-ჰარიი-რასაც ჰქვია კისერზე ჩამოეკიდა,რაზეც თვალები ავატრიალე,მგონი ამას ჩემს დასანახად უფრო აკეთებდამ,მაგრამ ნეტა მალე შეიგნოს,რომ საერთოდ არ მაინტერესებს. ჰარის რეაქციაზე სიცილი ძლივს შევიკავე,ისეთმა შეხედა თითქოს ყელზე გველი ჩამოკიდესო,არა ეს სოფი თუ ვიღაცა მართლა გველია,მარა ჰა..
-სოფი,მომშორდი-ცივად უთხრა ჰარიმ,გველმა ვითომ ვერც გაიგო.
-მე წავალ,თორე სადაცაა გული ამერევა.-ვთქვი და კარისკენ წავედი,მაგრამ ჰარიმ როგორც იქნა სოფი მოიშორა და პირით მანიშნა ,,მერე დავასრულებო", მე კიდე ვითომც ვერაფერი დავინახე ისე გამოვედი კაბინეტიდან. ჩემს მაგიდასთან დავჯექი და კვლავ საბუთების კითხვა განვაგრძე.
-რა უნდოდა მისტერ სტაილსს?-მკითხა ელიმ.
-რა ვიცი, სამსახურში პირადი ურთიერთობების ადგილი არ არიო და ა.შ.
-ისეე შენ და ნაილი..უჰუუ-წარბები ამითამაშა.
-არა ,ხო არ გაგიჟდი!! არც ერთად ვართ და არც ერთმანეთი მოგვწონს,მეგობრები ვვართ.
-გაასგებია-ორივე საბუთებს მივუბრუნდით. 15 წუთის შემდეგ ჰარის კაბინეტიდან სოფი გამოდის,პომადა თითქმის წაშლილი ჰქონდა და ყველას დასანახად ისწორებდა,როდესაც ჩემს მაგიდას გვერდით ჩაუარა თვალი ჩამიკრა და წავიდა.
-ძუკნა-ვთქვი.
-ჰა?მე მითხარი რამე?-მკითხა ელიმ.
-აარაფერი,შენ არაფერი.
-ისე მორჩი ?
-კი,შენ?
-მეც,ხოდა შევუტანოთ ეს საბუთები.-ფეხზე წამოდგა,მეც საბუთები მოვაგროვე და გავუწოდე.
-მე რომ არ შემოვიდე რამეა?-უცოდველი თვალებით შევხედე.
-არა,შენც უნდა წამოხვიდე,ჩემი ასისტენტი ხარ და ჩემთან ერთად უნდა იყო.
-ხოო,კარგი..-ოხვრით წამოვდექი,საბუთების რაღაც ნაწილი გამოვართვი და გავემართეთ მისი კაბინეტისკენ.ელიმ კარზე დააკაკუნა და შეაღო. ჰარი სკამზე იჯდა,რამდენიმე ღილი ჩახსნილი ჰქონდა,აქა-იქ კი წითელი ტუჩსაცხის ლაქები ეტყობოდა. პროსტა იცი რა მიკვირს? ჩემთან ჰარი ისე იქცეოდა,თითქოს სოფი არ აინტერესებდა, წუთის შემდეგ კი ოპაცც!! ჰარიმ ჩვენსკენ გამოიხედა და პირდაპირ თვალებში მომაჩერდა,მე კიდევ ელის მივაშტერდი
YOU ARE READING
FOREVER MY PRINCESS (დასრულებულია)
Romanceბელი 19 წლის მდიდარი გოგონაა,არაფერი აკლია,ყველაფერი აქვს,მაგრამ ის არასდროს იყენებს მის სიმდიდრეს მეგობრების შესაძენად,მაინც ყველაფერს თავისი შრომით აღწევს.ერთ დღესაც გაიგო,რომ მამამისი მის ბიზნესმენზე გათხოვებას აპირებს,ბელი ამას ვერ ეგუება და სახ...