ჰარი ერთ-ერთი სავარძელის კიდეზე ჩამოჯდა (აი იქ ხელებს სადაც დებენ ხოლმე),თმა უკან გადაიყარა და მომაშტერდა.
-აბა,რა ხდება?-გამომცდელი მზერა მომაპყრო.
-რავი არაფერი,რა უნდა ხდებოდეს-ზურგს უკან ხელები წავიღე და თვალი ავარიდე,ასე ვიცი ხოლმე ტყუილის თქმის დროს.
-ნუ მატყუებ,გგონია სულელი ვარ>
-არა,ეგ როგორ იფიქრეთ.
-როცა მარტო ვართ ეს თქვენობით მიმართვები არ გვინდა.
-კარგი. -თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი,როდესაც ოდნავ წამოიწია,წელზე ხელები მომკიდა და მის ფეხებს შორის დამაყენა.არ ვიცოდი სად წავსულიყავი. ჰარი თან მაბნევდა და თან ენით აღუწერელ სიამოვნებას მანიჭებდა.მისი პატარა მოქმედებებიც კი ჭკუიდან მშლიდა. კვლავ იჯდა,ხელები ჩემს წელზე დაესვენებინა და გამიმეორა.
-ბელ,რა ხდება?
-არა მგონია ამაზე სასაუბროდ დრო იყოს.
-შენთვის დრო ყოველთვის მაქვს.-თვალები გამინათდა,ლამისაა ცრემლებიც წამომივიდა,ეს შეამჩნია,გამიღიმა და ლოყაზეხელით მომეფერა.-ახლა კიდევ მომიყევი,ერთად ყველაფერს გადავწყვეტთ.
-ანუ..მართლა არ მინდა თავს ჩემი პრობლემები მოგახვიო..-თავი დავხარე.ნიკაპზე ხელი მომკიდა ,ამაწევინა და თვალებში შემომხედა.
-მაგას ნუ ამბობ,თორე მეგონება რომ არ მენდობი.-ცალი წარბი ამიწიარაზეც გამეცინა.მიუხედავად იმისა,რომ სულ რამდენიმე დღეა ვიცნობ,მის მიმართ ნდობა მაქვს.
-კარგი..-ამოვიოხრე-მამაჩემი...
-ვიცი,რობერტ რიჩარდსონი.
-საიდან იცი?
-შენ რა გგონია პირველივე შეხვედრისას ვერ გიცანი?-პირი დავაღე და თვალები ვჭყიტე.
-საიდან?-დოინჯი შემოვირტყი,გაიცინა და უფრო ახლოს მიმიზიდა.
-ერთხელ თქვენთან ვიყავი,ხოდა,მაშინ დაგინახე.
-მე რატო ვერ დაგინახე?-ხელები გადავაჯვარედინე.
YOU ARE READING
FOREVER MY PRINCESS (დასრულებულია)
Romanceბელი 19 წლის მდიდარი გოგონაა,არაფერი აკლია,ყველაფერი აქვს,მაგრამ ის არასდროს იყენებს მის სიმდიდრეს მეგობრების შესაძენად,მაინც ყველაფერს თავისი შრომით აღწევს.ერთ დღესაც გაიგო,რომ მამამისი მის ბიზნესმენზე გათხოვებას აპირებს,ბელი ამას ვერ ეგუება და სახ...