14 ივლისი. 5 PM
დილის ხუთ საათზე გამეღვიძა. წყლის დასალევად სამზარეულოში გავედი, ინსტიქტურად ფანჯრიდან გავიხედე და ულამაზეს ხედს თვალი ვეღარ მოვწყვიტე. მზე ოკეანეს ნელ-ნელა წყდებოდა. რა თქმა უნდა ამ კადრის დაფიქსირების შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. ტოპზე და მოკლე შორტებზე თხელი შიფონის ხალათი გადავიცვი და სასტუმროდან გამოვედი. სანაპიროს ოდნავ მივუახლოვდი და ფოტო გადავიღე. მეორე ფოტოს გადაღებაც დავაპირე, როდესაც სპეციალურად კადრში ის იდიოტი შემომეჭრა.
-არ შეწყვიტავ? -განრისხებულმა შევჩივლე.
-რას? -მომიახლოვდა, თავს იკადუნებდა თითქოს კადრში ბებიაჩემი მეკვეხებოდა და უჩვეულოდ მიღიმოდა. ჯანდაბა, რა მიმზიდველია. პერანგი შეხსნილი ჰქონდა, რაც უფრო სექსუალურს ხდიდა. კარგი რადა კონცენტრირდი. ამ იდიოტს სექსუალური უწოდე?
-რას და..... -მოულოდნელად დავიბენი.
-ჰო, რას? -კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ. ამჯერად იმდენად ახლოს იყო, რომ ჩვენს შორის მანძილი სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრს შეადგენდა.
-გაიწიე. -ვუთხარი და ხელით უკან გავწიე. - მგონი ჩემს კადრში დაუბატიჟებად გამოჩენა ჰობიდ
გექცა.
-დამთხვევაა და მეტი არაფერი. და არ მეტყვი ამ დროს სანაპიროზე რას აკეთებ?
-ახსნა განმარტება უნდა
გაბარო? -ქართულად ვუთხარი და რა თქმაუნდა ვერ გაიგებდა.
-რა თქვი? -გაკვირვებულმა მკითხა.
-ფოტოების გადასაღებად გამოვედი მეთქი, შენ? -ხანდახან მართლაც დიდი პლიუსია უცხო ქვეყანაში მოგზაურობა სადაც რასაც გინდა იმას იტყვი, თუმცა შენსგარდა ვერავინ გაიგებს.
-როდესაც ძილი მიჭირს აქ გამოვდივარ და მზის ამოსვლას ვუყურებ.
მოულოდნელად ტელეფონის ზარი გაისმა და სიჩუმე დაარღვია. ლულუ იყო.
-როგორ ხარ?
-კარგად ლუ, შენ?
-რავიცი მეც კარგად. მეგონა არ მიპასუხებდი ამ დროს. და სად ხარ? სასტუმროს არ გავს.
-პლიაჟზე ვარ, ფოტოების გადასაღებად გამოვედი.
-კამერა ჩართე.
-ოქეი დამელოდე.
-მარტო ხარ მანდ?
-ნუუუ... არა. -რაღაცნაირად "შევიშმუშნე".
-ვინაა მანდ? -ინტერესით მკითხა.
-ვიღაც იდიოტია, დაიკიდე.
-და რადა, საყვარელია ეგ შენი იდიოტი?
-ნუ სულელობ ლულუ.
-თქვიი.
-კი საკმაოდ.
-რა ქვია?
-წინ მიზის და მისი სახელი გითხრა? მიხვდება რო მასზე ვლაპარაკობთ.
-ინგლისურად ლაპარაკობს?
-არა ლულუ ჩინურად.
-ქართული არ ესმის?
-კი როგორ არა, ქართული ესმის და შენ ასე თავისუფლად გელაპარაკები.
-პრინციპში ხო, მაგაზე არ მიფიქრია. კაი გაგითიშე ეხა.
-ოქეი, დროებით. - ყურმილი დავკიდე და დენს დავემშვიდობე.
-წამოდი გაგაცილებ. -შემომთავაზა, თუმცა შემთავაზებაზე მეტად ბრძანებას გავდა.
-არა იყოს მივაღწევ როგორმე
ჩემითაც. -ჩავიცინე და სასტუმროსკენ წავედი.
ნომერში როდესაც შევედი თითქმის დილის შვიდი საათი იყო. ცოტა წავუძინე, ათისთვის ავდექი, საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი და სანაპიროზე გავედი. ისეთი ადგილი შევარჩიე სადაც არავინ იქნებოდა, ჩანთა სანაპიროზე დავტოვე, შიგნით მობილური , კამერა და დედაჩემის ნაჩუქარი ყელსაბამი ჩავდე, ვფიქრე წყალში შეძლებოდა მოულოდნელა გამწყდარიყო ან უბრალოდ დამეკარგა ამიტომაც დატოვება გადავწყვიტყე. უკვე საკმაოდ შორს ვიყავი გასული როდესაც შევამჩნიე როგორ იპარავდა ვიღაცა ჩემს ნივთებს.
-ჯანდაბა. -დავიყვირე და ნაპირისკენ გავცურე. თავიდან მივსდევდი, თუმცა შემდეგ კვალი დამეკარგა. დავიხარე და ოხვრით თავი მუხლებში ჩავრგე.
-კარგად ხარ?
-მეტყობა რამე კარგად ყოფნის? -ისეთი გაბრაზებული ვიყავი არც ის მაინტერესებდა თუ ვინიყო და არც ის თუ როგორ ვესაუბრებოდი.
-რამოხდა? -ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. უკან მივიხედე, დენი იყო.
-ვიღაცამ ჩემი ნივთები
აიღო. -დამწუხრებულმა ვუპასუხე.
-კონკრეტულად?
-მაგას რამე მნიშვნელობა აქვს აწი?
-კი ძალიან დიდი. მითხარი.
-ჩანთა, ჩემი ჩანთა.
-ასეც ვიცოდი, ტიპიური გოგონები. გუჩის ჩანთა იყო თუ ლუის ვილტონის? იქნებ რომელიმე სხვა. შემიძლია ფული მოგცე, ახალს
იყიდი. -დამცინავად მითხრა, ამის გაგონების შემდეგ ცოტა დამაკლდა, რომ ცეცხლი წამკიდებოდა.
-დამცინი? თუ ტიპიური გოგონები ეგეტები არიან აქედანვე გეტყვი რომ "ტიპიური გოგონა" არ ვარ. ჩანთაში ყელსაბამი მედო, დედაჩემის ნაჩუქარი ყელსაბამი, თუმცა აღარ აქვს მნიშვნელობა. -რა თქმა უნდა ეს უბრალოდ შენიღბვა იყო, ეს ყელსაბამი ერთადერთი იყო რაც დედაჩემისგან დამრჩა ახლა კი აღარაფერი მაქვს, საერთოდ არაფერი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ერთადერთი რამ დავკარგე რაც მაგრძნობინებდა რომ ის ჩემს გვერდით იყო.
7 Am
საღამოს შვიდი საათი იქნებოდა. სააბაზანოში შევედი, ვიბანავე და დაახლოებით ნახევარ საათში გამოვედი. თმებს ვიშრობდი როდესაც საწოლზე ჩემი ჩანთა დავინახე.
-ეს რა ხუმრობაა? -ჩემთვის ჩავილაპარაკე.
ჩანთა გავხსენი და.....შიგნით მობილური, კამერა და ჩემი ყელსაბამი დამხვდა. სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე. გვერდით პატარა ფურცელი დამხვდა "არა ტიპიურ გოგონას" . ამის წაკითხვაზე მკვეთრად ჩამეღიმა. როგორც ჩანს ნანობს. ცოტახანში ლულუმ დამირეკა.
-როგორ ხარ?
-კარგად ლუ, შენ?
-მეც, რასშვრები როგორ ატარებ დროს?
-მშვენივრად იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ჩანთა მომპარეს და კინაღამ კამერა ტელეფონი და ჩემი ყელსაბამი დავკარგე.
-როგორ დაიბრუნე?
-არ ვიცი, როგორც ჩანს დენმა იპოვა.
-ეგ ის hot ტიპია?
-სულაც არარის hot.
-აჰამ კი. და შენ ამ დროს სასტუმროში რატომ ხარ?
-რავიცი, კამერა არ მქონდა შესაბამისად ფოტოებს ვერ გადავიღებდი, ეს კი იმას ნიშნავს რომ სასტუმროში ჯდომის გარდა საქმეც არ მქონდა.
-ღადაობ? ჰავაიზე მხოლოდ იმიტომ ჩახვედი რომ ფოტოები გადაგეღო?
-ჰო, სხვა რა მიზეზი უნდა მქონოდა.
-რადა შენ ჰავაიზე ხარ ჰავაიზე. ნებისმიერ ქართველ გოგონას და არა მარტო ქართველს ენდომებოდა შენს ადგილზე ყოფნა. დატკბი იმით რაც გაქვს. საჯდომი აწიე და გარეთ გადი. რამე სიგიჟე გააკეთე, რამე ისეთი რაც ბედნიერებას მოგანიჭებს, შანსი გაქვს ცხოვრება შეიგრძნო და ამ მომენტს ნუ გამოტოვებ. ახლა კი არ მაინტერესებს, მე ყურმილს დავკიდებ შენკი გამომწვევად ჩაიცმევ და სასტუმრს მოშორდები, შემდეგ პირველივე წვეულებას შეუერთდები რომელიც შეგხვდება, კარგად დათვრები და ყველაფერს დაიკიდებ. წავედი. -ამის თქმა და გათიშვა ერთი იყო. რაღაც მხრივ მართალიც არის. ჰავაიზე ვარ მე კი სასტუმროში ვზივარ და არაფერს ვაკეთებ. დროა დავტკბე.
-რამეშველებოდა შენს გარეშე
ლუ. -ჩამეღიმა და დანსაცმლის გადარჩევა დავიწყე. საბოლოოდ მოკლე ჯინსის შორდები ტოპი ჩავიცვი დიდი დეკოლტეთი.
-წავედი. -ვთქვი და სასტუმროდან გამოვედი. ლიფტთან დენს შევეჯახე. ჯერ ჩამათვალიერა.
-ოუ ლამაზო, საით?
-არვიცი, მომენტით ვტკბები. -გავიღიმე და გვერდი ჩავუარე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ომახიანად მომაძახა.
-არანაირი მადლობა?
-მადლობაა დენ. -შევბრუნდი და იგივე ტონით მივაძახე. ახლა წესით მადლობების ველი უნდა დამეფინა მისთვის, თუმცა მადლიერების გამოხატვის უცნაური გზა მაქვს.
-ვნახოთ ჰავაიზე როგორი კლუბები აქვთ. -ჩავილაპარაკე როდესაც პირველივე ჩემხვედრ კლუბში ფეხი შევდგი.
-რამე ძლიერი დამისხი, ძალიან ძლიერი.
-ბეი ბრიზზე რას იტყვით?
-დაასხი, სახელით ვერ მივხვდები.
-არ გირჩევ. -უცხო ხმა მომესმა.
-გიცნობთ?
-არა, თუმცა იმ მდგომარეობას ვიცნობ რდესაც პირველად სვამ ბეი ბრიზს. ჯეკ მანგოს მარტინი დაუსხი. -ჩემს წინ უთხრა და შემდეგ ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
-ახლა მადლობა უნდა
გადაგიხადო? -ვკითხე და თან კოქტეილის სმა განვაგრძე.
-არა მადლობა საჭირო არ არის, თუმცა შეგიძლია მადლიერება ცეკვით გამოხატო. ვიცეკვოთ? -დავთანხმდე თუ არა? პრინციპში რას მიშლის, ბოლოს და ბოლოს გასართობად მოვედი.
-ვიცეკვოთ. -ერთი ჭიქა კოქტეილი დავლიე მხოლოდ, ამის კვალობაზე თავს ზედმეტად ცუდად ვგრძნობდი და თავბრუ მეხვეოდა. თავიდან ნორმალურად მეცეკვებოდა, თუმცა შემდეგ უფრო და უფრო მომიახლოვდა რამაც უარყოფითად განმაწყო.
-სასტუმროში ხომ არ გაგვეგრძელებინა? -როდესაც გავიაზრე თუ რაზე მიმანიშნა სილა გავაწანი.
-უხეში ლამაზმანი
ყოფილხარ. -მითხრა და მაჯაზე ხელი მომკიდა.
-გამიშვი. -გასასვლელისკენ მივყავდი. რაც უფრო ვცდილობდი მისგან თავის დაღწევას მითუფრო მიჭერდა ხელს, მოთენთილი ვიყავი და წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი.
-რასაკეთებ? -ნაცნობი ხმა მომესმა.
-რა შენი საქმეა? გზიდან ჩამომეცალე.
-გოგოს ხელი გაუშვი. -ისევ ის ნაცნობი ხმა.
-რა შენი საქმეა რას ვიზამ. გაიწიე.
-მოდი კიდევ ერთხელ ვცდი და შემდეგ უკვე ჩემებურად გეტყვი. გოგოს ხელი გაუშვი.
-ვინ ხარ მისი? რაში გაინტერესებს რას ვუზამ?
-მისი შეყვარებული ვარ, ახლა კი ხელი გაუშვი. -არ ვიცოდი რა მჭირდა, თუმცა ცოტა მაკლდა რომ წავქცეულიყავი.
-ხოდა თავის დროზე მიგეხედა, ახლა კი მოწყდი აქაურობას.
-ბოდიში.
-რისთვის?
-შენი მოტეხილი ცხვირისთვის.
-რას ბოდიალობ? -უცობმა დენს ეს უთხრა. ამის თქმა და დენის მუშტის გაქანება ერთი იყო. ძირს დაენარცხა ახკა კი დენი მე მომადგა.
-რადა რა დალიე?
-მანგოს მარტინი თუ რაღაც ეგეთი, მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე.
-შანსი არაა, ასე არ
დაგათრობდა. -მითხრა და ბარმენთან მივიდა, კუთხეში მიიმწყვდია, კისერზე ხელს უჭერდა და თან ღრიალებდა.
-რა დაალევინე?
-მანგოს მარტინი.
-ტომ კიდევ ერთხელ გკითხავ, რა დაალევინე მეთქი?
-არ ვიცი, იმ ტიპმა რაღაც მომცა ჭიქაში ჩაუყარეო და მეც ჩავყარე. -ეს გაიგო თუ არა მთელი ძალით დაარტყა სახეში. როდესაც ნახა რომ ვიქცეოდი ადგილზე დატოვა და ძირს დაცემამდე ხელში აყვანა მოასწრო.
YOU ARE READING
ანგელოზები არ კვდებიან (დასრულებული)
Romance"მე მხოლოდ ნათელი სხივი ვიყავი შენს ბნელ ცხოვრებაში"