ქუჩაში მივდიოდი ნელა და აუჩქარებლად. წუთის წინ მომხდარი თავიდან ამოვიგდე და ნერვებიც დავიოკე. უცებ კი სონიასგან ზარი შემოვიდა
-გისმენ,სონია.
-გარეთ გამოვედი და ტანსაცმელი სად მოგიტანო?
-ჩემი ოქრო ხარ!!ახლა ამანდასთან წასვლას ვაპირებდი,მაგრამ პირდაპირ სახლში მივალ.მისამართს გამოგიგზავნიი და მოდი კაი?
-კარგიი!-ტელეფონი გავთიშე და უცებ ამანდას გადავურეკე
-აბა,არ მოდიხარ?
-გოგო,სონიამ დამმირეკა ტანსაცმელი წამოგიღეო,ხოდა სახლში მივალ და იქ მომიტანს,შენ კიდე დამირეკე 5 წუთით ადრე სანამ წამოხვალ და რაღაცეებს გავამზადებ.
-აუუძაან მაინტერესებს რეები მოხდა!!
-დღეს იცი რამდენჯერ შევრცხვი?პროსტა ზოგ-ზოგიერთებს თავიანთი ადგილი მივუჩინე.
-ჩემი გოგო ხარ ნუუ!!!-გავიცინეთ და ტელეფონი გავთიშე. სონიას გავუგზავნე მისამართი და ახლა ფეხს ავუჩქარე და ისე გავემართე სახლისკენ.
გზაში ძაალიან ბევრ რამეზე ვფიქრობდი და ვერც გავიაზრე ისე მივადექი სახლის კარებს. გუშინ როცა ფილმს ვუყურებდით,ამანდამ მეორე გასაღები მომცა,რომელიც ახლა ჩანთიდან ამოვაძვრინე და კარს მოვარგე,გადავატრიალე და შევაღე. გასაღები იქვე ჯამში ჩავაგდე,ჩანთა მოვიხსენი,ფეხსაცმელები გავიხადე და პირდაპირ დივანზე დავეხეთქე.
ნერვიულობამ მომიცვასამსახურში რომ არ ავეყვანე?მაგრამ იმ გოგომ ხომ მითხრა,ვინც ვნახეთ დღეს ყველას ჯობიხარო. რავიცი,ვნახოთ რა იქნება,იმედია ღმერთი არ გამწირავსს. გულაღმა ვიწექი დივანზე და თვალები მეხუჭებოდა,როდესაც კარზე ზარი გაისმა.
-სონიააა!!-დავიყვირე და წამოვხტი.კარებს ვეცი და გავაღე,დავინახე თუ არა ჩემი საყვარელი აღმზრდელი მაშინვე შევახტი.-მომენატრეე!!!
YOU ARE READING
FOREVER MY PRINCESS (დასრულებულია)
Romanceბელი 19 წლის მდიდარი გოგონაა,არაფერი აკლია,ყველაფერი აქვს,მაგრამ ის არასდროს იყენებს მის სიმდიდრეს მეგობრების შესაძენად,მაინც ყველაფერს თავისი შრომით აღწევს.ერთ დღესაც გაიგო,რომ მამამისი მის ბიზნესმენზე გათხოვებას აპირებს,ბელი ამას ვერ ეგუება და სახ...