კომპანიიდან ისე გამოვედი ,რომ ჰარი არ შემხვედრია. ვერაფერზე ვფიქრობდი,შიშს ვყავდი მოცული. მამაჩემი რომ მოსულიყო ამ კომპანიაში? ძალით რომ წავეყვანე? სიარულიც აღარ შემეძლო,ამიტომ ტაქსი გავაჩერე.
თავი ფანჯარას მივადე და ცრემლები გადმომცვივდა
-კარგად ხართ,მის?-მზრუნველად მკითხა მძღოლმა.
-დიახ,მადლობა-ცრემლები მოვიწმინდე და ყველანაირად ვეცადე,რომ სახლში მისვლამდე არ მეტირა.გზა იწელებოდა,არ სრულდებოდა.. უცებ სონიამ დამირეკა
-როგორ მიდის სამსახურის პირველი დღე?-გაისმა მისი მუდამ მხიარული ხმა.
-უკვე სახლში მივდივარ.
-რა ხმა გაქვს?ყველაფერი კარგადაა?
-ახლა ტაქსიში ვზივარ და სახლში რომ მივალ ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებო-ხმა ამიკანკალდა.
-არ ინერვიულო,პრინცესაც.ყველაფერი კარგად იქნება,მე შენთან ვარ.-გამეღიმა.
-მადლობა სონია.-ტელეფონი გავთიშე და თვალები დავხუჭე,ამდენი ცრემლის შეკავებისგან უკვე მეწვოდა და ასე მეგონა ვეღარც გავახელდი.
-მოვედით,მის-როგორც შემეძლო გავიღიმე,ფული მივაწოდე და ძლივს გადმოვედი ტაქსიდან. კორპუსის კიბეებს ნელა ავუყევი,ჩქარა სიარული არც შემეძლო. ერთ-ერთ საფეხურზე ჩამოვჯექი და თავი კედელს მივადე. ღრმად სუნთქვა დავიწყე,რადგან ვგრძნობდი,რომ ჰაერი არ მყოფნიდა. ბოლოს როგორც იქნა წამოვდექი და სახლშიც მივედი. კარები გავაღე და პირდაპირ საწოლზე დავწექი. არც ფეხზე გამიხდია,არც ტანზე,პატარა ბავშვივით მოვიკუნტე,ბალიში ჩავიხუტე და ტირილი დავიწყე.ტელეფონი ავიღე და სონიას დავურეკე,მისი თანადგომა მართლა მჭირდებოდა
-სონია-ამოვისლუკუნე.
-ახლა ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი.
-კომპანია,სადაც ვმუშაობ,მილერებთან აფორმებს კონტრაქტს-ტირილი დავიწყე.-ზეგ შეხვედრაა,მამაც იქ რომ იყოს?
YOU ARE READING
FOREVER MY PRINCESS (დასრულებულია)
Romanceბელი 19 წლის მდიდარი გოგონაა,არაფერი აკლია,ყველაფერი აქვს,მაგრამ ის არასდროს იყენებს მის სიმდიდრეს მეგობრების შესაძენად,მაინც ყველაფერს თავისი შრომით აღწევს.ერთ დღესაც გაიგო,რომ მამამისი მის ბიზნესმენზე გათხოვებას აპირებს,ბელი ამას ვერ ეგუება და სახ...