GOOD NEWS!

2.1K 112 19
                                    

  სახლში მივედი თუ არა,პარკები ძირს დავალაგე და ფეხსაცმელები გავიძრე.

-მოვედიი!!-დავიძახე და პარკები სამზარეულოში  შევიტანე.სკამზე დავესვენე და სონიამ გაკვირვებულმა გამომხედა.

-გეგონება ეგ მაღაზია 2 კილომეტრში იყო,რა აწითლებული სახე გაქვს?

-მართლა?-სახეზე ხელები მოვიკიდე.-ხო რავი,ძაან ცხელა გარეთ.-ნავაჭრი ამოვალაგე და ზოგი კარადაში და ზოგიც მაცივარში შევდე.უცებ დავაკვირდი,რომ სონიას ალუბლის შიგთავსიც მოემზადებინა,ვაშლის შემდეგ,ალუბლის ღვეზელი მიყვარს საოცრად!!

-ამდენი ხანი სადაა ამანდა?

-აბა მე რა ვიცი,ხო იცი როგორი ზოზინაა?-გავიცინე-აუ შევალ მე ხო? წყალს გადავივლებ და რომ გამოვალ ღვეზელებიც მზად იქნება.

-ხო მიდი,თორე რომ შემოხვედი ოფლის სუნი შემომაფრქვიე.

-რა გულწრფელობაა ნუუ!!-კვლავ სონიას მიერ მოტანილ ჩანთებში ჩავძვერი,ამოვიღე შამპონი,ბალზამი,ტანის სპრეი და სახის მოვლის სხვადასხვა საშუალებები. შევიყოლე გამოსაცვლელი და პირსახოცი.

-სონიაა!! ტელეფონზე თუ ვინმემ დარეკა უპასუხე!!-აბაზანიდან გავძახე.

-კაიი!!-იმანაც გამომძახა,მე გამეღიმა და აბაზანაში შევედი. საოცრებაა გრილი წყალი ზაფხულის ცხელ დღეებში. ჯერ თმა დავიბანე,მერე ფეხები გავიპარსე,ბოლოს კი სახეც დავიბანე.ბარემ ხელით გავრეცხე ჩემი გუშინდელი კაბა და წინდები.ყველაფერი იქვე გადავკიდე და ტანსაცმლის გამოცვლა დავიწყე.

ყველაფერი იქვე გადავკიდე და ტანსაცმლის გამოცვლა დავიწყე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
FOREVER MY PRINCESS (დასრულებულია)Where stories live. Discover now