16 ივლისი
მეხუთე დღე ჰავაიზე, ნომერში ვზივარ და ვფიქრობ რა გავაკეთო, აქაურობა მართლაც ისეთი საოცარია, მინდოდა მის სიღრმეში ჩავფლულიყავი, ადგილი სადაც არავინ მიცნობს და არავინ განმსჯის, ეს აშკარად მჭირდებოდა. საბოლოოდ საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი და აუზზე წავედი. ამჯერად ჭკუას ვუხმე და ტელეფონი და კამერა აუზთან ბარში დავტოვე. ცურვა დავიწყე, როდესაც თავი აუზიდან ამოვყე შევამჩნიე რომ დენი ფოტოებს მიღებდა, და ხო, ჩემი კამერით.
-რას აკეთებ?
-გამუდმებით რაღაცეებს ფოტოებს უღებ, ვინმემ შენც ხომ უნდა
გადაგიღოს. -წყლიდან ამოვედი და მივუახლოვდი.
-ვაუ რადა, საცურაო კოსტიუმში ბევრად უფრო მიმზიდველი ხარ. -ვერ მივხვდი ამაზე გავბრაზდი, მომეწონა თუ საკუთარ თავზე გავბრაზდი რადგან მომეწონა ამის მოსმენა.
-როგორც მახსოვს მითხარი რომ საუზმის შემდეგ თავს დამანებებდი.
-მე გკითხე გინდოდა თუ არა რომ თავი დამენებებინა.
-და ჩემი პასუხი დადებითი იყო. -ეს ვთქვი თუ არა მომიახლოვდა, უფრო სწორად ძალიან მომიახლოვდა.
-ახლაც იგივეა შენი პასუხი?
-კი. -არ ვიცი ეს გულიდან ამოსული კი იყო თუ უბრალოდ მაინტერესებდა რას მოიმოქმედებდა მომდევნო კის შემდეგ.
-ახლაც? -თქვა და კიდევ უფრო მომიახლოვდა, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა ამეკრო, ამაზე ახლოს ვერც მოვიდოდა.
-კი დენ, ჩემი პასუხი იგივეა. -ვუთხარი და გავუღიმე, თუმცა თვითონაც არ ვიცოდი რას ნიშნავდა ჩემი ღიმილი.
-ახლაც? -მითხრა, ჩემი სახე ხელებში მოიმწყვდია და მაკოცა, მისი ატმისფერი ტუჩები ჩემსას შეეხნენ, და მესიამოვნა თუ არა? კი მესიამოვნა, იმაზე მეტადაც კი ვიდრე ადამიანს უბრალო კოცნა ანიჭებს სიამოვნებას.16 ივლისი 5 Pm
სასტუმროს კარზე კაკუნი ისმის, ალბათ პერსონალია, კარი გავაღე. მიმტანი იყო, სადილი ამომიტანა. თავზე ავხადე და საჭმლის მაგივრად წერილი დამხვდა.
-რვაზე მარკუსის კაფეში
დაგელოდები. -ჩამეღიმა, მოიცა ახლა რა? ეს პაემანია? ის საკმარისი არ იყო რომ მაკოცა და ახლა პაემანზეც მეპატიჟება? იქნებ პაემანი არცაა. უბრალოდ ჩავიცვი, და სახლიდან გავედი, არც კი ვიცოდი მინდოდა თუ არა წასვლა, ძირითადად პაემნები ჩემი საქმე არაა და ბიჭებსაც უარით ვისტუმრებ ხოლმე, თუმცა მინდოდა ეს სამი კვირა სხვა რადა ვყოფილიყავი, საკუთარი თავისთვის ჩემი სხვა ვერსიაც მეჩვენებინა, იქნებ უკეთესიც კი.
-მოხვედი? -დენის ხმა მომესმა როდესაც მას თვალებით ვეძებდი.
-არა, გეჩვენები.
-ტიპიური რადა.
-მერწმუნე არაფერი იცი ტიპიური რადას შესახებ. -ვუთხარი,მკაფიოდ გავიღიმე და მის წინ სკამზე დავჯექი.
-და როგორია ის? -მკითხა და ინტერესით განაგრძო ჩემი ყურება.
-არ აქვს მნიშვნელობა, რამე არ დავლიოთ? -ტიპიურ რადაზე საუბარს თავი ავარიდე და თემა გადავიტანე.
-კარგი, რას დალევ?
-რამე უალკოჰოლოს, ბოლოს ალკოჰოლის მიღებას ცუდი შედეგი მოჰყვა ასე რომ...
-ნუ ნერვიულობ, ჩემთან ერთად
ხარ. -დარწმუნებით წარმოთქვა თუთოეული სიტყვა, თუმცა მე რა რადა ვიქნებოდი რომანტიკული წუთი რომ არ გამეფუჭებინა.
-ჰმმ, და ეგ რამე უპირატესობას მანიჭებს? -მივხვდი რომ მომენტი ჩავშალე მაგრამ მჩვევია ხოლმე, ასე რომ საკუთარი თავისგან არ გამკვირვებია.
-გასაგებია ტიპიურ რადაში რასაც გულისხმობდი. -ჩაიცინა და განაგრძო.
-კი უპირატესობას აშკარად განიჭებს, მგონი პლიუსია შენს კოქტეილში ნარკოტიკის ჩაყრას რომ არ ვაპირებ.
-ვერც მაგაში ვიქნები
დარწმუნებული. -სიცილით ვუთხარი და მიმტანს კოქტეილის მოტანა ვთხოვე.
-გასაგებია, არ მენდობი. -ფართოდ გამიღიმა, თუმცა მის ღიმილში უიმედობაც იგრძნობოდა.
-რამდენიმე დღის გაცნობილებს ბრმად არ ვენდობი ხოლმე. -შეტევას ვაგრძელებდი.
-ბრმად წლების გაცნობილსაც არ უნდა ენდო.
-ვიცი, არ იყო საჭირო
შეხსენება. -მგონი ძალიან ცივად გამომივიდა.
-არადა მადლობას ველოდებოდი რჩევისთვის.
-იმედები უნდა გაგიცრუო. -ჩავიღიმე და კოქტეილი მოვწრუპე.
-არაუშავს, შენგან მოსალოდნელია.
-აქ ცხოვრებისეული რჩევების მოსაცემად მომიყვანე? -ამჯერად ჭიქიდან საწრუპი ამოვიღე და ისე მოვსვი.
-არა, თუმცა ძნელია შენთან საუბარი, უხეშობა ხასიათში გაქვს ჩამჯდარი.
-ხო ეს ნიჭი კარგახანია აღმოვუჩინე ჩემს თავს. -კვლავ ჩავიღიმე.
-უცნაური ნიჭი გაქვს, შენც უცნაური
ხარ. -სკამს მიეყრდნო და ცალი ხელი მაგიდაზე დადო.
-კომპლიმენტად მივიღებ.
-არ გინდა რომ შენი ხასიათი დროებით განზე გადადო და ნორმალურად ვისაუბროთ როგორც ორმა ადამიანმა?
-და რაზე უნდა ვისაუბროთ?
-არ ვიცი, ნებისმიერ რამეზე, დასაწყისისთვის შეგიძლია შენზე მომიყვე. თქვა, უფრო მყუდროდ მოკალათდა და დიდი, ინტერესით სავსე თვალებით განაგრძო ჩემი ცქერა.
-მაინც რა გინდა რომ მოგიყვე?
-რავი, მაგალითისთვის მოკლე ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს ველოდები. სახე. -თქვა და სიცილი დაიწყო, მეც ავყევი.
-კარგი ვიწყებ. -გავიღიმე. -რადა გელოვანი ვარ, წინა კვირას ჩვიდმეტის გავხდი, ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული, ასევე უცხო ენებს ვსწავლობ და სხეულის ენას ვფლობ, აქ კი საქართველოდან ჩამოვედი.
-მსმენია საქართველოს შესახებ, ამბობენ ლამაზი ქვეყანააო.
-მერწმუნე ლამაზზე ბევრად მეტია.
-საინტერესო ხარ.
-მიხარია თუ ვინმე მაინც მთვლის საინტერესოდ.
-რადა გირეკავენ. -ხმა დაწეული მქონდა, როგორც ყოველთვის ლუა.
-გისმენ ლუ. -ვიდეო ჩათით რეკავდა.
-როგორ ხარ?
-ძალიან კარგად, არ გინდა რომ ცოტა ხანში დამირეკო?
-რატო? ვისთან ერთად ხარ? ვსიო არ მითხრა მივხვდი შენი გამომეტყველებით. კამერა შეატრიალე რა რო ვერ დაინახოს ისე, მაინტრესებს.
-მაცა. -ვთქვი და მომენტალურად წინა კამერა ჩავრთე.
-ჯანდაბა რადა რა სიმპატიურია, და შენ როგორც ყოველთვის უკარებასავით იქცევი.
-ნუ მთლად ეგრეც არა.
-ერთი ისმითხარი, რომელმა ბიჭმა გსდია შენი ჭირვეული ხასიათის მიეხედავად, ხო ხედავ დამეგობრებას ცდილობს, ხოდა აცადე.
-ჰო კაი კაი. გათიშე ახლა.
________
-ვინ იყო?
-მეგობარი, მე წავალ, პატარა საქმე მაქვს. -განა არანაირი საქმე არ მქონდა მაგრამ მაინც თავი ავარიდე საკუთარ თავზე საუბარს.
-კარგი გაგაცილებ.
-არა არ არის საჭირო.
-გაგაცილებ მაინც.
-არ მინდა, მართლა, დარჩი.
-კარგი.
კაფედან გავედი, უკვე ბნელდებოდა, სასტუმროსკენ მივდიოდი როდესაც კივილის ხმა შემომესმა. ამ ხმას გავყწვი და ვიწრო ტუნელში შევედი, დაახლოებით ათ მეტრში ვიღაც შავებში გამოწყობილი კაცი ქალზე ძალადობდა, მათკენ დავიყვრე და მათკენ გავიქეცი, ჩემს შემჩნევაზე ქალს დანა სამ ადგილას ჩაარჭო და გაქცევისას შეგნებულად თავი კედელზე მიმარტყმევინა, გავითიშე.
YOU ARE READING
ანგელოზები არ კვდებიან (დასრულებული)
Romantik"მე მხოლოდ ნათელი სხივი ვიყავი შენს ბნელ ცხოვრებაში"