-არა, (იცინის) უბრალოდ უამრავი გოგო შემხებია შენ კი ერთადერთი ხარ ვისი მწარე ხელიც ასე ტკბილად დამამახსოვრდა. - მთელი წინადადებიდან მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებდა თავში და გონებაში ექოსავით მეორდებოდა "ერთადერთი ხარ". ეს ხომ უბრალო სიტყვები იყო, სოტყვები რომელსაც ყოველდღე ვისმენდი არაერთი ბიჭისგან. გადავიხარხარე, შემდეგ კი მზერა მას გავუსწორე, თვალებში ჩავხედე, ეს ის თვალები იყო რომლებიც არ ტყუოდნენ.
როგორც გითხარით ცვლილებები მუდამ შიშს მგვრიდა, თუმცა რა შემეძლო მომეხერხებინა ცვლილებისთვის რომელსაც საკუთარ თავში ვამჩნევდი ცოტნეს გვერდით გატარებულ თითოეულ წამს. მე...მე განსხვავებული ვარ მასთან ერთად, თავს იმედგაცრუებულ და მიტოვებულ გოგონად არ ვგრძნობ ეს კი ჩემთვის მეტად უცხო შეგრძნება აღმოჩნდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში გაშეშებულნი ვიდექით მუსიკის ფონზე და ერთმანეთს თვალებში შევცქეროდით. ვინ იცის რამდენმა აზრმა გაიარა იმ წამს ორ გონებაში, ვინ იცის რამდენი ოცნება ახდა... მოულოდნელად მუსიკა ითიშება და ყველაფერი ჩვეულ რითმს უბრუნდება, რა თქმა უნდა მეც, მას შემოხვეულ ხელებს ვაშორებ და ემოციებით აღსავსე ოთახში ვბრუნდები. დიახ ემოციებით, ამოუცნობი ემოციებით აღსავსე.
03:15
მოწყენილობისა და უძილობისგამ აღარ ვიცოდი რა მექნა ამიტომაც პლედი ავიღე და ბაღში გამოვედი, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვარსკვლავებს ვუცქერდი, შემდეგ უჩვეულო ჩქამი გაისმა, თავიდან ყურადღება არ მივაქციე, ვიფიქრე კურდღელი იქნებოდა, შემდეგ წამოვდექი. ისევ იგივე ხმა მესმის, ამჯერად გონებას მივენდე და ხმაურს გავყევი. ბუჩქებში რაღაცამ გაირბინა, ნელ-ნელა ვუახლოვდები მას...და ამ დროს ვიღაც მხარზე ხელს მადებს, უკან ვტრიალდები, თუმცა ვერ ვხვდები ვინ არის, შავი შარვალი ეცვა და შავი "კაპიშონი" ეხურა, ჩრდილი კი მისი სახის დანახვას შეუძლებელს ხდიდა.
-ვინ ხარ? -შეშინებული ვეკითხები, შემდეგ "კაპიშონს" ხელს კიდებს და თავიდან იხსნის. მისი სახის დანახვაზე შეშინებული ყვირილს ვიწყებ.
-რადა დამშვიდი, თვალებში მიყურე და ღრმად ჩაისუნთქე. ეს უბრალოდ სიზმარია გასაგებია? უბრალოდ
სიზმარი. -ცოტნე ჩემს სახეს ხელებში იმწყვდევს და გარკვევით წარმოთქვამს თითოეულ სიტყვას. ჩემი აჩქარებული გულის ცემა ყურში მკვეთრად ჩამესმის ხოლო სახე ცრემლებით მაქვს დასველებული.
-რადა კარგად ხარ? -ამბობს, ჭიქაში წყალს ასხამს და მიწოდებს.
-კი კარგად ვარ, უბრალო კოშმარი იყო, მეტი არაფერი.
-მაშ კარგი, ტკბილ ძილს
გისურვებ. -უკვე საწოლიდან დგებოდა როდესაც ხელი დაუჭირე და მისი შეჩერება ვცადე.
-შეგიძლია აქ დარჩე?
-ღამით? აქ?
-სანამ არ დავიძინებ.
-კარგი. -თქვა და კვლავ ადგილს დაუბრუნდა ლოგინის თავთან...
09:00
თვალებს ვახელ და ორ დიდ წრეს ვხედავ, ორ დიდ წაბლისფერ წრეს....
მართალია ძალიან პატარაა თუმცა მალე დავდებ შემდეგს😊💕💕
YOU ARE READING
ანგელოზები არ კვდებიან (დასრულებული)
Romantik"მე მხოლოდ ნათელი სხივი ვიყავი შენს ბნელ ცხოვრებაში"