში, რომ გიყვირე. ბოდიში, რომ ძმობა ვერ-
-არაფერი თქვა.
-ჰიჯე.
-თეჰიონ.მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა ბიჭი განადგურებული ენახა, მაინც უკვირს. ვერ ცნობს ფიგურას, რომელიც მის საწოლთან ჩამომჯდარა გაციებული თვალებით და ხელები უკანკალებს. იქნებ იმიტომ, რომ მან მოისმინა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიგო. შეაღწია, მაგრამ ბოლომდე ვერ მოიცვა.
-ყველას დავხოცავ. ყველა იაპონელს დავხოცავ, გეფიცები. არცერთს ვაცოცხლებ, - ტრანსში გადაშვებული ჩურჩულებს. ჰიჯეზე მეტად საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ამას გააკეთებს. წავა და იჩხუბებს, ყველას მიწასთან გაასწორებს, მერე მათი ყველას გაქრობა ამოუთქმელ ბრაზს სინანულად გარდაქმნის და ასე იცხოვრებს, ოღონდ მთავარია, რომ ისინი აღარ იქნებიან.
-შენ თუ მოგკლეს, მერე რა ვიღონოთ?
-არ მოვკვდები.
-არ გაცოცხლებენ. არავინ გაცოცხლებს. ჩვენ არავინ ვართ. არარაობების ბრაზი კი არავისთვის ნიშნავს რამეს.ჯონგუკთან საუბარი ახსენდება. ის ეწინააღმდეგებოდა, აფრთხილებდა, რომ არა, ასეთი არაფრის გაკეთება შეიძლება. იაპონელებს არ უნდა ეურჩო, თუ შენი და გარშემომყოფების სიცოცხლე ჩალის ფასად მაინც გიღირს. თეჰიონს უღირდა, თან ყველაზე ძვირადღირებულ ალმასზე მეტად.
YOU ARE READING
Hikaru
Romance"პოეტურად არაფერი სრულდება. მთავრდება და ჩვენ ვაქცევთ მას პოეზიად. ეს სისხლი ერთ დროს არ ყოფილა ლამაზი, არამედ - უბრალოდ წითელი."