მაღვიძარის ხმა მახსენებს,რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში.უცებ წამოვხტი და საწოლზე ხტუნვა დავიწყე.
-ამანდააა!!ადექიი!!დროზეე!!!
-დამაძინე!!
-ცნობისთვის შენც წასასვლელი ხარ!!-ხტუნვას არ ვწყვეტდი.
-1 კვირის მერე ნახე როგორ განწყობაზე იქნები-თავისთვის ჩაილაპარაკა,წამოდგა და აბაზანაში გავიდა. საწოლიდან ჩამოვხტი და პირდაპირ კარადას მივაშურე. მინდა ჩავიცვა ისე,როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეეფერება,რადგან გუშინ იქ გოგოებს რომ დავაკვირდი,ყველას მოტკეცილი კაბები და მაღალქუსლიანები ეცვათ და როდესაც ჩემი უბრალოდ კაბით დამინახეს,ერთი-ორის გამოკლებით,ყველამ ამრეზით შემომხედა.
-ამანდდა!რა ჩავიცვა?-გავძახე.
-კაბაა!!-როგორც ჩანს კბილებს იხეხავდა.კაბა?კარგი აზრია,უბრალოდ კაბების უმეტესობა სარაფანი მაქვს,ყვავილებით და ა.შ. მაგრამ სანამ ზაფხულია შევირგებ,მაგრამ... სამსახურის პირველი დღეა და არ მინდა არასერიოზულის შთაბეჭდილება დავტოვო,ისედაც 19წლის არა მგონია ამხელა კომპანიაში,ვინმემ სერიოზულად მიმიღოს,მაგრამ თითოეულ მათგანს დავუმტკიცებ,რომ მათზე დიდი გამოცდილება მაქვს,ბოლობოლო ბიზნესში პატარაობიდან ვარ ჩართული.
ათასი ქვედაბოლო და პერანგი გადმოვიღე,ბოლოს როგორც იქნა რაღაც შევუხამე ერთმანეთს და მოვიზომე.
მგონი ცუდი არაა ხო?სარკის წინ დავტრიალდი,უცებ ამანდაც შემოვიდა,მეგონა კარგ კომენტარს მოვსიმენდი მაგრამ..
YOU ARE READING
FOREVER MY PRINCESS (დასრულებულია)
Romanceბელი 19 წლის მდიდარი გოგონაა,არაფერი აკლია,ყველაფერი აქვს,მაგრამ ის არასდროს იყენებს მის სიმდიდრეს მეგობრების შესაძენად,მაინც ყველაფერს თავისი შრომით აღწევს.ერთ დღესაც გაიგო,რომ მამამისი მის ბიზნესმენზე გათხოვებას აპირებს,ბელი ამას ვერ ეგუება და სახ...