ხანდახან ისეთი შეგრძნება მეუფლება ხოლმე, რომ მინდა ჩემი ტკივილი ფიზიკურიც იყოს. არა მხოლოდ ვგრძნობდე, არამედ - ვხედავდე კიდეც, ხელის შეხება შემეძლოს.
სიგარეტის კვამლი ჰაერში რგოლებად დატრიალდა, ცოტათი სუნთქვა უჭირდა, ოდნავ ახრჩობდა კიდეც ეს სიმწარე ამ საწამლავისა, რომელსა თეჰიონი ესოდენ ხშირად იყენებდა. ხელები მაღლა ჰარმონიულად აღმართა და თვალები მილულა. გრძნობდა პირველ წვეთებს წვიმისას.
ხანდახან ვგრძნობ, რომ ცხოვრება გრძელი მელოდიაა. აქვს მაღალი ნოტები და დაბალიც, იმედგაცრუებაცა და კმაყოფილებაც.
აცეკვდა თავისი მოუქნელობით, თვალები ერთხელაც არ გაუხელია. სიგარეტის ღერი კბილებით ეჭირა, სანამ წვიმამ სულ არ ჩააქრო.
ხანდახან ვგრძნობ, რომ...
ნიაღვარივით მოდიოდა ემოციები და იგი გასაქანს აძლევდა, მაგრამ არა - ცრემლებით. უკვე შეეჩვია კიდეც, რომ აღარ წამოვა. რამდენადაც უნდა ეტკინოს, ეს მარილიანი სითხე არ მიაკითხავს მას. მიიღო კიდეც - უბრალოდ ასეთია. ჯონგუკი არ ტირის.
ცხოვრება ზედმეტად ლამაზია ამდენი მელანქოლიისთვის.
ზოგჯერ სიტყვების სათქმელად სულაც არაა საჭირო პირის გაღება, ან ბგერების მოშველიება. შესაძლებელია მოძრაობამ, თვალებმაც კი ისაუბრონ და მოგითხრონ ისტორიები და ტკივილები,რომლებიც ყელში ამოკაწრულა და ვერაფრით ამოითქმის.
ჯონგუკი ენდობოდა ამ სიტყვებს, მთელი ცხოვრება ასე ლაპარაკობდა, უბრალოდ არავის ესმოდა. იქნებ არც იყო საჭირო, გაეგოთ. არ იყო საჭირო ყველას სცოდნოდა, რა ინახებოდა ამ ახალგაზრდა სხეულსა და გონებაში, რას გრძნობდა ეს უმწეო სასიცოცხლო ორგანო, რომელიც წამდაუწუმ აწყდებოდა ნეკნების გალიას.-ხმაური შემომესმა, - ესმის იუნგის გაუბედავი ხმა. მოულოდნელობისგან ხტება და ცეკვას წყვეტს.
-არაფერია, - სწრაფად პასუხობს და ორქიდეისკენ მიდის. გალუმპულია, თმები ყალყზე უდგას. ახლა არ აწყენდა თბილი საბანი და მხოლოდ ახლა ხვდება ამას.
-არ არის საჭირო, გამირბოდე. ერთად ვცხოვრობთ, - მისი ტონი მშვიდია.
YOU ARE READING
Hikaru
Romance"პოეტურად არაფერი სრულდება. მთავრდება და ჩვენ ვაქცევთ მას პოეზიად. ეს სისხლი ერთ დროს არ ყოფილა ლამაზი, არამედ - უბრალოდ წითელი."