ონალინ სკოლა და ჯანდაბა ამათთ!!დავალებების გამო გვიან მომიწია დადება
ოთახიდან გავედი,ორივე მხარეს გავიხედე,არავინ ჩანდა,თავი დავხარე და კიბეებისკენ წავედი. ნელა ჩავდიოდი,მაგრამ მერე გავიაზრე,რომ ასე ყველას თვალში მოვხვდებოდი,ამიტომ საშუალო ტემპით ჩავედი პირველ სართულზე. ცოტა ხანი გავჩერდი და ირგვლივ მიმოვიხედე.
-ყველაფერი სწრაფად გააკეთეთ!არავითარ შეცდომას არ უნდა ჰქონდეს ადგილი!-გავიგე მამაჩემის გამყინავი ხმა,შემეშინდა,არ მინდოდა დავენახე,იქვე მაგიდიდან ხელსახოცი ავიღე,ცხვირთან მივიტანე,ვითომ ვიხოცავდი და ისე ავუარე მამაჩემს გვერდი. თვალი გამომაყოლა,ჩაიფრუტუნა და კვლავ შენიშვნების მიცემა გააგრძელა. უფფ,ამოვისუნთქე,მგონი გადავრჩი.ამას ვფიქრობდი როდესაც პიჯაკში გამოწყობილი ბიჭი დავინახე.მგონი ესაა პოლი,დედამისს რაღაცას ეუბნებოდა,მოღუშული სახე ჰქონდა,როგორც ჩანს მასაც არ უნდა ქორწილი.
გადავწყვიტე სწრაფად მემოქმედა,ხელსახოცი უფრო ავიფარე და ეზოდან პირდაპირ მთავარ ჭიშკარს მივუახლოვდი,სადაც დაცვა მელოდა.
-სად მიდიხარ?-ერთ-ერთმა მკითხა.აქ დამჭირდა ჩემი სამსახიობო ნიჭი,,2ჯერ დავახველე და ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი.
-აფთიაქში უნდა გავიდე.-მხრები აიჩეჩეს დაცვის ბიჭებმა,ჭიშკარი გააღეს და გამატარეს. ღრმად ჩავისუნთქე,ფეხს ავუჩქარე და ქუჩაში გავედი. სახლს უკან გავხედე,დავინახე ის ოთახი საიდანაც ვიყურებოდი,გამახსენდა თუ საით დავინახე ჰარი და იმ მიმართულებით წავედი. ჩქარა მივდიოდი და თვალებით ჰარის ვეძებდი.
-სად ხარ?სად..-ვჩურჩულებდი,ხელსახოცს ხელში კი მაგრად ვუჭერდი. უცებ ვიღაცამ ხელი ჩამავლო და იქვე პატარა ოთახში,როგორც მერე გავარკვიე საწყობი იყო. სიბნელეში სწრაფადვე გავარჩიე ნაცნობი ნაკვთები.
-ჰარიი..-ხმადაბლა ვთქვი.
-ბელ,ჩემო პრინცესავ-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე მოწყურებული მეცა,ავყევი და ხელები მხრებზე დავალაგე.
YOU ARE READING
FOREVER MY PRINCESS (დასრულებულია)
Romanceბელი 19 წლის მდიდარი გოგონაა,არაფერი აკლია,ყველაფერი აქვს,მაგრამ ის არასდროს იყენებს მის სიმდიდრეს მეგობრების შესაძენად,მაინც ყველაფერს თავისი შრომით აღწევს.ერთ დღესაც გაიგო,რომ მამამისი მის ბიზნესმენზე გათხოვებას აპირებს,ბელი ამას ვერ ეგუება და სახ...