ლიფტის კარი გაიღო,მეც შიგნით შევედი,პირველი სართულის ღილაკისთვის უნდა დამეჭირა,როდესაც ტელეფონი დამივარდა.
-ფუ შენი..-რა ლედი ვარ ნუუ!! ჩემთვის ჩავილაპარაკე და დავიხარე,მაგრამ ამ ქუსლიანების გამო ფეხი გადამიბრუნდა და წავიქეცი.ცოტაც მაკლდა და შევიგინებოდი.
-როცა სიარული არ იცი ქუსლიანები არ უნდა ჩაიცვა-ლიფტში ახლახანს შემოსულმა ფიგურამ მკლავში ხელი მომკიდა და ამაყენა.
-შენი უკბილო კომენტარები შენთვის დაიტოვე-თმა გადავიყარე,რათა ჩემი ,,გადამრჩენელი" დამენახა. პირი დავაღე და წამოვიყვირე
-შენნ?!-ეშმაკურად გაიღიმა,მე წარბები შევკარი და ხელი გამოვგლიჯე
-იმაზე მალე შევხვდით ერთმანეთს ვიდრე მეგონა.
-დამწყევლეს თუ რა არის?!-ხმამაღლა დავიძახე და მაღლა ავიხედე.
-თუ დაწყევლისას ყოველდღე შენ გნახავ,ვისურვებ ყოველდღე დაწყევლილი ვიყო-თვალი ჩამიკრა,მე კიდე თვალები ავატრიალე
-ეს ფრაზა რომელი საუკუნის გადმონაშთია?-ნიკაპზე ხელი მოვიკიდე და ვითომ დავფიქრდი-მგონი 18საუკუნის რომელიღაც წიგნში ამომიკითხავს.-წარბი ამიწია,მე კიდე გველურად გავუღიმე. ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით,შემდეგ მკითხა
-გასაუბრებაზე მოხვედი?-გაკვირვებულმა გავხედე,ამას აჩოტები უნდა ვაბარო?
-რა შენი საქმეა?
-რა უჟმური ყოფილხარ,ღმერთო ჩემო!-ამოიოხრა.
-ვისთან როგორ.
-ჩემთან უნდა იყო ყველაზე მხიარული,შენ ჯერ კიდევ არ იცი ვის ელაპარაკები.
YOU ARE READING
FOREVER MY PRINCESS (დასრულებულია)
Romanceბელი 19 წლის მდიდარი გოგონაა,არაფერი აკლია,ყველაფერი აქვს,მაგრამ ის არასდროს იყენებს მის სიმდიდრეს მეგობრების შესაძენად,მაინც ყველაფერს თავისი შრომით აღწევს.ერთ დღესაც გაიგო,რომ მამამისი მის ბიზნესმენზე გათხოვებას აპირებს,ბელი ამას ვერ ეგუება და სახ...