საპირფარეშოში მაკიაჟი შევისწორე,რადგან ტუჩის კუთხეში ცოტა ჩამომედღაბნა (თუ როგორცაა). ის გოგოც შემომყვა,სარკის წინ დადგა და ვითომ თვითონაც ლაინერი შეისწორა.
-მოდი პირდაპირ გკითხავ,რამე პრობლემა გაქვს?-ერთი ხელით ნიჟარას დავეყრდენი,მეორეთი კი დოინკი შემოვირტყი.
-ძალიან გამომწვევად გაცვია-სიცილი ავტეხე.
-ამას მეუბნება ქალი,რომელიც ფაქტობრივად სამსახურში მხოლოდ პიჯაკით მოვიდა. მომისმინე საყვარელო,თუ პატარა და გამოუცდელი გგონივარ,მოდი გეტყვი თუ რაოდენ ცდები-თითი მკერდზე მივადე და მისკენ სვლას არ ვწყვეტდი,ის კი უკან იხევდა -ამიტომ,ჩემგან თავი შორს დაიჭირე-ბოლოს გავუღიმე.
-საკმარისია! შენი თავი ვინ გგონია?
-ვინც მგონია მგონი უკვე ვთქვი ხო?-კვლავ სარკეში ყურება განვაგრძე.
-შენ ჯერ კიდევ არ იცი ვისთან დაიჭირე საქმე!-ანთებული თვალებით შემომხედა.
-5 ცენტიან ძუკნასთან?-წარბი ავუწიე და გავხედე.
-ახხ!!!-თმა მხარს უკან გადაიყარა და გავიდა,მე კი სიცილი ამიტყდა.
ტელეფონში ამანდას მივწერე,რომ უკვე მოვედი და ერთი გოგო მოვსვი ადგილზე.ჩემს თავზე გამეცინა და საპირფარეშოდან გამოვედი,როდესაც ჩემს ადგილას მივაშურე,ელიმ მითხრა
-მისტერ სტაილსი უკვე აქაა,ყავა უნდა,მეც შევუტანდი,მაგრამ შენი ნახვაც უნდა.
-ამმ..კარგი და როგორი ყავა უყვარს?
-შავი უშაქროდ.
-გასაგებია.-როგორი კაციცაა ეგეთი გემოვნება აქვს ყავაშიც. ყავის აპარატი იქვე იდგა,რომელსაც გვერდით ათასნაირი ჭიქა ჰქონდა დალაგებული,მაგრამ არა ერთჯერადები. ერთი ჭიქა ავიღე და თვალებმოჭუტული დავაკვირდი,მაგრამ ლაქა ან ჭუჭყი ვერსად ვნახე. სწრაფად ჩამოვასხი შავი ყავა,პატარა ყავისფერ ლანგარზე დავდე და ელისთან მივედი.
YOU ARE READING
FOREVER MY PRINCESS (დასრულებულია)
Romantizmბელი 19 წლის მდიდარი გოგონაა,არაფერი აკლია,ყველაფერი აქვს,მაგრამ ის არასდროს იყენებს მის სიმდიდრეს მეგობრების შესაძენად,მაინც ყველაფერს თავისი შრომით აღწევს.ერთ დღესაც გაიგო,რომ მამამისი მის ბიზნესმენზე გათხოვებას აპირებს,ბელი ამას ვერ ეგუება და სახ...