ძალიან დაღლილი ვიყავი,თან ალკოჰოლმაც მაინც თავისი ქნა და ოპ,ჩამომეძინა ჰარის მკლავებში.მოდი გეტყვით რა მახსოვს,სანამ ძილბურანში გავეხვეოდი,მანამდე გავიგე მანქანის კარის გაღების ხმა და ვიგრძენი არც ძაან რბილი და არც ძაან მაგარი ზედაპირი.ამის შემდეგ ვსო,აღარაფერი მახსოვს.
______
როცა ჩემი 7 საათიანი სრული ძილი მივიღე,საწოლში კარგად გავიზმორე და თვალები გავახილე. პირველი შავი-თეთრში შეღებილი ჭერი დავინახე,რომელიც საერთოდ არ მეცნო,ნერვიულობა დავიწყე,თუმცა როდესაც გვერდით მძინარე ჰარი დავინახე,წამში დავმშვიდდი.გუშინ მომხდარი ყველაფერი გავიხსენე.ადამიანების უმეტესობას ნაბახუსევზე არაფერი ახსოვს,მე კი სრულიად ყველაფერი მამახსოვრდება. ვუყურებდი ჰარის უმშვენიერეს სახეს.გრძელი წამწამები,მარწყვისფერი ტუჩები,აპრეხილი ცხვირი,მისი გარეგნობის ნებისმიერ გოგოს შეშურდება და ხო,რა თქმა უნდა,არ გამოგვრჩეს მისი უულამაზესი თვალები,რომელიც როდესაც ჰარი ბედნიერია ღია მწვანეა,როდესაც გაბრაზებული მუქი ჭაობისფერი. ვიხსენებდი გუშინდელ ამბებს,თავში ხელი შემოვვირტყი, ,,რა დებილი ხარ ,ბელ" ,გავიფიქრე და თავი კვლავ ბალიშზე დავდე.
ანუ რა გამოდის,ჩემმა უფროსმა გუშინ მაკოცა და ისე შემეხო,როგორც არავინ,მერე მე ყელში ვუკბინე და ხო არ დაგავიწყდეთ,დღეს მე მის სახლში ვიღვიძებ.უცებ ტვინში რაღაცამ დამარტყა,იქნებ მე და ჰარის რამე გვქონდა..შანსი არაა,ამ ჩემი მდგომარეობით არ ისარგებლებდა,მაგრამ მაინც ნერვიულობა დავიწყე.საბანი ოდნავ გადავწიე და როდესაც დდავინახე,რომ მაისური მეცვა ოდნავ დავმშვიდდი. მაგრამ ჩემი კაბა?ნუთუ ჰარიმ გამხადა?ვაი,დედა გული!!
რაც უფრო ვიხსენებდი თუ როგორ შევირცხვინე თავი,მით უფრო ჰაერი აღარ მყოფნიდა. ჰარის ერთი ხელი ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული,მეც ძაალიან ფრთხილად გადავაწევინე და წამოვდექი. აბაზანა ოთახშივე იყო,ამიტომ დიდად ძებნა არ დამჭირვებია. სანამ ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე გადავალ,გეტყვით,თუ რა საოცრად იყო მოწყობილი ჰარის ოთახი ,გემოვნება არ აკლია ამ ადამიანს.მიუხედავად იმისა,რომ ბნელი ოთახები არ მიყვარს,ამ ინტერიერით მაინც მოვიხიბლე.
YOU ARE READING
FOREVER MY PRINCESS (დასრულებულია)
Romanceბელი 19 წლის მდიდარი გოგონაა,არაფერი აკლია,ყველაფერი აქვს,მაგრამ ის არასდროს იყენებს მის სიმდიდრეს მეგობრების შესაძენად,მაინც ყველაფერს თავისი შრომით აღწევს.ერთ დღესაც გაიგო,რომ მამამისი მის ბიზნესმენზე გათხოვებას აპირებს,ბელი ამას ვერ ეგუება და სახ...