9 აგვისტო
დილით უჩვეულო ხასიათზე გავიღვიძე. საკუთარ თავში ცვლილებას ვამჩნევდი, ცვლილება რომელიც მაშინებდა. თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა "ცოტნე". არასდროს ვყოფილვარ სენტიმენტალური ადამიანი და არც ამჯერად მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას რომ გრძნობებს ავყვე, უბრალოდ მეტი თავშეკავებაა საჭირო😃და კიდევ ერთი, არანაირი ატმისფერი ტუჩები რადა, არანაირი ატმისფერი ტუჩები.
ოთახიდან გავდივარ და რატომ არ მიკვირს რომ მე და ცოტნემ კარი ტრადიციულად ერთდროულად მოვიხურეთ?
-დილამშვიდობისა ლამაზო. -თვალი ჩამიკრა და კიბეებზე ჩავიდა. ღმერთო რატომ ცდილობს ჩემს გაღიზიანებას?!
სამზარეულოში შევედი, იმდენად მშიერი ვიყავი მოსამზადებლად ყველაზე მეტად რაც მემარტივა იმის კეთება დავიწყე. საბოლოოდ მაგიდასთან დავჯექი, ტოსტი ხელში მიჭირავს და უკვე ჩაკბეჩას ვაპირებ როდესაც....
-რატო შეწუხდი რადა, არ იყო
საჭირო. -გემრიელად ილუკმება და ყოველი ლუკმის დაღეჭვის შემდეგ თითო სიტყვას ამბობს. ისეთი თვალებით ვუყურებდი დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს მარტო იმ საწყალი მზერის გამო არ მიეკარებოდა ტოსტს😂
-ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ. -ამბობს და ჩემი ხელით, ჩემთვის დაწურულ ფორთოხლის წვენს სვამს.
-როგორი თვალებით?
-აი ჩაძირვა რომ მოგინდება ადამიანს ისეთის. -მეღადავება ხო?😃მე აქ ვკვდები მშიერი ბიჭი კი თვალებში იძირება თურმე.
-სიამოვნებით ჩაგძირავდი, არა, ჩაგახრჩობდი მანდ. -ვუთხარი, მაცივრიდან ჩიფსი გამოვიღე და საძინებელში ავედი. თავი გამოქვაბულში მგონია, ინტერნეტიც კი არ მაქვს რომ თავი ფილმის ყურებით გამერთო. შემდეგ რამოდენიმე წიგნი შევამჩნიე და მივხვდი რომ ღმერთს ჯერ კიდევ ვუყვარვარ😃
"სიამაყე და ცრურწმენა" , ხანდახან ეს წიგნი ჩემი ბედი მგონია, სადაც არ უნდა ვიყო ყველგან თან დამსდევს, პოულობს გამოსავალს რომ გადავშალო და თუნდაც ერთი უმნიშვნელო წინადადება წავიკითხო. როგორც ჩანს დედასაც ძალიან უყვარდა ეს წიგნი, ეტყობა რომ ბევრჯერ არის გადაშლილი, მონიშნული...
-სიამაყე და ცრურწმენა? არადა არ გავხარ იმ ადამიანს ვინც ბანალურ რომანებს კითხულობს, შემდეგ კი მთავარი წყვილის დაშორებას მისტირის.
-რატომ? მაგისთვის ზედმეტად უემოციოდ გამოვიყურები?
-ეგ არ მიგულისხმია. ტოსტმა ვერ გამაძღო, არ გინდა რამე მოვამზადოთ?
-იცოდე მხოლოდ იმიტომ გთანხმდები რომ მეც მშია.
-კარგი. -ჩაიცინა და ოთახიდან გავიდა. მეც ჩიფსის ჭამა მივატოვე და უკან გავყევი, სამზარეულოში შევედით, ორივემ წინსაფარი გავიკეთეთ და ბოსტნეულის ჭრას შევუდექი. ცალ ხელში დანა მიჭირავს, მეორეში კი ბულგარული, თავი ჩახრილი მაქვს და მთელი ყურადღებით ვცდილობ ბოსტნეულს ხელიც არ მივაყოლო, პირველი შემთხვევა ნამდვილად არ იქნება როდესაც სამზარეულოდან დასახიჩრებული გამოვალ. ამ დროს თავს მაღლა ვწევ და ჩემს წინ მხოლოდ ერთ რამეს ვხედავ, ატმისფერ ტუჩებს, ოხ ეს წყეული ატმისფერი ტუჩები. ცოტნე ჩემსკენ კიდევ უფრო იხრება, მისი სუნამოს მკაცრი სურნელი თავბრუს მახვევს, შემდეგ თვალებშუ მიყურებს? რას აკეთებს? უნდა მაკოცოს? თვალებს ვხუჭავ, მაგრამ არაფერი😃როდესაც გავახილე ცოტნე ღუმელს რთავდა. რას ფიქრობდი რადა? კოცნას აპირებდა შენი ჭკუით?
უგემრიელესი ბროკოლის წვნიანი გამოგვივიდა, საბოლოოდ დაშოშმინებულებმა მისახებში გადავინაცვლეთ და მდივანზე დავსხედით.
-რას ვაპირებთ?
-რამეს ვაპირებთ?
-რაღაცით ხომ უნდა გავიყვანოთ დრო, მთელი დღე ასე ჯდომას აპირებ? -ამას ამბობს, დგება და ფირფიტების თვალიერება დაიწყო, უკვე ოთახიდან ვაპირებდი გასვლას როდესაც მუსიკის ხმა მესმის, კლასიკა...
-ვიცეკვოთ? -ხელი მიწოდებს და ჩემს თანხმობას ელის.
-სერიოზულად?
-სრულიად. -პოზიციას არც კი იცვლის. ვუახლოვდები და საპასუხოდ ხელს ვუწვდი, ცელზე ხელებს მახვევს, წამიერად ჟრუანტელმა ჩამიარა მთელს სხეულში, კისერზე ვახვევ ხელებს და ნელი მოძრაობებით რხევას ვიწყებთ.
-განსაკუთრებული ხარ რადა.
-ასე ფიქრობ?
-არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ. და იცი როდის მივხვდი ამას?
-როდის?
-როდესაც პირველად გამაწანი სილა.
-სასაცილო ხარ, იმისათვის რომ რამეს მიხვდე აუცილებელია სახეზე ხუთი თითი დაგეტყოს?
-არა, (იცინის) უბრალოდ უამრავი გოგო შემხებია შენ კი ერთადერთი ხარ ვისი მწარე ხელიც ასე ტკბილად დამამახსოვრდა. -გადავიხარხარე, შემდეგ კი მზერა მას გავუსწორე, თვალებში ჩავხედე, ეს ის თვალები იყო რომლებიც სიმართლეს ამბობდნენ.
ვიცი ძალიან ძალიან დამაგვიანდა❤ უბრალოდ ვერ მოვაბი თავი, თუ ჯერ კიდევ შემორჩით ვინმე ვისაც აინტერესებს და კითხულობდა ძალიან მოხარული ვარ😊❤
YOU ARE READING
ანგელოზები არ კვდებიან (დასრულებული)
Romance"მე მხოლოდ ნათელი სხივი ვიყავი შენს ბნელ ცხოვრებაში"