ჰარი მალევე წავიდა,სამსახურში საქმეები ჰქონდა.იმ დღის მერე კი აღარ მინახავს,ისე ვამბობ გეგონება 5 წელი გავიდა მას მერე,სულ რაღაც 1 დღე იყო გასული.დღეს კი უკვე გამგზავრების დღეა,ჰარიმ მე გამოგივლიო,მე,შენ და ნაილი ერთად წავიდეთო,მეთქი ნო პრობლემმ!!
-აბა,შენ იცი,ნაილიკოს მიმიხედე.
-ვინმე თუ შეხედავს მენდე,თვალებს დავთხრი.
-შენი იმედი მაქვს.
-გიჟო-უკვე ჩავალაგე ყველაფერი,მეც გავემზადე,ახლა კიდევ ჰარის ველოდები.-იცი?ცოტა მეშინია.
-რატო?-დაფეთებულმა მკითხა.
-მამაჩემიც იქ რომ იყოს,მერე რა ვქნა.
-კაი რა!რამდენი ხანი უნდა ემალო,დაგინახოს!!ხედავდეს,რომ უკვე დამოუკიდებელი ქალი ხარ და აღარაფერში გჭირდება.
-კი მაგრამ,შენც იცნობ მამაჩემს,სულ იმას იღებს რაც უნდა,მეშინია იქიდან უკვე გათხოვილი არ ჩამოვიდე.
-მაგაზე არ იდარდო,ვინმე შეგეხება და ჰარი ძირიანად მოთხრის.
-ვიცი-გამეცინა და შორტი გავისწორე,უცებ კიდე გარეთ სიგნალი ატყდა.გამიკვირდა,ფარდა გადავწიე დდა ფანჯრიდან გადავიხედე,მაშინვე ჰარის მანქანა დავინახე,ფანჯრიდან თავი გადმოყო და კოცნა გამომიგზავნა. გამეცინა და წამოვხტი.
-წავედი მე!
-ვიტირეებბ!!გაგაცილებ.
-არა,დარჩი,თორე შენ ცრემლებს რომ დავინახავ მეც ვიტირებ.
-კაი ხოო!!მოდი გაკოცო-ტუჩი გადმოვაგდე და რაც ძალი და ღონე მქონდა ჩავეხუტე,ორივე ლოყაზე ვაკოცე და ვუთხარი
-დამირეკე ხოლმე!
-შენც არ დამივიწყო!-ცრემლები მოგვდიოდა.
-ისე ვტირით გეგონება 2 წლით ვემშვიდობებით ერთმანეთს-ორივეს სიცილი აგვიტყდა,როდესაც კარზე ზარი გაისმა.
-ჰარი იქნება-კარისკენ სირბილით წავედი,გავაღე და ჩემი მზე ბიჭი დავინახე.
YOU ARE READING
FOREVER MY PRINCESS (დასრულებულია)
Romanceბელი 19 წლის მდიდარი გოგონაა,არაფერი აკლია,ყველაფერი აქვს,მაგრამ ის არასდროს იყენებს მის სიმდიდრეს მეგობრების შესაძენად,მაინც ყველაფერს თავისი შრომით აღწევს.ერთ დღესაც გაიგო,რომ მამამისი მის ბიზნესმენზე გათხოვებას აპირებს,ბელი ამას ვერ ეგუება და სახ...