თავი 1

1.7K 61 17
                                    

ცხოვრება მართლაც უცნაურია, არასოდეს იცი რას გიმზადებს. მეც სწორედ მისი გაურკვევლობის მსხვერპლი ავღმოჩნდი. თავს მუდამ სხვებისგან განსხვავებულად ვგრძნობდი და ასეც იყო. განსხვავებული აზრები, ოცნებები და მიზნები გამაჩნდა. დიახ ოცნებები, მეოცნებე ვარ. შეიძლება ზედმეტად მეოცნებეც კი. ჩემი აზრით თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ააგოს ოცნებების კოშკი და დროთა განმავლობაში მათი ჯერ მიზნათ დასახვა შემდეგ კი ახდენა მოვახერხოთ.
ადამიანები მეტად საშიშნი ვართ, სწორედ ამიტომ მეგობრებს მუდამ სიბრთხილით ვარჩევდი. დროთა განმავლობაში "body language" ეგრედწოდებული სხეულის ენა ვისწავლე. მართალია კარგად შესასწავლად წლები დამჭირდა, თუმცა მერწმუნეთ, ეს ამად ღირდა. ნელნელა ვამცირებდი ჩემს სამეგობრო წრეს, საბოლოოდ კი ერთადერთი მეგობარი ლილე დამრჩა. (ჩემთვის ლულუ). და ხო მე რადა გელოვანი ვარ. ჩემი მშობლები ქეთათო სანიკიძე და ირაკლი გელოვანი გახლდათ, ადამიანები რომლებთანაც მოგონებებიც კი არ მაკავშირებენ, მხოლოდ მათი რამდენი მეფოტო და ნივთიღა გამაჩნია. მე თათამ და ჯაბამ აღმზარდეს. ჯაბა დედაჩემის ბიძაშვილია ხოლო თათა მისი მეუღლე. (ასევე დედაჩემის ძველი მეგობარი). ყოველთვის მიკვირდა როგორ შეიძლება სხვისი შვილი ასე ძალიან გიყვარდესთქო. თაკო მუდამ ეჭვიანობდა რადგან ფიქრობდა რომ მისი მშობლები ჩემთან უფრო დიდ დროს ატარებდნენ. დღეს ჩემი მეთვრამეტე დაბადების დღეა. ანუ უკანასკნელი წერილის გახსნის დღე. დედაჩემი სანამ სიცოცხლეს სუიციდით დაამთავრებდა 16 წერილი დამიტოვა. მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ორი წლის ვიყავი. ჯაბა და თათა ყოველ დაბადების დღეზე თითო წერილს მაძლევდნენ (ისე როგორც დედამ სთხოვა). ეს ერთადერთი მიზეზი იყო რის გამოც ჩემი დაბადების დღე მიხაროდა. დღეს შვიდი ივლისია, თვალები გავახილე თუ არა ლოგინზე წერილი დამხვდა. ხელში დავიჭირე, თვალებიდან უგზაუკლოდ გამოქცეული ცრემლები მოვიწმინდე და კონვერტი გავხსენი.
"რადა ძვირფასო, ახლა წესით თვრამეტი წლის უნდა იყო, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა გხედავდე, გულში მჭიდროდ ჩაგიკრა და გითხრა რომ მამას გავხარ, არ ვიცი, იქნებ შენში ჩემი ნაწილიც იპოვო, ვიცი რომ გგონია არ მიყვარდი, ალბათ ფიქრობ სხვა რა მიზეზი უნდა ჰქონდეს დედას რომ ორი წლის შვილი ამ ვეებერთელა სამყაროში მშობლების გარეშე დატოვოს, თუმცა ასე არ არის. ყველა და ყველაფერზე მეტად მიყვარდი ძვირფასო. შენი ერთი ღიმილიც საკმარისი იყო იმისთვის რომ ჩემი ცხოვრებისთვის ხალისი შეგემატა, თუმცა მომიწია არჩევანი გამეკეთებინა, ეს მხოლოდ და მხოლოდ შენთვის გავაკეთე, იმისთვის რომ კარგ ადამიანებთან ერთად გაზრდილიყავი. მერწმუნე მე იმ დედობას ვერასოდეს გაგიწევდი რომელსაც იმსახურებ, რომელსაც თათა გიწევს. არ მინდოდა გულ გატეხილი დედის შემხედვარე შენს თვალებზე ცრემლი შემენიშნა. არ მინდოდა უბედური ყოფილიყავი, არ მინდოდა ჩემი ბედი გაგეზიარებინა და ჩემს მდგომარეობას შენზე თუნდაც მცირედი გავლენა მოეხდინა, ირგვლივ მიმოიხედე საყვარელო, მე ვერ მოგცემდი იმ ყველაფერს რაც ახლა გაგაჩნია, თუმცა არის რაღაცეები რაც მემკვიდრეობით გერგო. მიყვარხარ საყვარელო, იმაზე მეტად ვიდრე შენ გგონია, თუნდაც ერთ დღეს სიამოვნებით გავატარებდი შენთან ერთად, შენს ოცნებებსა და მიზნებზე მომიყვებოდი, ბიჭებზე, შენს მეგობრებსა და პირველ სიყვარულზე, თუმცა შენი მომავლისთვის ამ ყველაფრის დათობა მომიწია, უბრალოდ იცოდე რომ მიყვარხარ და მამაშესც უზომოდ ეყვარებოდი შენსშესახებ რომ სცოდნოდა"
კითხვა დავასრულე თუ არა ოთახში სიმღერ-სიმღერითა და ტორტით ხელში თათა ჯაბა და ოთარი შემოვიდნენ. ოთარი ბაბუაჩემია, მამაჩემის მამა, თუმცა ის ჩემი ნამდვილი მამის, ირაკლის მამაა და ამ ქვეყნად მისი ერთადერთი ოჯახის წევრი ვარ. სასწაულად მოსიყვარულე ადამიანია, ალბად ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარს რომ მამაჩემს სწორედ მისი სიტყვებიდან ვიცნობ.
"რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს რადას, დაბადების დღეა"
-სურვილი ჩაიფიქრე
საყვარელო. -თათას სახე უბრწყინავდა. ჩუმად ჩავითქვი სურვილი და მას ტორტი გამოვართვი, შემდეგ საოჯახო სელფი გადავიღეთ და ვთხოვე ქვევით დამელოდეთთქო რადგან მოვმზადებულიყავი.
უბრალო და ყოველდღიური ტანსაცმელი ჩავიცვი და დედაჩემის ყელსაბამი გავიკეთე, ის ჩემს მეცამეტე წერილში იდო, ყელსაბამი რომელიც მამამ აჩუქა. კიბეებზე ნელნელა მივაბიჯებდი და თან ყელსაბამს ვეფერებოდი. ორსართულიანი სახლი დიდი ეზოთა და აუზით, გრძელი ყვავილებით მორთული ბილიკი, ეს სწორედ ის ადგილი იყო სადაც გავიზარდე, თუმცა ბაბუაჩემის სახლშიც ასევე დიდი დრო მაქვს გატარებული. ქვევით ჩავედი და თათამ ხელში საჩუქარი შემაჩეჩა, გავხსენი და თავიდან გაურკვეველი სახით შევცქეროდი.
-სამ კვირიანი ტურია ჰავაიზე. ჯაბამ შეარჩია, იმედია
მოგწონს. -აღფრთოვანებული ვიყავი, ჰავაიზე წასვლა ვის არ უნდა. მიტუმეტეს კარგი ფოტოების გადაღებას შევძლებ, ფოტოგრაფია ჩემი ერთერთი ჰობია და თუ რაიმე ჩამივარდებოდა ხელში იმწამსვე ფოტო აპარატს ვიმარჯვებდი. შემდეგ ბაბუაჩემის საჩუქრისგახსნა დავიწყე, ვნახე თუ არა გახარებისგან არ ვიცოდი სად წავსულიყავი. ეს იყო Canon Eos 80D ფოტოაპარატი. ხო გითხარით ოცნებები ხდება მეთქი. ამ დროს ლულუ შემოვიდა.
-გილოცავ ჩემო საყვარელო. იმედია მოგეწონება. -მითხრა და ზურგს უკან დამალული ყუთი მომცა.
-მადლობა ლუ, ახალი ალბომი აშკარად მჭირდებოდა. -ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს მუდამ ვბეჭდავ და ალბომში ვინახავ. ლუმ ყოველთვის იცოდა რა უნდა ეჩუქებინა.
ესეც პირველი თავი

ანგელოზები არ კვდებიან (დასრულებული)Where stories live. Discover now