თავი 10

533 40 36
                                    

3 აგვისტო
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, ამას მოსდევდა წინა ღამეზე ფიქრი რომლის გახსენებასაც მართლაც გულმოდგინედ ვცდილობდი.
-ანუ წვეულება, შემდეგ ის იდიოტი მოვიდა, მერე დათასთან ერთად დავლიე ერთი ჭიქა, ნუ დანარჩენი ხუთი დათას გარეშე დავლიე. შემდეგ რა მოხდა? ჯანდაბა რადა, მიდი გაიხსენე, ნუ ცოტნე მომადგა ამდენს ნუ სვამო, მეც შევუტიე თავი დამანებე მეთქი. რაღაცეები ვებოდიალე და იმედია არ გამახსენდება, ისედაც საკმარისად ვარ გაბრაზებული საკუთარ თავზე, კარგი გავაგრძელოთ, ცოტნე არ შემეშვა, ძალიან მთვრალი ხარო, და...არა ეგ მე არ ვარ, სერიოზულად რადა? ცოტნეს ზედ აღებინე? ღმერთო რა სირცხვილია, ასე როგორ დავთვერი. იმედი მაქვს თვითონ ჩემზე მეტი დალია და არ ახსოვს. როგორღაც ავდექი და ტანსაცმელი ჩავიცვი, ვიფიქრე სახლიდან შეუმჩევლად გავალ და იმ იდიოტს თავს ავარიდებ სირცხვილი რომ არ ვჭამო მეთქვი მაგრამ მე და იღბალი ვეღარ ვმეგობრობთ. ოთახებიდან ერთდროულად გამოვედით, "ნივიჟუ" ჩავურტყი მაგრამ ვინ მაცადა.
-ალკოჰოლის პრინცესა
ნაბახუზევზეა? -ალკოჰოლის არ ვიცი მაგრამ ეს ბიჭი მალე მკვლელ პრინცესად მაქცევს.
-ნუ ეხა ვის არ მოსვლია. -ამგვარი გზით ჩემი ჭკუით სირცხვილს თავი ავარიდე. იქნებ სახლი მაინც დავტოვო შეუმჩნევლად მეთქი.
-ძვირფასო როგორ ხარ? -გამიკვირდა ჯაბა ამ დროს სახლში რომ ვნახე, ძირითადად ადრე მიდის ხოლმე სამუშაოზე.
-კარგად ჯაბა, შენ?
-მეც კარგად.
-კარგია, ახლა მეჩქარება, საღამოს გნახავ. -სამყაროსგან თავის არიდების შემდეგი მცდელობა.
-დამელოდე, რითი მიდიხარ?
-ფეხით, რითი უნდა წავიდე?!
-იქნებ ამით გეცადა? -მითხრა და გასაღები მესროლა.
-გარეთ გაიხედე. -კარი გავაღე და ბაღში გავედი.
-მოიცა...ეს ჩემია? -ვუთხარი როდესაც სიხარულისგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი. მანქმებში ვერ ვერკვევი და მოდელსა და სისწრაფეს წამებში ვერ დაგისახელებთ, თუმცა ზუსტად ის იყო რაც მინდოდა.
-ქეთათო ტარება იცი ხომ
ასეა? -ბრთხილი მზერით შემათვალიერა.
-ნუ თეორიულად კი.
-თუ ასეა ცოტნემ იცის, ცოტნე დაკავებული თუ არ ხარ რადას რამდენიმე საათი დაუთმე. -არა მომესმა აშკარად, ისეთი უიღბლოც არ ვარ მართლა ეს რომ ეთქვა.
-რა პრობლემაა. აბა რადა, სად მივდივართ? -რას ნიშნავს პრობლემა არაა? მგონი ჩემს წინააღმდეგ მთელმა სამყარომ შეკრა პირი. იმ მანიაკთან ერთად მანქანაში არ ჩავჯდები.
-ჯაბა არ არის საჭირო, ნუ შევაწუხებთ ცოტნეს, სანდროს დავურეკავ. -ჯანდაბა ჯანდაბა და ჯანდაბა, ეს ღა მაკლდა ზუსტად, იმედია ამაზე მაინც დამთანხმდება.
-არა რადა რა შეწუხებაა. სიამოვნებით გასწავლი ტარებას. -მოიცა მეჩვენება თუ სამაგიეროს გადახდას ცდილობს? არა, ხომ ვამბობ ეს ბიჭი მკვლელად მაქცევსთქო. სახეზე "ვერ გადამირჩები" მეწერა, ის კი ისეთი კმაყოფილებით იყო შემოსილი უფრო და უფრო მინდებოდა მისი დახრჩობა.
-წავიდეთ? -როგორ შეუძლია ასეთი უემოციო იყოს, არც არაფერი უკვირს, მაქსიმუმ სიამაყე ან კმაყოფილება შეატყო. კითხავზე პასუხი არც გამიცია, პირდაპირ მანქანაში ჩავჯექი , სახეზე კი ბრაზი დამკრავდა.
-დარწმუნებული ხარ რომ საჭესთან დაჯდომა გინდა რადა? თვით მკვლელობაზე არ ვიცი რა აზრის ხარ მაგრამ მე აშკარად არ მინდა ამ ასაკში სიკვდილი. -არა, ნერვებზე მოქმედებს უკვე მის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა.
-არ არის პრობლემა ჩემითაც გავუმკლავდები. -ვუთხარი და ფანჯარა ავწიე, უკვე მანქანის დაძვრას ვაპირებდი როდესაც კარი გაიღო და გვერდით ცოტნე მომიჯდა.
-რადა მანქანის ტარება საერთოდ იცი? თუ პირველად ეხები საჭეს და მეც საცდელი ვირთხა ვარ?
-ვიცი, ნუ ნერვიულობ. -ნუ სინამდვილეში მძღოლის ადგილას არასოდეს ვმჯდარვარ, მხოლოდ თეორია ჩავაბარე, ისღა დამრჩენია ვილოცო.
-რადა წინ იყურე.
-დიდი სიამოვნებით შევასკდებოდი რამეს თუ დარწმუნებული ვინქნები რომ შენ ვერ გადარჩები. -გულზე მომეშვა როდესაც ეს ვუთხარი, ახლა ჩემი დამოკიდებულება მაინც იცის.
-ეგრე ძალიან გძულვარ? -ცოტნე და მისი სასტიკად ცინიკური მზერა.
-მძულხარ? მოიცა მეღადავები ხო? "დენი" ქვია თურმე, ამდენი ხნის განმავლობაში მადებილებდი, საკუთარი თავი მეც კი სულელი მგონია, და მეკითხები მძულხარ თუ არა? იმ ფაქტს რით ახსნი რომ ჩემი ნახვა არც კი გაგკვირვებია? დეიდაშენის სახლში მნახე, არც კი გაგკვირვებია და გინდა მითხრა არ იცოდი? ამჯერად ვერ გამასულეებ ცოტნე თუ დენ თუ ვინც ხარ საერთოდ.
-არ გინდა მანქანა მანამ გააჩერო სანამ ორივე აქვე მოვკვდებით და ვისაუბროთ?
-მაცინებ, რაზე უნდა ვისაუბროთ?
-საქართველოდან წლების წინ წამოვედი, მამაჩემის დამოკიდებულება ვეღარ ავიტანე, საფრანგეთში წავედი და ფეხზე წამოვდექი, ვმუშაობდი და პარალელურად ვსწავლობდი, საბოლოოდ საკმარისი ფული შევაგროვე რომ საკუთარი თავისთვის კარგი ცხოვრება მომეწყო. ჰავაიზე ერთი თვით დასასვენებლად ვიყავი ჩამოსული. ცოტნე საქართველოში დავტოვე, სახელი ცხოვრება, ყველაფერი და დენი გავხდი, ჩემი მიზნებისთვის მივისწრაფოდი, შემდეგ დედაჩემი გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში, მანქანის საჭესთან მამაჩემი იჯდა, ის უნდა მომკვდარიყო და არა დედა, თუმცა როგორც ყოველთვის ყველაფერი არასწორად ხდება, უფრო შემძულდა ის ადამიანი, დაახლოებით ათი დღის წინ გარდაიცვალა, ვიღაცამ სიკვდილამდე სცემა მაგრამ არც კი მაინტერესებს ვინ ან რა მიზეზით. როგორც ჩანს საკუთარ შეცდომებზე პასუხი აგო. ჰავაიდანაც სწორედ ამიტომ წამოვედი. იმის შესახებ რომ თათასთან ცხოვრობ მაშინ გავიგე როდესაც საავადმყოფოში იწექი და შენი ტელეფონი მქონდა, ვიდეო ჩატით გირეკავდა, ამიტომაც არ გამკვირვებია გუშინ შენი დანახვა. ახლა იცი სიმართლე, კიდევ ბრაზობ? -ანუ რადგან სიმართლე მიამბო დამნაშავე აღარ არის? მანქანა გავაჩერე და გადმოვედი.
-მალე დავბრუნდები. -ვუთხარი და ხუთსართულიანი ბინის სადარბაზოში შევედი. ეს სწორედ იმ ფსიქოლოგის სახლია, ის ერთადერთი ადამიანია ვისაც შეუძლია დედაჩემის ნამდვილ ემოციებსა და განცდებზე მიამბოს. ღრმად ჩავისუნთქე და კარზე დავაკაკუნე. კარი არც თუ ისე მოხუცებულმა დედაკაცმა გამიღო, 50-55 წლის იქნებოდა.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-გამარჯობა, მე რადა გელოვანი ვარ, ქეთათო სანიკიძეს ქალიშვილი, შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვათ?
-ღმერთო რადა, დედაშენს ძალიან ჰგავხარ, მან მითხრა რომ მოხვიდოდი, არ შემცდარა. -და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო კომპლიმენტი, სიტყვები რომლებმაც ყველაზე დიდი ბედნიერება მომანიჭეს. სახლში შემიპატიჟა.
-მან? ვინ?
-დედაშენმა, მითხრა რომ მიპოვიდი და მასზე მკითხავდი.
-შეგიძლიათ დედაჩემის შესახებ მომიყვეთ?
-ის საოცარი ადამიანი იყო, იმაზე მეტად უყვარდი ვიდრე გგონია და შესაძლებელია. ყვენაირად ცდილობდა მის ტკივილს გამკლავებოდა, სწორედ შენ იყავი ერთადერთი რამ რაც მას ძალას ჰმატებდა, თუმცა არ უნდოდა მის განცდებს შენზე ემოქმედათ. მე ვერ შევძელი მისი დახმარება და ამას ძალიან ვნანობ. იცი? შენს მშობლებს წარმოუდგენლად უყვარდათ ერთმანეთი, მათი სიყვარული ბედნიერ დასასრულს იმსახურებდა. მამაშენს სახლი ჰქონდა ბათუმში, მამაშენის გარდაცვალების შემდეგ შენ და ქეთათო იქ ცხოვრობდით, მან მითხრა რომ შენთვის ეს მომეცა დარწმუნებული ვარ იქ იპოვნი იმას რაც გაინტერესებს. -მითხრა და ხის ყუთიდან გასაღები ამოიღო. მისი მონაყოლის მოსმენისას ცრემლები მომადგა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო, უფრო მეტი მჭირდებოდა, უფრო მეტი მაინტერესებდა. დავემშვიდობე და ვუთხარი რომ კვლავ ვესტუმრებოდი. კიბეზე ჩავდიოდი, მაგრამ ვეღარ მოვითბინე, საფეხურზე დავჯექი, თავი მუხლებში ჩავრგე და მოვთქვამდი, მე ხომ ერთადერთი ოცნება მქონდა, მხოლოდ ერთი წუთით მენახა, გულში ჩავეკარი, მინდოდა მისთვის დედა დამეძახა, თუმცა როგორც ამბობენ ყველა ოცნება არ ხდება. ამ დროს ცოტნე მოვიდა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში დამინახა უმალ ჩემსკენ გამოიქცა.
-რადა, კარგად ხარ? -მითხრა და ჩემი სახე ხელებში მოიმწყვდია. მანქანაში ჩავჯექით და სახლში წამიყვანა, მთელი გზის განმავლობაში ხმა არც კი ამომიღია, უბრალოდ სახე ფანჯარას მივაბჯინე და ფიქრებში შევიჭერი, წარმოვიდგინე ჩემი ცხოვრება მათთან ერთად, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ჩვენ სამნი....

ანგელოზები არ კვდებიან (დასრულებული)Where stories live. Discover now